x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
შუა საუკუნეების თბილისობა, მოსწავლეების მიერ გაცოცხლებული სანახაობა- "თბილისობა 2018 "
„თბილისობა“ — ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაულია, რომელიც ქალაქ თბილისში აღინიშნება. პირველად აღინიშნა 1979 წლის 28 ოქტომბერს.1990-იანი წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ, დღესასწაული 1995 წელს კვლავ განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

ტრადიციულად, დღესასწაული ოქტომბრის ბოლო (ან ბოლოსწინა) შაბათ-კვირას ტარდება და ორ დღეს გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები.


პირველივე ღონისძიებამ განსაზღვრა მისი ხასიათი: ღვინობისთვის უკანასკნელ შაბათ-კვირას დედაქალაქში წარსულისა და აწმყოს შეხვედრა ხდება და ძველი თბილისი ცოცხლდება. ისტორიულ უბნებში კვლავ შეხვდებით ყარაჩოღელებს, კინტოებსა და მეთულუხჩეებს.


დღესაც, თბილისობის დადგომასთან ერთად ქუჩებში კვლავ ჩნდებიან ფაეტონები, შორიდან ნიავს მოაქვს არღნის სევდიანი ჰანგები და აშუღთა სიმღერები -ქალაქი დროში მოგზაურობას იწყებს, შუა საუკუნეების მკვიდრნი ბრუნდებიან თითქოს.



თბილისობის აღნიშვნაში არა მარტო ადგილობრივი, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობა მონაწილეობს. სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები თავიანთ კუთხის წარმოჩინებას ცდილობენ და შემოდგომის უხვი მოსავლის ბაზრობებს მართავენ, ალბათ, ამიტომაც თბილისობას მეორენაირად “შემოდგომის დღესასწაულსაც” უწოდებენ.


image



მრავალსაუკუნოვანი ქალაქის დღეობის აღნიშვნა თავისთავად გულისხმობს უძველეს ტრადიციებთან თანაზიარობას.



დღესასწაული ყოველთვის სანახაობრივად დატვირთული და მრავალფეროვანია. დედაქალაქის მკვიდრთათვის და მისი სტუმრებისთვის თბილისი ორიოდე დღით გარდაიქმნება: კალაში თუ ისანში, მეტეხის ძირში თუ დარეჯნისეული სასახლის აივნების ქვეშ აზია და ევროპა ერთმანეთს კვლავ ხვდება, როგორც ოდესღაც გვიან შუა საუკუნეებში და თბილისსაც მხოლოდ მისთვის ჩვეული კოლორიტი და ხიბლი უბრუნდება.


თუმცა, თბილისის ახალი მერის კახი კალაძის განცხადებით, ამიერიდან დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დამკვიდრდება.

მიუხედავად იმისა, რომ წელს თბილისობის დღესასწაული თბილისში უკვე აღინიშნა, თავისი ტრადიცია არც წელს დარღვეულა და თბილისის, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №124 საჯარო სკოლის ეზოში თბილისობის სადღესასწაულო სანახაობა, დღეს, 19 ოქტომბერს, დღის 2:00 საათზე გაიმართა.


ტრადიციულად, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამავე სკოლის 1-4 კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც შუა საუკუნეების ცხოვრება გააცოცხლეს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეები სანახაობრივად წარმოგვიდგინეს. ღონისძიების მიზანი იყო სტუმრებისთვის წარმოდგენილი კუთხის სამზარეულო, კულტურა და ჩვევების გაცნობა, რაც ნორჩ მოსწავლეებს არაჩვეულებრივად გამოუვიდათ.




1. კახეთი.


კახეთი - ერთ-ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლითა და მაღალგანვითარებული ღვინის ტურიზმით. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.




ნორჩმა მოსწავლეებმა, არაჩვეულებრივად მოირგეს ამ კუთხის კულტურა და სამზარეულო, რომელიც არამარტო გაფორმებული მაკეტებით, არამედ ცეკვა-თამაშითა და სიმღერით გადმოგვცეს. "დედას პურები" თონეში, ტრადიციული მწვადი, ღვინო, თათარა და ახლად ამოვლებული ჩურჩხელები, ის, რაც კახეთისთვის დამახასიათებელია, ბავშვებმა ჩვენამდე, არაჩვეულებრივად მოიტანეს.


imageimageimageimage










2. იმერეთი.


იმერეთიდასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილია. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი და აფხაზეთი.



სტუმართმოყვარე იმერლებმა, სუფრას არ მოაკლეს იმერული ხაჭაპური, ჭადი და იმერული ყველი, კვერები, კვახი და სხვადასხვა სასუსნავი თუ სანოვაგე.


image






3. გურია.


გურიასაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული ეგრისისნაწილი. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით. გურიის ისტორიული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი.



