x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საბჭოთა კავშირის პერიოდში ავღანეთში ნაბრძოლი სოხუმელი სნაიპერის ისტორია, რომელიც გუშინ შემთხვევით გავიცანით

image გუშინ ჩვენი დაცვის "ობიექტმა" მოისურვა ანაკლიიდან განმუხურში წავსულიყავით და დაეთვალიერებინა ის ადგილები, სადაც ბატონი ივანიშვილი ახალი ბოტანიკური ბაღის აშენებას აპირებს.
ადგილი არცთუ მცირეა და განლაგებითაც ტერიტორიულად ისეთ ადგილზეა, აუცილებლად გახდება საინტერესო ტურისტული თვალსაზრისითაც.
უფროსმა ადგილის დათვალიერების მერე განაცხადა: "რეგიონს ანაკლიის პორტი და განმუხურის ბოტანიკური ბაღი, ძალიან დიდ შემოსავალს მოუტანსო".
ანაკლიისაკენ მობრუნებულები კი განმუხურში მდებარე რესტორანში დაგვპატიჟა, ისეთი დრო იყო რესტორანში ხალვათობა იყო და კუთხესთან მდგომი მაგიდა ავირჩიეთ, მენიუდან შეკვეთაც მივეცით ოფიციანტს და სწორედ ამ დროს რესტორანში შემოსულმა მამაკაცმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება. გარეგნულად ჩვეულებრივი აღნაგობის იყო, სამაგიეროდ მოძრაობაშივე იკითხებოდა, რომ სერიოზულად ნავარჯიშევი სხეული იმალებოდა ტანსაცმლის ქვეშ.
დაცვის სამსახური ნებისმიერ შემთხვევას მზად უნდა შეხვდეს და მამაკაცმაც უმალვე მიიქცია ჩვენი ყურადღება.
მამაკაცმა საერთო სალამი თქვა და ჩვენგან ორიოდე მეტრით დაშორებულ მაგიდას მიუჯდა სახით ჩვენსკენ.
მამაკაცი ასე 50-52 წლის იქნებოდა ასაკით, შავი მაისური და შავი ჯინსის შარვალი ეცვა, მისულ მიმტანს შეკვეთა მისცა და ორივე ხელით მაგიდას დაეყრდნო, თვალები კი ერთ წერტილზე ჰქონდა მიპყრობილი.
მის თვალებში საოცარ ტკივილს და ნაღველს ამოიკითხავდა ადამიანი.
ამასობაში ჩვენს მიერ მოტანილი სადილიც მოიტანეს და უხმოდ დავიწყეთ სადილობა, თუმცა უცხო მამაკაცს თვალს არ ვაშორებდი, მალე მასაც მოუტანეს მშრალად მოხარშული საქონლის ხორცი და ღვინო. გაგვიკვირდა, იშვიათად შეხვდებით რესტორანში ადამიანს, რომელიც მარტო სვამს.
მთელი ბოთლი ისე სწრაფად გამოცალა არც კი მიკარებია საჭმელს. ჩვენი დაცვის "ობიექტმა" გვთხოვა მისთვის ღვინო გაგვეგზავნა. მოსულ მიმტანს ვთხოვეთ უცნობი მამაკაცისათვის ღვინო მიეტანათ, მიმტანმა სწრაფად შეასრულა დაკვეთა და მამაკაცს ღვინო წინ დაუდგა, თან წყნარად უთხრა იმ მაგიდიდან გამოგიგზავნესო! მამაკაცი სწრაფად წამოდგა, რამაც ცოტა არ იყოს დაგვძაბა, მამაკაცი ჩვენი მაგიდისკენ გამოემართა და ახლოს მოსულმა იკითხა: "რით დავიმსახურე თქვენი ყურადღება უცნობს ღვინოს, რომ მიგზავნით! იქნებ ლოთი გგონივართ და ღვინის გამოგზავნით, საწყალი ლოთის "მადლი მოისხით არა"!?
ეს სიტყვები წყნარად და მშვიდად კი თქვა, მაგრამ თვალები! თვალები ვერ მალავდა მის გულისწყრომას.
