x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
მეორე მთვარე ჩინეთში
image
ორი წლის მერე ახალი მთვარე გაანათებს ჩინეთს. ქვეყანა 2020 წლისთვის გეგმავს სპეციალური სატელიტის გაშვებას სინათლის ამრეკლავი ეფექტებით, რომელიც დაეხმარებათ გაანათონ ღამით ქალაქები. - იუწყება China Daily.

ხელოვნური მთვარის გაგზავნა იგეგმება სიჩუანის პროვინციაში. ობიექტი განთავსდება გეოსტაციონარულ ორბიტაზე ქალაქ ჩენდუზე. თუ პირველი გაშვება წარმატებული აღმოჩნდება, მაშინ 2022 წელს კიდევ სამი ასეთი თანამგზავრი გაიგზავნება ორბიტაზე.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პირველი გაშვება ექსპერიმენტული იქნება. თუმცა, მომდევნო მთვარე უფრო მეტ კომერციულ სარგებელს მოიტანს. მათ ექნებათ სპეციალური დაფარვა, რომელთაც შეეძლებათ მზის სხივების არეკვლა დედამიწაზე, ანალოგიურად, როგორც მთვარის სინათლე. მისი განათება რვაჯერ კაშკაშა იქნება, ვიდრე ნამდვილი მთვარის. ეს იმის გამმო მოხდება, რომ სატელიტი დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 500 კილომეტრის სიმაღლეზე იქნება განთავსებული (ნამდვილი მთვარე 384 ათასი კილომეტრის დაშორებითაა). თუმცა, აღსანიშნავია, რომ სატელიტური სინათლე ჯერ კიდევ არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მთელი ღამის ცის განათება მოხდეს.

ამავდროულად, სავარაუდოა, რომ ხელოვნური მთვარე ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვას, 1.2 მილიარდი იუანის (174 მილიონი დოლარი) ქვეყნის ბიუჯეტში გადარჩენას. სატელიტი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ელექტროენერგიის გათიშვისას კატასტროფულ ზონებში, როცა ითიშება ელექტროენერგია. ხელოვნური მთვარე ხელს შეუწყობს ძიების და სამაშველო ოპერაციების ჩატარებას.


ექიმები შიშობენ, რომ ეს თანამგზავრები ადამიანებზე მოახდენენ უარყოფით ფიზიოლოგიურ გავლენას.

დღის და ღამის რეგულარული ცვლილება გაანადგურებს სხეულის მეტაბოლიზმს, ასევე იმოქმედებს ძილზეც.

შეგახსენებთ, რომ შარშან რუსულმა რაკეტსაწინააღმდეგო კორპორაციამ Energia-იის მიერ შემოთავაზებული იყო სპეციალური ორბიტალური სისტემის განხორციელება დედამიწის ზედაპირზე მზის სინათლის გასაზრდელად კოსმოსური ხომალდის გამოყენებით, რეფრექტორების და სინათლის ამრეკლავი დანადგარებით.

1990-იან წლებში რუსეთმა ექსპერიმენტების ამბიციური პროგრამა განახორციელა უამრავი სარკის განთავსებით სივრცეში, სახელწოდებით "ბანერი". ამ ობიექტებს უნდა შეხებოდათ მზის სინათლე და მისი არეკვლის მერე გაიზრდებოდა დედამიწის ზედაპირზე სიკაშკაშე. პირველი Znamya-2 ექსპერიმენტი იყო წარმატებული, მაგრამ ექსპერიმენტ "მზის სარკის" მარცხის შემდეგ" Znamen-2.5"-ის პროექტი 1999 წელს დაიხურა.







0
72
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0