ენაკვიმატი გურულების ანეგდოტები, ღვეზელები, კრიმანჭული და მათი კუთხისთვის დამახასიათებლი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, დღევანდელ ღონისძიებას კიდევ უფრო ლამაზ ფერებს მატებდა.


image







4. სამეგრელო.


სამეგრელო - დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი დასავლეთი საზღვარი შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება. ის, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და მდიდარი ბუნების კუთხეა.



მეგრელების სავიზიტო ბარათი - ელარჯი და ღომი, მეგრული ნანა, თბილისობის ღონისძიებას, ამ მდიდარი კუთხის სილაზათე კიდევ უფრო ამშვენებდა.


imageimage






5. ფშავ-ხევსურეთი.


ხევსურეთისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. ფშავი - ისტორიულად იგი ხევსურეთთან ერთად "ფხოვად" იწოდებოდა. უძველეს წყაროებში სწორედ "ფხოვი" გვხვდება, ფშავი და ხევსურეთი შედარებით გვიან დამკვიდრებული სახელწოდებებია.



საქართველოს ულამაზესი კუთხეების სიმდიდრეს, მთიულური ხინკალიც ამშვენებდა.


image






6. ტიფლისი. (ძველი თბილისი)


ძველი თბილისიქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილია, დაახლოებით მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რასაც 1963 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა. ძველი თბილისი მოიცავს შემდეგ უბნებს: აბანოთუბანი-ხარფუხი, კალა, ისან-ავლაბარი, სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერე, ორთაჭალა, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი. ძველ თბილისშია თავმოყრილი თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა და შესაბამისად, ტურისტული მიზიდულობის მთავარი ცენტრია.


მებადური, კნეინები, ხანუმები, კინტოები - დღევანდელ ღონისძიებაზე, ნორჩმა მოსწავლეებმა, მივიწყებული ძველი თბილისი ულამაზესად გაგვიცოცხლეს.


imageimage






7. რაჭა.


რაჭა - მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა.



რაჭული ლობიანები და ცეკვა-სიმღერა, ღონისძიებას კიდევ უფრო ამხიარულებდა.


imageimage




8. სვანეთი.


სვანეთი - საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიაული მხარეა. 3 000–5 000 მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება.


ბუნებისგან სიბრძნით დაჯილდოებულმა ადამიანებმა, წინაპრებისგან შემოხანული ადათ-წესების მიხედვით, საკუთარი სამართალი შექმენს და ცხოვრების მიზნად გაიხადეს. დღემდე ასეა, სვანეთი უძველესი ტრადიციების მატარებელი კუთხეა და დღემდე იგრძნობა სვანი კაცის პატივისცემა იმ ტრადიციებისა და ადათ-წესებისადმი, რომელიც საამაყო წინაპრებმა შემოუნახეს. ღონისძიებაზე კი სვანური კუბდარი და მათი გამორჩეული და მდიდარი სამზარეულოს სანოვაგე, საქართველოს კუთხეების კულტურის სიდიადეს, ხაზს უსვამდა.


image




შუა საუკუნეების თბილისობა- მოსწავლეების მიერ გაცოცხლებული ღონისძიება. 19. 10. 2018 წ


P.S. სტატიის ავტორი - მეამეა

8
75
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
75
  
2018, 20 ოქტომბერი, 13:24
მადლობაა.
2018, 20 ოქტომბერი, 9:38
მაკა მაგარია
2018, 19 ოქტომბერი, 23:09
მადლობა ინტერმედიას და მის კოლექტივს...
2018, 19 ოქტომბერი, 23:09
მადლობა, ბაქარ ;)
2018, 19 ოქტომბერი, 20:53
მადლობა მაკა, მაგარია
2018, 19 ოქტომბერი, 20:40
კარგია!!!
2018, 19 ოქტომბერი, 20:11
მადლობა, გუჯა, გაიხარე. ფოტოებით და სიტყვებით ვერ გადმოვეცი, როგორი ლამაზი იყო ყველაფერი, სამწუხაროდ ვიდეოები ვერ გადავიღე, მაყურებლის დარგში ვიყავი და ხილვადობა არ იყო კარგი. ძალიან ამაყი ვარ, რომ სულ სხვა კუთხის წარმომადგენელმა ბავშვებმა, შესანიშნავად მოირგეს სულ სხვა კუთხის კულტურა და ისე საოცრად გაითავისეს, რომ ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. მოვედი თუ არა, მაშინვე წერას შევუდექი.
2018, 19 ოქტომბერი, 20:07
გაიხარე მაკა, ერთიანი საქართველო მიდღეგრძელე ღმერთო!
მიმაქვს და ვაზიარებ...
0 1 8