x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
რა მოსდის ჩვენს სხეულს 40 წლის შემდეგ და რატომაა მნიშვნელოვანი ამის ცოდნა
image


გავრცელებულ შიშებს შორის სიბერის შიში ის შიშია, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს. ფსიქოლოგები კი გვამშვიდებენ და გვარწმუნებენ, რომ სიბერის შიში ნორმალურია, მთავარია თავს შთავაგონოთ, რომ ყველა ასაკს თავისი მინუსები და პლიუსები აქვს. ამ სტატიაში გაგაცნობთ, თუ რა მოსდის სხეულს როცა 40 წელს ვუახლოვდებით.


1. თმები თხელდება

imageგამელოტების პრობლემა ძირითადად მამაკაცებს ეხებათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს პრობლემა მანამდეც აწუხებთ, მამაკაცთა 53% გამელოტებას სწორედ 40 წლის შემდეგ იწყებს. ქალებს თმა ასე ინტენსიურად არ სცვივათ, მაგრამ 40 წლისთვის მათი თმაც გათხელებას იწყებს. ამ პრობლემას თავისი მეორე მხარეც აქვს. თმები კიდურებზე, სხეულსა თუ სხვა არასასურველ ადგილას უფრო მეჩხერი ხდება.



იმისთვის, რომ თმის ინტენსიური ცვენა ავიცილოთ თავიდან, მიმართეთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს: შეიმოკლეთ, გაიკეთეთ მკვებავი ნიღბები და იშვიათად იხმარეთ ფენი. გაამდიდრეთ საკვები რაციონი და მეტი ვიტამინი მიიღეთ. ეწვიეთ ტრიქოლოგს. ექიმი ცვენის ზუსტ მიზეზს დაადგენს და პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.



2. უფრო ადვილია იყო კარგი მშობელი


40 წლისთვის მამაკაცებსაც და ქალებსაც მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. უფრო ადვილად უმკლავდებიან სირთულეებს და იციან როგორ იმოქმედონ გაუთვალისწინებელ სიტუაციებში. ასეთ პარტნიორებს უფრო მეტი შანსი აქვთ კარგი მშობლები იყონ. ამასთან, ფინანსური მდგომარეობაც, როგორც წესი, 40 წლისთვის უფრო მყარი და სტაბილურია, ვიდრე 20 წლის ასაკში, რაც ნიშნავს, რომ ასეთ მშობლებს შეუძლიათ უფრო მეტი მისცენ თავის შვილს.


თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს. ამ ასაკში ქალებს უფრო უჭირთ დაფეხმძიმება და ბავშვის გაჩენა. თუმცა, მეცნიერება დღითიდღე ვითარდება და პრაქტიკულად დღესაც, ექიმებისთვის სირთულეს აღარ წარმოადგენს ქალისა თუ მამაკაცის რეპროდუქტიული პრობლემების მოგვარება.



3.შესაძლოა განვითარდეს ლაქტოზის აუტანლობა


imageზოგიერთ ადამიანს რძის პროდუქტების ათვისება ბავშვობიდანვე უჭირს. სხვები ამ პრობლემას ასაკის მატებასთან ერთად სძლევენ ხოლმე. ყველაზე ხშირად, ეს პრობლემა თავს იჩენს ხოლმე 40 წლის აფროამერიკელ და აზიელ ქალებში.ფერმენტ ლაქტაზის დონე, რომელიც ლაქტოზის შეთვისებას უწყობს ხელს, ამ ასაკში მცირდება. შედეგად, რძის პროდუქტები ნაწლავების პრობლემებს იწვევენ.


თუ ასეთმა პრობლემამ შეგაწუხათ, ჩართეთ რაციონში ულაქტოზო რძე და მიიღეთ პრებიოტიკები.



4. კბილები ნაკლებად მგრძნობიარენი ხდებიან


თუ ახალგაზრდობაში კბილების მომატებული მგრძნობელობა გაწუხებდათ, ასაკთან ერთად ეს პრობლემა შესაძლოა თავისით მოგვარდეს. ეს იმის გამოა, რომ ასაკის მატებასთან ერთად დენტინი, რომელიც კბილის ძირითად ნაწილს შეადგენს, უფრო სქელდება და ამის ხარჯზე მგრძნობელობაც იკლებს. თუმცა, ამის გამო, შესაძლოა კბილის პრობლემაც გამოგეპაროთ, ამიტომ სტომატოლოგთან ვიზიტზე უარი არ თქვათ.



