x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
არიელები და იბერიელები
image


ძვ. წ-ის მესამე ათასწლეულის შუახანს, როდესაც დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ხალხები გრანდიოზულ მეგალითებს აშენებდნენ, ძველი ეგვიპტელები კი უფრო გრანდიოზულ პირამიდებს, ამ დროს აღმოსავლეთ ევროპაში ხდება ცვლილებები, რომელიც ძირეულად ცვლის ძალთა თანაფარდობას პლანეტაზე. ტყუილად არ უკავშირდება ეს პერიოდი მსოფლიო წარღვნას (ბიბლიის ქრონოლოგიის მიხედვით ძვ. წ. აღ-ით 2348). ჯერ კიდევ მეოთხე და მესამე ათასწლეულების ზღვარზე, ძველი სამყაროს რუკაზე ჩნდება "მესამე ძალა" - ტომები, რომლებიც ნოსტრატული (სიტყვასიტყვით - ჩვენი) მაკროოჯახის ენებზე ლაპარაკობდნენ. დღეს მასზე თითქმის მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. მანამდე კი "იოკუმენის" (ევროპა და ახლო აღმოსავლეთი) საზღვრებში ფიგურირებს ორი მაკროოჯახის ენა - სემიტური (ანუ აფრაზიული, დღეს ეს არის - არაბული, ივრითი, ეთიოპიისა და საჰარას მომთაბარე ენები; ძველად იყო - ძველი ეგვიპტელებისა და ბაბილონის ხალხთა ენები, ასირიული, ფინიკიური, არამეული, ევროპის მეგალითების მშენებელთა ენები) და სინო-კავკასიური (დღეს ეს წარმოადგენს თითქმის მთელი ჩრდილოეთ კავკასიური ენები, ასევე ბასკური, ჩინური, ბირმული, ტიბეტური და სხვა), გერმანიის ხალხთა ენები (ორმოსებრი თასების კულტურა და სხვები), ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ტრიპოლის კულტურა, მსოფლიოში პირველი ქალაქების მშენებელთა ენა - პალესტინაში იერიხონი და დღევანდელ თურქეთში ჩატალ ჰიუკი, შუმერების და კრეტას საზღვაო იმპერიის შემქნელთა ენა.