ეს საერთოდ არ გვიფიქრია, უბრალოდ ეს ბევრჯერ გამიკეთებია საქართველოში, იქ სადაც ვცხოვრობ ამას არ ვაკეთებ, რადგან უცხოელი წმინდა ქართულ ფენომენს ვერასოდეს ვერ გაიგებს, უბასუხა ჩვენმა უფროსმა.
მამაკაცს თვალები გაუნათდა, თითქოს გაეღიმა, მაგრამ ამ ღიმილშიც საოცარი ტკივილი იგრძნობოდა. შეიძლება შემოგიერთდეთ? მორიდებით იკითხა, რაზეც თანხმობა მიიღო და ჩვენთან ერთად მიუჯდა სუფრას. უფროსმა მიმტანი მოიხმო და ახალი თეფშის და სასმელის მოტანა სთხოვა.
მიმტანმაც სწრაფად მოიტანა ყველაფერი. მამაკაცმა, რომელიც ჰ. ვ-დ გაგვეცნო სიტყვაძუნწი აღმოჩნდა, მაგრამ სასმელმა მაინც თავისი ჰქნა და ნელნელა საუბარიც დაიწყო. როგორც აღმოჩნდა სოხუმელი იყო წარმოშობით, მამა ცნობილი ინჟინერი დედა, კი ასევე ცნობილი ექიმი პედიატრი ყოფილა.
ოჯახში უფროსი შვილი განებივრებული ყავდათ და მამას ბავშვობიდანვე დაჰყავდა მისი სიტყვებით სანადიროდ, მალე ისე აუთვისებია სროლა უფროსი თაობის ადამიანებსაც დაჰყავდათ სოხუმიდან კინდღში მწყერზე და ღალღაზე სანადიროდ.
სკოლის დამთავრებისთანავე სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში ჩარიცხულა, საიდანაც პირველი კურსის დამთავრებისთანავე ჯარში გაუწვევიათ, რიაზანის ოლქში მოტომსროლელთა პოლკში მოხვედრილა, სადაც პოლიგონზე ავტომატიდან სროლაში ისეთი შედეგი დაუდია მალევე გადაუყვანიათ სპეციალური დანიშნულების დანაყოფში.
ჰ.მ-ს თქმით სამი თვე ამზადებდნენ სხვებთან ერთად სნაიპერად, მომზადების ყველა საფეხური ისე შედეგიანად გაიარა, რომ მალევე გადაუყვანიათ ტაჯიკეთში, სადაც ისევ სამი თვე გადიოდა მომზადების კურსს რამდენიმე მებრძოლთან ერთად.
ექვსი თვის მომზადების მერე კი ავღანეთში ისე გადაუყვანიათ ის და მისი თანამომსახურეები არც კი ცოდნიათ თუ სად მიჰყავდათ.
"ავღანეთში ღამით ჩავფრინდით და იმ ღამეს ქაბულში დაგვტოვეს მეორე დღეს ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში გადაგვიყვანეს სამხედრო ვერტმფრენებით და სხვადასხვა დანაყოფში განგვაწესეს, მე კი მედესანტეების ერთერთ სპეცრაზმში მოვხვდი. მეორე დღეს მოხდა ჩემი საბრძოლო ნათლობაც, მედესანტეების სპეცრაზმმა საბრძოლო პოზიციები დაიკავა უღელტეხილზე, სადაც დაზვერვის ინფორმაციით მოჯაჰედებს უნდა გამოევლოთ იარაღით და საბრძოლო მასალით დატვირთული ცხენებით და სახედრებით.
ჩასაფრებიდან 2 საათში მართლაც გამოჩნდა ქარავანი, რომელსაც ცხენზე ამხედრებული იარაღში"ჩამჯდარი" მამაკაცი მოუძღოდა.
მე მიბრძანეს მემოქმედა და პირველად წინამძღოლის ლიკვიდაცია მომეხდინა, მამაკაცი სნაიპერული შაშხანის ოპტიკურ სამიზნეში "ჩავსვი", მაგრამ გასროლა გამიჭირდა, რადგან ერთია პოლიგონზე უძრავი თუ მოძრავი სამიზნისთვის სროლა და მეორეა ცოცხალი სამიზნისათვის სროლა.