5. სიმაღლე იკლებს


უკვე 30 წლის შემდეგ ადამიანების სიმაღლე თანდათან იკლებს. 40 წლისთვის კი ეს უკვე შეგიძლიათ თვალითაც შეამჩნიოთ. მონაცემების თანახმად, მამაკაცები 30-დან 70 წლამდე 2, 5 სმ-ს კარგავენ, იმავე ასკობრივ შუალედში კი ქალების სიმაღლე 5 სმ-მდე მცირდება.



6. ნელდება მეტაბოლიზმი


image

თუ 40 წლისა ისევ ისე იკვებებით, როგორც 20 წლის ასაკში, წონაში მალე მოიმატებთ. საქმე ისაა, რომ ამ ასაკში მეტაბოლიზმი ნელდება და კუნთოვანი მასა მალე ქრება. ექიმი ქეთრინ ბოლინგი ამბობს, რომ 40-55 წლებში ქალი საშუალოდ 6 კგ -ს იმატებს.


იმისთვის, რომ წონაში მატება თავიდან ავიცილოთ, სწორად კვებას და სპორტს უნდა მივაქციოთ ყურადღება. სამწუხაროდ, ფიგურის შენარჩუნება ძალისხმევას მოითხოვს.



7. ხდებით უფრო სიმპათიური და თავდაჯერებული


ფსიქოლოგები ამბობენ, რომ 40 წლის ასაკში ქალი გაცილებით კმაყოფილია საკუთარი თავით და უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე 20 წლის ასაკში. სწორედ ამ თვისებების გამო, ისინი აღარ ნერვიულობენ წვრილმანებზე, არ აქვთ ურთიერთობა ტოქსიკურ ადამიანებთან და გაცილებით ბედნიერები და ფინანსურადაც დამოუკიდებლები არიან.


ამ ასაკში საკუთარი თავის და გარემომცველი წრის მასშტაბური გადაფასება ხდება. სწორედ ამიტომ, ქალებიც და მამაკაცებიც არამარტო საკუთარ, სხვების თვალშიც უფრო მიმზიდველები და სიმპათიურები ჩანან.



8. შესაძლოა მხედველობა ან სმენა გაუარესდეს


imageყველაზე ხშირად, 40 წლისთვის, ადამიანებს შორსმხედველობა უვითარდებათ. შესაძლოა მხედველობის სხვა დარღვევებმაც იჩინონ თავი. როგორც წესი, ამ ასაკში უფრო მეტი სინათლე გჭირდებათ კითხვისთვის, ზოგიერთი ფერი კი თითქოს სხვანაირად გამოიყურება. 40 წლისთვის შესაძლოა თვალის სიმშრალემაც იჩინოს თავი.


ამ ასაკში სმენაც ქვეითდება, რაც შიდა ყურში მიმდინარე ცვლილებებთანაა დაკავშირებული. იმისთვის, რომ დროულად აღმოვაჩინოთ ეს პრობლემები და პროცესი არ გართულდეს, საჭიროა დროულად მიიღოთ ზომები და შესაბამის ექიმს ესტუმროთ.



9. იშვიათად გაცივდებით


იმ დროისთვის, სანამ ადამიანები 40 წელს მიაღწევენ, მათ უამრავჯერ მოუწევთ გაციების გადატანა. საბოლოოდ, მათ მყარი იმუნიტეტი ჩამოუყალიბდებათ და ნაკლებად იავადმყოფებენ.


ეს, რათქმაუნდა, შესანიშნავი ბონუსია, რომელიც ასაკის მატებას ახლავს თან.



10. გემოს რეცეპტორები შეცოტავდება


imageდაბადებიდან ადამიანს დაახლოებით 9000 გემოს რეცეპტორი აქვს.ასაკის მატებასთან ერთად მათი რიცხვი იკლებს. შესაბამისად, საბაზისო გემოებიც იცვლება. ქალებში ეს ცვლილება უფრო ადრე იწყება, ვიდრე მამაკაცებში.


ეს, სამწუხაროდ, შეუქცევადი პროცესია, მაგრამ იმას როდი ნიშნავს, რომ საკვების გემოს ვეღარ იგრძნობთ. უბრალოდ, ის ისეთი მკვეთრად გამოხატული აღარ იქნება, როგორც ადრე.



0
659
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
659
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0