image
ნოსტრატული ხალხები გამოჩდნენ (საიდანღაც) შუა აზიის სიღრმიდან. მათ "მახსოვრობას" შემორჩა გადმოცემები თოვლიან მწვერვალებზე, საიდანაც თითქოს ისინი ჩამოვიდნენ ( ბელოვოდია - ალთაის რაიონში, შამბალა - ტიბეტში და სხვა). სამივე მაკროოჯახის ენობრივი მსგავსების ანალიზი, მიანიშნებს მათ საერთო წარმომავლობას. სადღაც ძვ.წ.აღ-ის 13000 წლის წინ, გამყინვარების პერიოდში, მათი საერთო წინაპრები არარატის მთიანეთიდან "დაეშვნენ" და სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ. მაგრამ დიდი ბოტანიკოსი ვავილოვი მიუთითებდა ყველა მიწათმოქმედი ხალხის კულტურათა ერთი, ეთიოპიური ცენტრიდან წარმოშობაზე, საიდანაც მიახლოებით 18 000 წლის წინ გამოჩდნენ ამ ხალხთა წინაპრებიც და ასევე: აფრიკელ მიწათმოქმედთა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ცივილიზებულ ხალხთა (ინდონეზიელების, ტაილანდელების და სხვების) წინაპრები. მსოფლიოს ყველა მიწათმოქმედ ხალხთა ენაში, კულტივირებულ მცენარეთა სახელებში, ფიგურირებს საერთო ძირები. რაც მიუთითებს მიწათმოქმედთა ერთი, საერთო წინარე ენის არსებობაზე. ამავე პერიოდში მონადირე ტომები კარგავენ თავიანთ ენებს და (თითქმის იმავე დროს როცა კი აღმოცენდნენ) მათ ენაცვლებათ ახლები. შედეგად ორი მეზობელი ტომი ერთმანეთს ვერ უგებს (მაგალითად როგორც დღეს პაპუასებთან, ავსტრალიის აბორიგენებთან ხდება). ნოსტრატული მაკრო ოჯახი თითქმის მაშინვე დაიშალა სხვადასხვა ოჯახებად, რომელთა უმრავლესობა დღეს შესანიშნავად შენარჩუნდა. მათ შორის ყველაზე ძველები არიან დრავიდული, ინდის, სამხრეთ თურქმენეთის, (ანაუს კულტურა) და სამხრეთ ირანის (ელამის სამეფოს) კულტურები, რომლებმაც სახელმწიფოებრივი ცივილიზაციები შექმნეს. შესაძლებელია, რომ ისინი იყვნენ ეგვიპტის, სირიის (ებლას ცივილიზაციის) და შუამდინარეთის (აქ შუმერებისა და სემიტების მოსვლამდე) დაბურ სამოსახლო ცივილიზაციის შემქმნელებიც. დღეს დრავიდები სახლობენ ინდოეთის მხოლოდ სამხრეთ ნაწილში. ძველად კი ისინი, მაკროოჯახის სხვა ტომთაგან მოშინაურებული ცხოველების (უპირატესად მსხვილფეხას) დიდი რაოდენობის ყოლით გამოირჩეოდნენ. ნოსტრატული ენის მატარებელი სხვა ტომები ჩრდილოეთით წავიდნენ და განვითარებული ცივილიზაციები არ შეუქმნიათ, მაგრამ მეცხოველეობისადმი მიდრეკილება მათაც ახასიათებდათ. ისინი გავიდნენ უდიდეს ტრამალებზე და საბოლოოდ გადავიდნენ მომთაბარე მეცხოველეობაზე. უკვე ძვ.წ.აღ-ის მეხუთე ათასწლეულში ისინი მოფენილები იყვნენ უკიდეგანო ველებს. ასე მოხდა საქმიანობის დიდი განაწილება - მეცხოველეობა გამოეყო მიწათმოქმედებას. ამავე დროს იგივე ხდება, დიდ მდინარეთაგან მოცილებულ, სემიტურ ხალხებშიც. ბიბლიაში ეს დროც ასახულია - დაახლოებით ძვ.წ.აღ-მდე 3900 წელს, მიწათმოქმედი კაენისა და მეცხვარე აბელის ქიშპი მკვლელობით სრულდება. აღსანიშნავია, რომ სემიტები აშინაურებდნენ წვრილფეხა რქოსან საქონელს, მომთაბარეები კი მსხვილფეხას. რაც შეეხება ალთაური ოჯახის ხალხებს (დღეს ყაზახები, თურქები, იაკუტები, მონღოლები, კორეელები, იაპონელები და ბევრი სხვა), ისინი სამხრეთ ციმბირის სტეპებზე დასახლდნენ.