ჯგუფის მეთაურმა უკვე გაბრაზებული ხმით მიბრძანა დავალების შესრულება.
აღელვებისაგან გული ყელში მქონდა მობჯენილი, მაგრამ ბრძანება, რომ არ შემესრულებინა აუცილებლად სამხედრო ტრიბუნალს გადამცემდნენ და გავისროლე, მამაკაცი ცხენიდან ჩამოვარდა. ჩემს გასროლას მოჯაჰედების მხრიდან ცეცხლის გახსნა მოჰყვა, თუმცა სროლაზე ეტყობოდათ ვერ ხვდებოდნენ საიდან მოხდა გასროლა. მეთაურმა მიბრძანა ყუმბარმტყორცნიანი მოჯაჰედების ლიკვიდირება დამეწყო.
მიყოლებით "დავაწვინე" 8 მოჯაჰედი, ჯგუფი იერიშზე გადავიდა, მე კი ისე შევედი აზარტში მიყოლებით "ვაწვენდი" მოჯაჰედებს. ნახევარი საათი არ იყო გასული და ავღანელების მთელი ჯგუფი განადგურებული იყო.
გამოძახებულმა ვერტმფრენებმა მოჯაჰედების მთელი აღჭურვილობა და და მთელი ჯგუფი ბაზაზე გადაგვიყვანა.
წელიწადი და ოთხი თვე დავყავი ავღანეთში, საბჭოთა კონტიგენტის გამოყვანამდე და დღე არ გასულა თითქმის, ჩემი შაშხანის ტყვიას მოჯაჰედი არ შეწირვოდა.
რამდენიმე მედალი, ფულადი პრემია თუ სიგელი მივიღე ამ პერიოდში.
საბჭოთა ჯარების სარდალმა ავღანეთში გენერალმა გრომოვმა საკუთარი ხელით გამიკეთა "ავღანკაზე" მედალი მამაცობისათვის.
ჯარიდან დაბრუნებული სახლში მისვლიდან მეორე დღეს კომისარიატში გამოვცხადდი, კომისართან შესვლისას ვუპატაკე ჩემი ვინაობა. კომისარი ფეხზე წამოდგა, მოვიდა მომესალმა და გულთბილად მითხრა, არ ვიცი რა გააკეთე ავღანეთში, მაგრამ აქ, შენს სკოლაში და შენს მშობლებთან რამდენიმეჯერ მოვიდა მადლობის სიგელი.
იმავე დღეს ჩვენს ოჯახში სუფრა გაიშალა და ნათესავებმა, მეზობლებმა და ახლობლებმა ქეიფით აღნიშნეს ჩემი შინ მშვიდობით დაბრუნება.
ერთი წლით აკადემიური ავიღე და მხოლოდ მეორე წელს გავაგრძელე ინსტიტუტში სწავლა, ხშირად მეკითხებოდნენ თანაკურსელები თუ რას ვაკეთებდი ავღანეთში, არ მსიამოვნებდა ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა და ყოველთვის თავს ვარიდებდი პასუხს.
ამის გამო ჯგუფელებმა ზედმეტსახელად "მდუმარე" შემარქვეს და სიმართლე გითხრათ მეც საკუთარი სახელივით შევეთვისე ამ სახელს.
ბოლო კურსზე ვიყავი, როცა დავოჯახდი და სოხუმელ გოგოზე დავქორწინდი, ქორწილიდან რამდენიმე თვეში კი აფხაზეთში ომიც დაიწყო.
მშობლები და მეუღლე სამშვიდობოს გავიყვანე, მე კი სახლში დავრჩი. ძმა ისედაც არ იყო საქართველოში, ესტონეთში სწავლობდა ერთერთ უმაღლეს სასწავლებელში.
