x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აზერბაიჯანში ჩაქოლეს მამაკაცი,რომელიც ნათესავის ცოლთან ერთად გაიპარა(ვიდეო)
image

ახალგაზრდა ქალი ოჯახიდან გაიპარა თავის ქმრის ნათესავთან ერთად, თუმცა რომანტიკული ისტორია ტრაგიკულად დასრულდა.


ყუბის რაიონის მაცხოვრებელი სასიკვდილოდ ჩაქოლეს საკუთარმა ნათესავებმა, ბიძაშვილის ცოლის გატაცების გამო.



ეს ამბავი 19 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ყუბის რაიონულ პოლიციას მიმართეს განცხადებით-დაიკარგა 25 წლის გათხოვილი ქალი ტილიარ აინურ ასადოვა, წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ასადოვა გაიქცა საკუთარი ქმრის ბიძაშვილთან-26 ელშად ასადოვთან ერთად.



კვირას 21 ოქტომბერს ნათესავებმა გაქცეული ქალ-ვაჟი იპოვეს და უკან დააბრუნეს, მეორე დღეს ასადოვა ყუბის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს ჩვენების მისაცემად, ხოლო 26 წლის ელშად ასადოვი საკუთარი ნათესავებმა სოფელში გადაიყვანეს და იქვე ლინჩის წესით გაუსწორდნენ-ახალგაზრდა კაცი ცემით მოკლეს.


ყუბის რაიონის სამართადამაცავებმა სამი ეჭვმიტანილი დააკავეს ესენი არიან:გოგოს მამა სადიგ დადაშოვი და ნათესავები ელდარ და მატლაბ მურადოვები, ბრალდებულების სიაში არ აღმოჩნდა ასადოვას ქმარი.


1news.az-თან ინტერვიუში მოკლულის მამამ, იაგუტ ასადოვმა განაცხადა, რომ მისი შვილი სოფლის ცენტრში ჩაქოლეს, "ურტყავდნენ ძალაყინს და ქვებს ესროდნენ."


"მათ ერთმანეთი უყვარდათ და იმიტომაც გაიქცნენ, შემდეგ იპოვეს ბაქოში და უკან დააბრუნეს, ჩემი შვილი უცოლო იყო"-დასძინა იაგუტ ასანოვმა.

თვითონ ასადოვებს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, აქედან უმცროსი 1 წლის და ოთხი თვისაა.


აღსანიშნავია, რომ მოძალადეებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც 26 წლის ელშად ასადოვიდის სიცოცხლის უკანასკნელი წუთებია აღბეჭდილი.




0
703
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
703
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0