image


უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოძრაობების ავანგარდში იყვნენ ქართველები (ქართველური ტომები), რომლებმაც დედამიწაზე პირველებმა მოიშინაურეს ცხენი. როგორც ჩანს მათ ავსტრიამდე მიაღწიეს და ძვ.წ.აღ-ის 2800 წელს შექმნეს ბადენის კულტურა. სრულიად დასაშვებია, რომ ტროელები იყვნენ ქართველები (ქართველური ტომები). მაგრამ დღეს მათგან შემორჩა მხოლოდ ერთი ხალხი - (რუს: "გრუზინები" - დღევანდელი ქართველები). მათ ხარ-კამეჩ შებმული ნელი ურმებით ინდოევროპელები (იგივე არიები) მოყვებოდნენ, თითქმის დღევანდელი ყველა ევროპელი ხალხის წინაპრები, ასევე სომხების, ირანელების, ინდუსების და სხვათა წინაპრები. ძვ.წ. 2500 წელს მათი მოძალება მატულობს - ურმებს ცვლის ცხენებშებმული ეტლები. მათგან ჩრდილოეთით, ტყისპირა ზონებში მოძრაობენ ურალის ოჯახის ტომები, ძირითადად მეთევზეობით დაკავებულები - დღევანდელი ფინელების, ესტონელების, უნგრელების, ლაპლანდიელების, ხანტების, მანსებისა და სხვათა წინაპრები. ინდოევროპელებმა გაიარეს დიდი ტრამალები უკიდურეს დასავლეთამდე, მაგრამ არ შეჩერებულან. ერთმა ნაკადმა შეაღწია ბულგარეთში, მეორემ კი ძვ.წ.აღ. 1800 წელს დაიპყრო მთელი ცენტრალური ევროპა - პოლონეთი, გერმანია, ჰოლანდია, დანია, სამხრეთ შვეცია. ბუნებრივია, რომ ევროპაში მომთაბარეობა "არახელსაყრელი" იყო, ამიტომ ინდოევროპელები ქმნიან ადგილობრივ კულტურებს: ზონარისებურს და ცულებისას. მათი გაპრიალებული (გაგლუვებული, დახვეწილი) ცულები არამხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას სპობს, არამედ მათით იძირკვება ეკალ-ბარდები და ხეები. ევროპაში სახნავ-სათესი ხნულების გარდა, რქოსანი პირუტყვისთვის უზარმაზარი საძოვრები ჩნდება. ამავე დროს მათი კულტურა ბევრ რამეს ითვისებს მათ მიერვე განდევნილი ხალხების კულტურებიდან. ზოგან ხდება მომხვდურებისა და ორმოსებრი კულტურის წარმომადგენელი მოსახლეობის შერწყმა. შესაძლებელია ასე წარმოიშვა სფეროსებრი ამფორათა კულტურა, საიდანაც გამოვიდნენ ძველი და ახალი ბერძნები.


გერმანიის მოსახლეობა, ძირითადად ამ პერიოდიდან ლაპარაკობს ინდოევროპულ ენებზე (გერმანულ ტრადიციაში - ინდოგერმანისტიკა). შემდგომ ორმოსებრმა "გადაიწია" დასავლეთით, სადაც მეგალითების მშენებლობის შთამომავლებს შეერწყა. ამან გამოიწვია ის, რომ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის ტერიტორიებზე ახალი ხალხები გაჩდნენ - იბერიელები. დღევანდელი ბასკები მათი დარჩენილი შთამომავლები არიან. მათ გააჩაღეს (ფორმით შუასაუკუნეების მსგავსი) ციხე სიმაგრეების დიდი მშენებლობები, განსაკუთრებით ინგლისის ტერიტორიაზე. იყენებდნენ მეგალითების მსგავს სამშენებლო ტექნიკას. იბერიელები თავიანთ ბელადებს მდიდრულ გორასამარხებში ასაფლავებდნენ. ბევრი ლეგენდა ეფუძნება ამ პერიოდის გადმოცემებს, მაგალითად მეფე არტურის შესახებ. შედეგად მოხდა, რომ მათთან ჩამოყალიბებული ზარისებური თასების კულტურა, ზონარისებურთან შედარებით უფრო დაიხვეწა და იბერიელებმა უკვე ქვის ცულებს ბრინჯაოს ხანჯლები დაუპირისპირეს. მათ მოახერხეს 300 წლით დაებრუნებინათ (დაახლოებით ძვ.წ.აღ.მდე. 1500 წელს) გერმანია და ჩეხეთი, განდევნეს რა, ბერძენთა წინაპრები საბერძნეთში, მაგრამ ამავე პერიოდში "ზონარისებურებმა" საფრანგეთი დაიპყრეს, თუმცა ინდოევროპელებმა გერმანიაში მაინც შესძლეს მათი შევიწროება, მაგრამ იბერიელთა კვალი გერმანულ კულტურაში დღემდე თვალსაჩინოა.


ავტორი: ბორის გრეინშპოლი.

0
555
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0