x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
საქართველოს
image


საქართველო რომ არ მაღელვებდეს,

ვით სწორუპოვარ მეფე დავითსა,


მისი ავ-კარგი არ მაწუხებდეს,


ვით სულხან საბას ერის მამასა,


დედა სამშობლო ჩემად არ მაჩნდეს,

როგორც ილიას, თერგდალეულსა,


ზურგი გამისკდეს დედამიწასა,

ზღვამ პირი მკიდოს მაშინ წყეულსა!



მამული ჩემი აღარ მიყვარდეს,

ვითარც ბიძინა ჩოლოყაშვილსა,


მისი სვე-ბედი არ მაღონებდეს,

გულისტკივილი პატარა კახისა,


ქართული ლექსი აღარ მომწონდეს,

რაც უთქვამს ტატო ბარათაშვილსა,


მაშინ რადა ვარ ქვეყნად ცოცხალი,

ხატი გამიწყრეს მთის და ბარისა!



სამშობლოს ნახვა აღარ მეღირსოს,

ვით დაბერებულ გურამიშვილსა,


მისი ბუნება არ მახარებდეს,

ვით ფშაველ ლუკა რაზიკაშვილსა,


ქართველთ მეობა თან არა მდევდეს,

როგორც ფარ-ხმალი მძლე წინაპრისა,


მაშინ გამაგდეთ, დამკალით სადმე,

დამაგდეთ სვავთა, ყორანთ საჯიჯგნად!



ქვეყნის სახელი თან არ დამქონდეს,

ვით წიგნი შოთა რუსთაველისა,


მისი ნიავი არ მაცოცხლებდეს,

ვით ფხიას და თუშ მწყემსს მთა ველისას,


ქართული ენა არ მადარდებდეს,

ვით პოეტ მუხრან მაჭავარიანს,


მაშინ ქისტი ვარ აღარა მეთქმის,

და ჩემი ყოფნაც დასანანია!


ლექსის ავტორი: სულეიმან გუმაშვილი.

0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0