x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
როგორ გავუფრთხილდეთ გულს

image

  • ერთი ჭიქა წითელი ღვინო
    დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო ადამიანს ინფარქტისგან იცავს.ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას ასევე გიმაღლებთ განწყობილებას და სხეულს მოდუნების საშუალებას აძლევს.3ჭიქაც არ იქნება ურიგო, ეს დამოკიდებულია ინდივიდის სხეულზე.
  • ფეხით სიარული 30წუთი-სასურველია დაძინებამდე 2-3საათით ადრე ისეირნოთ, ეს კარგია სისხლის-მიმოქცევისთვის, ყველა კუნთისთვის და რა თქმა უნდა გულისთვის, ასევე სეირნობის შემდეგ კარგად დაგეძინებათ.
  • თევზი
    თუ კვირაში ოთხ ნაჭერ თევზს მიირთმევთ, საშუალოდ 44%-ით შეამცირებთ მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. ეს დასკვნა სამედიცინო ექსპერიმენტის შთამბეჭდავ შედეგებს ეყრდნობა - ექიმები 30 წელი აკვირდებოდნენ ორი ათასი მოხალისის ჯანმრთელობას. აღსანიშნავია აგრეთვე “გრენლანდიური ფენომენიც” - ზღვისპირა ქვეყნების მკვიდრ მოსახლეობას ხომ პრაქტიკულად არ აწუხებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

  • ხუთი კაკალი დღეში უდრის კიდევ 7 წლის სიცოცხლეს
    დღეში ხუთი კაკალი სიცოცხლეს შვიდი წლით ახანგრძლივებს. ამას ამტკიცებს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ჰარი ფრეზერი. მისი გამოკვლევების თანახმად, ნიგოზში უხვადაა ნივთიერებები, რომლებიც გულსა და სისხლძარღვებს ქოლესტერინის მავნე ზემოქმედებისგან იცავს.


  • კიბის ექვსი საფეხური
    გულის კატასტროფის ალბათობა 3-ჯერ მცირდება, თუ ადამიანი ყოველ დილა-საღამოს აივლის და ჩაივლის კიბეს.კიბეზე რეგულარული ასვლა-ჩასვლა ხელს უწყობს ვენური სისხლის გადატუმბვას, რაც მიოკარდიუმის მუშაობას აუმჯობესებს.


  • ბანანი პულსის ნორმალიზებისათვის
    პულსი, რომ არაფერი ვთქვათ სტრესსა და ძლიერ ემოციაზე, უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი ჩქარდება. ამ დროს სასურველია ბანანით პირის ჩატკბარუნება. ბანანი ნერვულ სისტემას ენერგიით ამარაგებს, აღადგენს ორგანიზმში კალიუმის ბალანსს, ხელს უწყობს გულის კუნთში ცილოვანი ნაერთების შენარჩუნებას და მწყობრში აყენებს მაჯისცემას.
  • ყოველ დილა-საღამოს სიმღერა თურმე ძალიან სასარგებლოა გულისათვის. სტატისტიკის თანახმად, ოპერის მომღერლები სხვა პროფესიის წარმომადგენლებზე გაცილებით მეტხანს ცოცხლობენ. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი მღერის, აქტიურდება არა მხოლოდ მისი სახმო აპარატი, არამედ სისხლის მიმოქცევაც მცირე წრეში. ეს აძლიერებს აირთა ცვლას და უზრუნველყოფს ჟანგბადის ინტენსიურ მიწოდებას არა მხოლოდ გულის კუნთისთვის, არამედ ორგანიზმის სხვა ორგანოებისა და ქსოვილებისთვისაც.
  • სირბილი სირბილი და სირბილი-სირბილი არამხოლოდ გულისთვის ყველაფრისთვის სასარგებლოა, უბრალოდ სასწაული.15წუთიანი ნელ ტემპში სირბილიც კი გამოიმუშავებს ბედნიერების ჰორმონს, მოგცემთ მეტ თავდაჯერებულობას, დაამარცხებს სტრესს და ა.შ.









  • 1
    90
    1-ს მოსწონს
    ავტორი:პროფესორი
    პროფესორი
    90
      
    2018, 26 სექტემბერი, 18:37
    საინტერესო სტატიაა
    0 1 1