სოხუმის ბრიგადის ჩამოყალიბების პირველივე დღიდან, ბრიგადის ერთერთი ბატალიონის სნაიპერი გავხდი, ავღანურმა გამოცდილებამ ბევრი რამ შემძინა-ეს იქნებოდა სხვადასხვა რელიეფზე თავი შემენიღბა და გასროლისას თავი არ გამეცა და მოწინააღმდეგის სამიზნე არ გავმხვდარიყავი.
მალევე სახელი გავითქვი, როგორც ერთერთმა ყველაზე შედეგიანმა სნაიპერმა.
მალე მამაც დაბრუნდა სოხუმში და ისიც მებრძოლთა რიგებში ჩადგა.
დაგომისის ხელშეკრულებამ ქართული ჯარის განიარაღება გამოიწვია არტილერიის და მძიმე ტექნიკის მხრივ.
ცეცხლიც შეწყდა და ნელნელა სოხუმში მოსახლეობამ დაბრუნება დაიწყო, დედა და ჩემი მეუღლეც ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად დაბრუნდნენ.
სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ჩრდილოეთ კავკასიელების ბანდ ფორმირებებთან ერთად საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს, განიარაღებულ ქართულ დანაყოფებს ძალიან გაუჭირდათ მოძალებული, კბილებამდე შეიარაღებული მოწინააღმდეგის შეკავება.
ნელა, მაგრამ მაინც უკან ვიხევდით გააფთრებული ბრძოლებით, ზედიზედ იკარგებოდა სტრატეგიული სიმაღლეები, სოფლები სოხუმის შემოგარენში.
საბრძოლო მასალის ნაკლებობამაც მალე იჩინდა თავი, მამას ვთხოვე დედის და ორსული მეუღლის გაყვანა სოხუმიდან.
მამას კი ძმისშვილისთვის უთხოვია. მისი მცდელობის მიუხედავად მან ვერ შესძლო ვერც თვითმფრინავში აეყვანა ისინი და ვერც გემით გაამგზავრა სამშვიდობოს.
მე არ ვიცოდი, რომ სოხუმის დაცემის დღეს მამა სოხუმის რკინიგზის სადგურთან მომხდურებს შეაკვდა ხოლო დედა და ჩემი ორსული მეუღლე მეზობელმა წაიყვანა მაჭარის გავლით, წებელდის გზით კოდორის ხეობისაკენ.
სოხუმის დაცემის დღესაც რამდენიმე აფხაზი და ჩრდილოეთკავკასიელი მებრძოლი შეეწირა ჩემს ტყვიებს, მაგრამ იძულებული გავხდით სოხუმი დაგვეტოვებინა.
უკრაინულმა სამხედრო გემმა აგუძერადან ფოთის მიმართულებით გადაგვიყვანა.
მე მეგონა მამას დედა და ჩემი მეუღლე სამშვიდობოს ჰყავდა გაყვანილი, სამი დღე უშედეგოდ ვეძებე ჩემები, მეოთხე დღეს სვანეთში ავედი და იქ გავიგე საშინელი ამბავი დედა და ჩემი მეუღლე საკენში სწორედ იმ ვერტმფრენში ასულან, რომელიც აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა, რადგან გადატვირთულმა ვერტმფრენმა ვერ შესძლო სიმაღლის აღება და კლდეს დაეჯახა.
იქ დამთავრდა ჩემი ცხოვრება, დედის ნაშთი ყელზე ნაიარევით ვიცანი, ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის მერე, რომ დარჩა. მეუღლეს კი ხელზე დედაჩემის ნაჩუქარი ბეჭედი შერჩენოდა. ჩამოვასვენე ორივეს ცხედარი და ორ საფლავში დედა და მეუღლე დავასაფლავე დაუბადებელ შვილთან ერთად.
რამდენიმე დღეში კი მამის დაღუპვაც შევიტყვე, რამაც საბოლოოდ გამტეხა.
ხან სად ვათენებდი ღამეს და ხან სად.
სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, რამდენიმეჯერ მთხოვეს სოხუმელმა ახლობლებმა პრეზიდენტ გამსახურდიას გვარდიას შევერთებოდი, მაგრამ დაფიცებული მქონდა ქართველის წინააღმდეგ არასოდეს გამომეყენებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილება.
