x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
თინეიჯერების რჩეულ წიგნებზე ბიბლუსმა საიტზე 30%იანი ფასდაკლება დააწესა!
image


თინეიჯერული წიგნების ყველაზე წარმატებული პროექტი „ლიბერთინსი“ და წიგნების ნომერ პირველი ონლაინ მაღაზია Biblusi.ge თინეიჯერებს სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს.


შეთავაზება 22-31 ოქტომბრის ჩათვლით იმოქმედებს და მასზე უფასო მიწოდების სერვისიც ამოქმედდება.


შეთავაზება მოქმედებს „ლიბერთინსის“ შემდეგ წიგნებზე:




„არ ილაპარაკო“ - ბეკა ფიცპატრიკი


ნორა გრეის ჯერ არავისთან გაუბამს რომანი... ის არასოდეს დაინტერესებულა თანაკლასელი ბიჭებით.. თუმცა ყველაფერი პაჩის გამოჩენასთან ერთად იცვლება, რომელიც თავისი ეშმაკური ღიმილითა და წყვდიადივით შავი თვალებით თითქოს ნორას სულში იცქირება. ნორამ, უკვე აღარ იცის, ვის ენოდს. პაჩი ყოველთვის იქ არის, სადაც ნორაა და მის შესახებაც თითქოს ყველაზე მეტი იცის. ნორას ვერ გადაუწყვეტია, მიიღოს მისი სიყვარული, თუ გაიქცეს და დაიმალოს. აქ უკვდავები და დაცემულები ერკინებიან ერთმანეთს. სიმართლე ძალიან საშიშია!!!



წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე >>>



„გაიქეცი“, ბეკა ფიცპატრიკი


ნორა გრეის ცხოვრება ისევ შორს დგას იდეალურისგან. სიცოცხლის გაწირვის მცდელობა სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, შედეგად მფარველი მიიღო - მისტიკური, დამატყვევებელი და სიმპათიური მფარველი. მაგრამ, მიუხედავად ნორას ცხოვრებაში მისი როლისა, პაჩი სრულებით არ ჰგავს ანგელოზს. ის ახლა კიდევ უფრო იდუმალია, ვიდრე ოდესმე და, რაც კიდევ უფრო უარესია, ის საკმაო დროს ატარებს ნორას დაუძინებელ მტერ მარსიმილართან. ნორას გარდაცვლილი მამის სახეც თან სდევს და არ ასვენებს კითხვა, ხომ არ არის რაიმე კავშირში მისი წარმომავლობა მამის სიკვდილთან. სურს გაიგოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში და პასუხის საძიებლად თავს განსაცდელში იგდებს. მაგრამ, იქნებ ჯობდეს, რაღაცები წარსულში დარჩეს, რადგან სიმართლეს ყველაფრის და ყველას განადგურება შეუძლია... ყველასი, ვისაც ნორა ენდობა.


წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე >>>


„სიჩუმე“, ბეკა ფიცპატრიკი


მას შემდეგ, რაც ნორა გრეი სასაფლაოზე იღვიძებს, საკუთარი ცხოვრების ბოლო ხუთი თვე საერთოდ აღარ ახსოვს. ნორა ცდილობს, გაიხსენოს ის მოვლენები, რომლებიც დავიწყების მისტიკურ ბურუსშია გახვეული - ვინ არის? აქ რატომ ან როგორ გაჩნდა? - მაგრამ მოგონებების აღდგენა არც ისე მარტივი აღმოჩნდება. გოგონას უცნაური სიზმრები თუ ხილვები აქვს, სადაც ნაცნობი სახეც ჩნდება - მისი, ვისი გახსენებაც მას ყველაზე მეტად სურს, ვინც ძალიან აკლია, ვინც მისი ნაწილია.


წიგნების შესაძენად გადადით ბმულზე >>>




„სინდერი მთვარის ქრონიკა“, მერისა მეიერი


მოსახლეობას სასიკვდილო სენი ემუქრება! ადამიანები და ანდროიდები ახალი პეკინის ხმაურიან ქუჩებში დაიარებიან. კოსმოსიდან კი სხვა საფრთხე მოდის: მთვარის ვერაგი მაცხოვრებლები ჩასაფრებულან და თავდასხმისათვის ხელსაყრელ მომენტს ელიან. არავინ იცის, რომ მთელი დედამიწის ბედი ერთ გოგონაზეა დამოკიდებული...

სინდერი ნიჭიერი მექანიკოსი და კიბორგია!


ის მეორე კლასის მოქალაქეა, რომლის წარსული და წარმომავლობაც ბუნდოვანია. დედინაცვალს იგი სძულს და თავისი ღვიძლი ქალიშვილის ავადმყოფობაში ადანაშაულებს. მაგრამ, როგორც კი მის ცხოვრებაში უფლისწული ქეი შემოვა, სინდერი ერთბაშად გალაქტიკათშორისი ბრძოლის შუაგულში აღმოჩნდება, მის გულში კი აკრძალული სიყვარული გაიღვიძებს. მოვალეობასა და თავისუფლებას, ერთგულებასა და ღალატს შორის მომწყვდეულ მარტოხელა გოგონას სამყაროს გადასარჩენად საკუთარი წარსულის საიდუმლოებათა ამოხსნა უწევს.



წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე > > >



„სკარლეტი მთვარის ქრონიკა“, მერისა მეიერი


სინდერი ბრუნდება და საპყრობილიდან გაქცევას ცდილობს, არადა, თუკი ამას შეძლებს, ის აღმოსავლეთ ფედერაციის ყველაზე საშიშ დამნაშავედ გამოცხადდება. დედამიწის სულ სხვა ნაწილში კი სკარლეტ ბენუას ბებია გაუჩინარდა. როგორც ირკვევა, სკარლეტს ძალზე ბევრი რამ არ სცოდნია თავისი ბებიისა და იმ შემზარავი საფრთხის შესახებ, რომლის ჩრდილშიც სიყმაწვილიდან უცხოვრია. სკარლეტი ხვდება მგელს, ქუჩის მოკრივეს, რომელმაც, შესაძლოა, ბებიის ადგილსამყოფელი იცოდეს. გოგონას უჭირს უცნობის ნდობა, მაგრამ მგელი, რომელიც იხიბლება სკარლეტით, უცნაურად იზიდავს მას. სკარლეტი და მგელი ერთ საიდუმლოს ხდიან ფარდას, სინდერთან შეხვედრის შემდეგ კი მეორე საიდუმლოს წინაშე აღმოჩნდებიან. საბოლოოდ, მათ მთვარის სასტიკი დედოფლის, ლივანას წინააღმდეგ მოუწევთ საშიშ თამაშში ჩაბმა.



წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე > > >




„ქრესი“, მარისა მეიერი


სინდერი და მისი მეგობრები ქრესს ათავისუფლებენ, ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად. სინდერს, სკარლეტსა და ქრესს არასოდეს უოცნებიათ სამყაროს გადარჩენაზე, მაგრამ ახლა დედამიწის ბედი მათზე ჰკიდია...


წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე > > >



შეგახსენებთ, რომ WWW.BIBLUSI.GE საქართველოში არსებული ერთ-ერთი, ყველაზე პოპულარული ონლაინპლატფორმაა, რომელიც მკითხველებს წიგნების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, უნიკალურ ფასდაკლებებს და რაც მთავარია, შესაძლებლობას, რომ ისინი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში იყოს ხელმისაწვდომი.




0
81
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0