x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რუსეთი და საქართველო ღია ცის ქვეშ "შეეჯახნენ" ერთმანეთს

image
რუსეთი და საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის გამო საფრთხეს უქმნიან ღია ცის შესახებ ხელშეკრულების არსებობას.- იტყობინება გამოცემა "კომერსანტი."

მომავალ კვირას, საერთაშორისო სადამკვირვებლო კომისიის მრჩეველები ვენაში შეხვედრისთვის ემზადებიან, რათა, 2019 წლის კვოტა განხილონ. თუმცა, ისინი შეიძლება ვერ შეთანხმდნენ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის არსებობის გამო.

ადრე მოსკოვმა აუკრძალა სხვა ქვეყნებს ათი კილომეტრის ზონაში რესპუბლიკების გვერდით ფრენა შეთანხმების თანახმად, რაც გულისხმობდა ხელშეკრულების პუნქტს, რომელიც კრძალავს იმ ქვეყნების საზღვრებთან ფრენას, რომლებიც არ შედიან საერთაშორისო სადამკვირებლო კომისიაში

იმავდროულად, საქართველო განიხილავს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს თავის ტერიტორიად და პროტესტის ნიშნად, რუსეთს აუკრძალა თავის ტერიტორიებზე ფრენა. აპრილში მოსკოვმა რესპუბლიკებთან ახლოს ფრენების აკრძალვა გააუქმა, თუმცა, თბილისი კვლავ ადანაშაულებს რუსეთს, რომ მათ სურთ გამოიყენონ საერთაშორისო სადამკვირებლო კომისიის ხელშეკრულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

0
451
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0