x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
სტაჟირება შესაძლოა, სამუშაო გამოცდილებად ჩაგეთვალოთ
image

დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიისწრაფვის პროფესიული განვითარებისკენ. სტაჟირება კი პრაქტიკული გამოცდილების მიღების კარგი საშუალებაა. სამწუხაროდ, სტაჟირება საქართველოში დასაქმების გარანტიას არ წარმოადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივით, შესაძლოა სტაჟირების ინსტიტუტი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს. უფრო მეტიც, სტაჟიორებს უფლება მიეცემათ, დამსაქმებელთან სამართლებრივი დავა წამოიწყონ. ასე რომ, თუ ცვლილებები ამოქმედდა, სტაჟირება ჩვეულებრივ სამუშაო სტაჟად ჩაგეთვლებათ.

.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ სტაჟირების ინსტიტუტი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს, ხოლო სტაჟირების გავლა სამუშაო გამოცდილებად ჩაითვალოს. ლევან გოგიჩაიშვილმა “აიპრესსთან” საუბრისას განაცხადა, რომ ის სთავაზობს სახელმწიფოს, შექმნას ისეთი სისტემა და პროგრამები, რომელიც მისცემს ადამიანებს იმის განცდას, რომ მათი შრომა არ იქნება ექსპლოატირებული.


.

-კანონპროექტი, რომლის განხილვაც მიდის პარლამენტში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ყოველდღიურობაში არსებობს ცნება“სტაჟრება“, რომელიც არის ადამიანის მხრიდან გარკვეული დროის და შრომის დახარჯვა. ჩვენ დღეს გვყავს სტაჟიორები სხვადასხვა უწყებაში, მაგრამ რეალურად საკითხავია, რას ნიშნავს სტაჟიორი, რას იღებს ამ სტაჟირების შედეგად? დღევანდელი მოცემულობით, მას არაფერი არ რჩება ხელში, რაც ვფიქრობ, დისკრიმინაციული რეალობაა. დღეს ადამიანები შრომობენ, დროს ხარჯავენ და ბოლოს არავინ უფასებთ მათ ამ შრომას, მათ ეს ყველაფერი სამუშაო გამოცდილებაში არ ეწერებათ. თუ ჩვენ ამ მიმართლებით არ შევქმნით საკანონმდებლო ბაზას, რომელიც სტაჟიორს შეუქმნის იმის გარანტიას, რომ მინიმუმ ეს მათ არ ჩაეთვლებათ სამუშაო გამოცდილებად, მოვუწოდებ, რომ საერთოდ დაანებონ თავი სტაჟირებას, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში ხდება სხვა ადამიანის მიერ მათი შრომის ბოროტად გამოყენება.სტაჟირება დღეს ხშირ შემთხვევაში არის სხვისი შრომის ბოროტად გამოყენება!

.

სტაჟირების ინსტიტუტის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევის შესახებ იურიდიული კომიტეტი გავიარეთ, მაგრამ ეს არაა წამყვანი, საპროცესო კომიტეტია მნიშვნელოვანი, ამიტომ მთავარი განხილვები იქ გადავა. კერძოდ, არსებობს ბიურო, რომელიც საჯარო მომსახურებებს და სისტემას უწევს კურატორობას. მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც იღებენ აქტიურ მონაწილეობას აღნიშნული კანონმდებლობების შემუშავებაზე, ისინი განიხილავენ საჯარო სამსახურს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. რაღაც საკითხებზე ჩვენ ვერ ვთანხმდებით, ისინი ვერ ხედავენ სტაჟირებაში პრობლემას, ან არ უნდათ, რომ დაინახონ. მე მგონია, რომ ეს პრობლემა დგას, “ - აცხადებს გოგოჩაიშვილი.

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0