ცხოვრება არ მინდოდა, ერთი პირობა გადავწყვიტე ამეღო შორეული ნათესავის ოჯახში დატოვებული სნაიპერული შაშხანა, გადავსულიყავი გალის რაიონში, ბოლო ტყვიამდე მესროლა სეპარატისტებისათვის და ზედ შევკვდომოდი მტრებს.
ამაში ისევ შემთხვევით ნანახმა სოხუმელმა მეგობრებმა შემიშალესხ ხელი.
ვერაფერს დავუდე გული, მანამ ვერ მოვისვენე ვიდრე წითელი ჯვრის დახმარებით მამა არ გადმოვასვენებინე და დედის და მეუღლის ნაშთების გვერდით არ დავასაფლავე ზუგდიდში.
დავრჩი ასე მარტოდმარტო, უსახლკაროდ, უფულოდ და ეულად. სულ მქონდა იმედი ისევ მოგვიწევდა ბრძოლით საკუთარი სახლების დაბრუნება, დრო გადიოდა, მაგრამ როცა დავინახე საქმეს სასიკეთო პირი არ უჩანდა ძველ "პროფესიას" დავუბრუნდი, სნაიპერული შაშხანა ავიღე, ფორმა ჩავიცვი და ერთერთ პარტიზანულ დაჯგუფებას შევუერთდი.
მალე კონფლიქტი მომივიდა ერთ მაღალჩინოსანთან ძალოვანი უწყებიდან, რის გამოც ღამის 3 საათზე დამესხნენ თავს, შემეძლო მთელი ჯგუფი "დამეშოშმინებინა", მაგრამ ეს არ გავაკეთე.
დამაკავეს და სნაიპერული შაშხანის, პისტოლეტის და რამდენიმე ხელყუმბარის ქონის გამო 7 წელი მომისაჯეს.
ზუგდიდის ციხიდან თბილისში გადამიყვანეს, საკნიდან საკანში მატარებდნენ (ალბათ იმ მაღალჩინოსნის ბრძანებით, საბოლოოდ, რომ გავეტეხეთ), ერთერთ საკანში შესვლის დღესვე კონფლიქტი მომივიდა საკნის მაყურებელთან, რომელიც ახალგაზრდა ბიჭს მონასავით ექცეოდა.
საკნის მაყურებელი ისე ვცემე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მე კი კარცერში მიკრეს თავი.
მთელი ციხე ბობოქრობდა ნაწილ-ნაწილ დაჩეხვით მემუქრებოდნენ, მაგრამ ისე გამოვედი ციხიდან "ბუზი ვერ ამიფრინა" ვერავინ, რადგან მართალი ვიყავი და სოხუმელი ნაცნობი "კანონიერი ქურდის" შეტყობინებაც შესულა ციხეში-ამ კაცს ხელი არავინ ახლოსო!
გამოვედი ციხიდან და მუშაობის დაწყება დავაპირე, სადაც კი მივედი უარით გამომისტუმრეს.
ბოლოს ელექტროშემდუღებლად დავიწყე მუშაობა სოხუმელ კაცთან, რომელიც კარგად მიცნობდა. გარკვეული წლების მერე ზუგდიდში ბინაც ვიყიდე, თუმცა დაოჯახებაზე არც კი მიფიქრია.
სამუშაო დაა სასაფლაოზე გასვლა ეს იყო ჩემი მარშუტი, მიუხედავად ჩემი ძმის დაჟინებული თხოვნისა მასთან წავსულიყავი ესტონეთში, წამითაც კი არ მიფიქრია იქ წასვლაზე.
მართალია ძმა ფულს მიგზავნიდა, მაგრამ იმ ფულიდან თეთრიც არ დამიხარჯავს, რადგან არც მჭირდებოდა. სად ან რაში უნდა დამეხარჯა ფული მარტოხელა კაცს, რომელსაც უკვე სიცოცხლის სურვილი დაკარგვოდა და ცხოვრებას მისთვის აზრი დაეკარგა!
