x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხალხური მედიცინა: ბროწეულის "ქერქის" ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს

ბროწეულის ''ქერქის'' ჩაი


image



ბროწეული იმაზე მეტად სასარგებლოა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ბროწეული მდიდარია ისეთი ვიტამინებით, როგორიცაა A, C, E, B1, B2, PP. ასევე, აუცილებელი ელემენტებით: რკინით, იოდით, კალციუმით, კალიუმითა და სილიციუმით. მისი წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. მას უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალო დანიშნულებით და, როგორც ცნობილია, ჰიპოკრატე მას კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ იყენებდა.

როგორ მოვამზადოთ ბროწეულის ქერქის ჩაი?

სხვადასხვა ანთებითი პროცესის დროს, ბროწეულის ქერქის ნახარში ყველაზე ეფექტური საშუალებაა: ''2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბროწეულის ქერქს უნდა დაუმატოთ 1 ჭიქა ცხელი წყალი და წყლის ორთქლზე 30 წუთი ადუღოთ. გადაწურეთ და დაუმატეთ ადუღებული წყალი იმდენი, რომ საწყისი მოცულობა მიიღოთ. მიიღეთ 50 გრამი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე''

ჩაი: 12-15 გრამ ბროწეულის მშრალ კანს უნდა დაასხათ 250 გრამი ადუღებული წყალი. ვაჩერებთ 25 წუთი და შემდეგ ვსვამთ ერთ ჭიქას, 2-3 საათის შემდეგ მეორე ჭიქას




ბროწეულის ''ქერქის'' ჩაის სასარგებლო თვისებები:

1) ამაღლებს იმუნიტეტს.
2)კურნავს კუჭ-ნაწლავის დაავადებებს.
3)გიცავთ გულის დაავადებებისაგან.
4) გიხსნით გაცივებისა და გრიპისგან.
5) თავიდან აგაცილებთ ავთვისებიან დაავადებებს.
6) გიხსნით ოსტეოპოროზისაგან.
7) მართავს გლუკოზის დონეს.

8) არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.
9) ხელს უშლის ანემიის განვითარებას და რკინის დონის კლებას.

10) აჯანსაღებს კბილებს და ღრძილებს.

0
3481
3-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
3481
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0