x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ბრედ პიტმა ჯოლის შემცვლელი იპოვა. ვინ არის მისი ახალი რჩეული?
ბრედ პიტი ქერებზე გადაერთო. ცოტა ხნის წინ მან რომანი წამოიწყო სატ ჰარი ჰალსთან. ცოტა ხნის წინ წყვილმა ლოს-ანჯელესში აუქციონზე ხელოვნების ნიმუშებიც შეიძინა. 54 წლის მსახიობი და ეფექტური გარეგნობის ქერა თბილად ურთიერთობდნენ და ხელჩაკიდებულნი იყვნენ. დასავლური ტაბლოიდები უკვე ალაპარაკდნენ მსახიობის ახალ რომანზე და აღნიშნეს, რომ ახალი ურთიერთობა ბრედ პიტს სასიკეთოდ წაადგა.

imageმას შემდეგ, რაც ჯოლის და პიტის ქორწინება დასრულდა, ჰოლივუდის უსიმპათიურესი მამაკაცი მძიმე სანახავი იყო. თავის გულახდილ ინტერვიუში მან ალკოლზე დამოკიდებულებასა და სხვა პრობლემებზეც ისაუბრა.ის პანიკაში იყო, თითქმის აღარავისთან ურთიერთობდა და გაცილებით ხნიერად გამოიყურებოდა.

ახლა ის უკვე ჩნდება საზოგადოებაში სატთან ერთად და როგორც პაპარაცები ირწმუნებიან, წყვილს მხურვალე რომანი აქვს.

image


სატ ჰარი ცნობილია, როგორც სამკაულების დიზაინერი, რომელთაც, როგორც თავად ირწმუნება, სამკურნალო თვისებები გააჩნიათ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავის დროზე ის პიტის პირველი ცოლისთვის ჯენიფერ ენისტონისთვისაც ქმნიდა სამკაულებს.

თავიდან, სატი, რომელიც ოზონოთერაპიასაც ეწევა, პიტს სტრესთან გამკლავებაში ეხმარებოდა. ცოტა ხანში კი პიტმა და მისმა მკურნალმა აღმოაჩინეს, რომ მათი ურთიერთობა უბრალო მეგობრობას გასცდა.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ბრედ პიტი და სატი მთელი საღამო ერთმანეთს ეკეკლუცებოდნენ, იცინოდნენ და ღონისძიება საკმაოდ გვიან ერთად დატოვეს.

image

0
321
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0