ფულს ვინახავდი რათა ერთ დღეს უკვე დაოჯახებული ძმისთვის დამებრუნებინა.
დრო კი გადიოდა, თუ ადრე კარგი სნაიპერის სახელი მქონდა ახლა კარგი შემდუღებლის სახელი გამივარდა, გროშებად ვაკეთებდი სამუშაოს, თუმცა საამქროს უფროსი, სოხუმელი კაცი მუდამ მიმატებდა საკუთარი ინიციატივით ხელფასს.
2008 წლის ომმა თბილისში მყოფს მომისწრო, სოხუმელი თანამებრძოლის დაკრძალვაზე ჩასულს.
მაშინვე მივაკითხე თავდაცვის უწყებას და ვთხოვე სნაიპერად წავეყვანეთ ომში, თან სნაიპერობის დამადასტურებელი უკვე საკმაოდ გაცრეცილი საბუთიც წარვუდგინე.
უარი მითხრეს, გორში ჩავედი და იქიდან დავაპირე ომში მოხვედრა, ნიქოზისკენ მიმავალი სამხედრო პოლიციამ დამაკავა და უკანვე გამომიყვანეს.
სამწუხაროდ არ მომეცა საშუალება მებრძოლა ჩემი ქვეყნისთვის, ვინ იცის რამდენ ქართველს გადაარჩენდა ჩემთვის მომაგრებული სნაიპერული შაშხანა, ომში წასვლა, რომ არ შეეზღუდათ ჩემთვის.
ახლა ისევ ვმუშაობ, ხანდახან ჩამოვდივარ განმუხურში აქ ჩემი სოხუმელი მეგობარი ცხოვრობს, დღესაც ჩამოვაკითხე, მაგრამ სახლში არ დამხვდა, მისმა მეუღლემ და შვილებმა სახლში შემიპატიჟეს, მაგრამ არ შევსულვარ. გზაზე კი რესტორანში შემოვედი, ისეთ განწყობაზე ვიყავი აუცილებლად უნდა დამელია. ლოთი არ გეგონოთ, ძალზე იშვიათად ვსვამ.
ვეტერანის სტატუსიც კი არ ამიღია, რად მინდა მერქვას ვეტერანი იქ, სადაც ომში წასვლას მიკრძალავენ.
ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა დიდი ხანია, ერთადერი ჩემი ძმის ოჯახია, ვისი დანახვა და ხმის გაგონება იმ პერიოდს მაგონებს, როცა მთელი ოჯახი ერთად ვიყავი.
ბინაც კი ძმისშვილებს დავუტოვე ანდერძით, ჯერ ჩემმა ძმამაც კი არ იცის.
ძალიან მინდოდა თავდაცვის უწყებაში მემუშავა ინსტრუქტორად, მაგრამ ნასამართლევ კაცს ყოველთვის უარი მითხრეს.
არ უნდათ ჩემი გამოცდილების მიღება და რას ვიზამ"!-ასე დაამთავრა ჰ.მ-მ მისი ბიოგრაფიის მოყოლა.
მიუხედავად ჩემი უფროსის თხოვნისა, ჰ.მ-მ არაფრით გამოართვა საკმაოდ სოლიდური თანხა-"დიდი მადლობა, მაგრამ არაა საჭირო, მანქანა მე არ მჭირდება, თავზე ჭერი მაქვს და დანარჩენზე სამყოფ ფულს სამსახურშიც ვიღებ"!-ასე დაამთავრა საუბარი ჩვენთან მამაკაცმა, დანახარჯის გადახდა დააპირა და როცა ჩვენგან ამაზე უარი მიიღო, მადლობა გადაიხადა და თავის გზაზე წავიდა.

2
531
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
531
  
2018, 28 სექტემბერი, 0:11
გაიხარეთ, მე უკრაინაში დავიბადე, მაგრამ ბაბუა და მამა სოხუმელები არიან, მეც შესაბამისად სოხუმელი ვარ.
2018, 27 სექტემბერი, 20:44
ვენაცვალე სოხუმელებს
0 1 2