x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"..ოქრო-ვერცხლით...სამოთხეში ადგილს ვერ იყიდიან..." - ნათანიელ ერიაშვილი

image
"მღვდელი ათანასე რუხაძე გარდაიცვალა, 8 შვილიანი ოჯახის მამა უსახსრობის გამო დაიღუპა. სირცხვილია, მეტი რა შეიძლება ვთქვა? ესაა საპატრიარქოსა და სამდივნოს სირცხვილი, საკმარისი თანხა ვერ აგროვდა მისი მკურნალობისთვის, ეს მაშინ, როცა საპატრიარქოს თითის ერთ გატკაცუნებაზე მათი კარის ბიზნესმენები მილიონებს დებენ მაგიდაზე, თუმცა, არ ესმით ამ მართლა საცოდავებსა და საწყლებს, რომ 3000 ლარიანი წიგნების გამოცემით, ხატების ოქრო-ვერცხლითა და თვალ-მარგალიტით დახუნძვლითა და უსახური ტაძრების ყოველ მეორე ნაბიჯზე შენებით, სამოთხეში ადგილს ვერ იყიდიან.

საპატრიარქო კოლოსალურ თანხებს ფლობს, განუზომელ მატერიალურ სიმდიდრეს, მაგრამ მათ საკმარისი თანხა ვერ გაიმეტეს, რომ ავადმყოფი მღვდელი გადაერჩინათ სიკვდილს, მეუღლე დაქვრივებას და 8 შვილი დაობლებას. სირცხვილი თქვენ, ფუფუნებაში რომ იხრჩობით და ქრისტიანის კი არა, ადამიანის სახე რომ გაქვთ უკვე დაკარგული, ფურთხის ღირსი ხარ შენ საპატრიარქო! მთელი თქვენი ძვირფასი შესამოსლები, აგარაკები, ძვირადღირებული მანქანები, ანგარიშები უცხოურ ბანკებში, გრანდიოზული ტაძრები და ოქროთი დახუნძლული ხატები არაფერია, თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით, სწორედ ეგ ამაზრზენი ფუფუნება გაგიძღვებათ წინ ჯოჯოხეთში ავაზაკებო, გულისამრევები ხართ და ცოდვით ყარხართ."- წერს სოციალურ ქსელში ნათანიელ ერიაშვილი

0
202
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0