x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ყვითელი ფერი: 2018 წლის შემოდგომის ჰიტი - როგორ ჩავიცვათ
image

ყვითელი ინტენსიური, ღია ფერია, რომელიც თვალში წამიერად გვხვდება. ყვითელი ფერი ისეთი ბრენდების კოლექციებში გამოჩნდა, როგორიცაა: Dior, Carolina Herrera, Valentino, Prabal Gurung და Oscar De La Renta. ყველაზე კარგია ყვითელი ფერის სოლო, როცა თავიდან ბოლომდე ამ ფერში ხართ გამოწყობილი. თუმცა ეს ძალიან თამამი ვარიანტია. ასევე ძალიან ელეგანტურია თეთრ, მეწამულსა და ვერცხლისფერთან კომბინაციაში.

image

რას შევუხამოთ


ყვითელი ფერის ყველა ფერთან კომბინაცია არ შეიძლება. პრაქტიკულად ყვითლის არც ერთ ელფერს კონკურენცია არ უყვარს. უმჯობესია, თუ შავ, ლურჯ, თეთრ, ნაცრისფერ და ვერცხლისფერებს შეუხამებთ. თუ გარდერობში ადრე მსგავსი ფერის ნივთი არ გქონდათ, იმწამსვე ამ ფერის პალტოს ან კაბის ყიდვა არ იჩქაროთ. დასაწყისისთვის ყვითელი ფერის ჩანთა ან ფეხსაცმელი შეიძინეთ. და თუ თქვენ გარდერობზე კომფორტულ გავლენას მოახდენს, უფრო ბევრი ყვითელი ფერის ნივთი თამამად შეიძინეთ.

image

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ყვითელი ფერის ტანსაცმელი განსაკუთრებით სასარგებლოა მოლაპარაკებებისა და საქმიანი შეხვედრების დროს, როცა არსებით საკითხზე ვინმესთან მოლაპარაკება გსურთ. თანამოსაუბრე ამ დროს ძირითად საკითხზე ყურადღების გამახვილებას ვერ ახერხებს. ეს ფერი კარგია ლექციების ჩასატარებლად, გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად და ნებისმიერი სხვა სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის.

ყვითელი ფერის სვიტერი

გსურთ, თქვენს გარდერობს დადებითი ენერგია შემატოთ? ყვითელი ფერი ამაში დაგეხმარებათ. ის ზაფხულთან, მზესთან, ბუნებასთან ასოცირდება, მაგრამ დღეს 2018 წლის შემოდგომის ერთ-ერთ ფერს წარმოადგენს. ყოველდღიურ გარდერობში მის გამოსაყენებლად იდეალური ვარიანტი იქნება ყვითელი ფერის სვიტრი ან კარდიგანი. შეგიძლიათ ჯინსებს შეუხამოთ. ყვითელი სვიტრი შეგიძლიათ პერანგზე გადაიცვათ, რომელიც შიგნიდან მოდურად ჩამოშვებული იქნება.

imageimageimageimageimageimage

ყვითელი კაბა ან ქვედაბოლო

ქალური სტილის შესაქმნელად აირჩიეთ კაბა ან ქვედაბოლო მდოგვის ან ლიმონის ფერში. ისინი ამ სეზონზე აქტუალურია. ქვედაბოლოს თბილი სვიტერი შეურჩიეთ, სასურველია შავი ან ნაცრისფერი. ცივ ამინდში შეგიძლიათ შავი გაუმჭვირვალე კოლჰოტი ჩაიცვათ, რომელიც ასევე მოდაშია.

imageimageimageimage

ზედა მოსაცმელი ტანსაცმელი

შემოდგომაზე ქუჩაში ხშირად ნაცრისფერ ან მუქი ფერის ქურთუკებში გამოწყობილ ადამიანებს ვხვდებით. ამ სეზონზე დროა, შევიცვალოთ. პალტო, ქურთუკი, ჟაკეტი - აირჩიეთ თქვენი სურვილის მიხედვით. ყვითელი ფერის ქურთუკს ან პალტოს კლასიკურ სტილთან ადვილად შეახამებთ - თეთრი პერანგი, შავი შარვალი, პიჯაკი.

imageimageimageimageimage

ყვითელი ფერის აქსესუარი

ყვითელი ფერის შეგიძლიათ მხოლოდ აქცენტი გააკეთოთ. ეს შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც ღია ფერები დიდად არ უყვარს. ყვითელი ფერის აქსესუარი სტილს გააცოცხლებს, ამასთან უსაფრთხო ზომიერებას დაიცავს. ამიტომ ყვითელი ფერის ფეხსაცმელი, ბოტასები, ჩანთა ან თბილი შარფი შეგიძლიათ თამამად შეარჩიოთ.

imageimageimage


0
567
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0