x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ეს 10 რამ ახლავე უნდა წაშალოთ Facebook-დან!
image

ალბათ, უმეტესობა თქვენგანმა იცის, რომ პირადი ინფორმაციის განთავსება სოციალურ მედიაში სარისკოა. კემბრიჯის ანალიტიკურ სკანდალიდან, რომლის დროსაც 87 მილიონი Facebook-მომხმარებლის ანგარიში გატეხეს, იმის სწავლა შეიძლება, რომ სოციალურ მედიაში პირადი ინფორმაციის ჩაწერა უსაფრთხო არაა.


თუ ხარვეზების მიუხედავად ისევ ენდობით Facebook-ს, მაშინ გირჩევთ, აუცილებლად დაფიქრდეთ სტატიაში მოცემულ რჩევებზე. გთავაზობთ 10 პირადი ინფორმაციის მაგალითს, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოაშოროთ Facebook-დან.








1. დაბადების დღე

დაბადების თარიღის ცოდნა ჰაკერებს უმარტივებს ხელმისაწვდომობას თქვენს სხვა პირად ინფორმაციაზე და საბანკო ანგარიშებზეც.


image








2. მობილურის ნომერი

მართლა გინდათ, რომ თქვენს ყველა Facebook-მეგობარს, ან ყველა ადამიანს, ვინც თქვენს პროფილს ათვალიერებს, თქვენი ნომერი ჰქონდეს? თუ არა, მაშინ სასწრაფოდ წაშალეთ!

image








3. პატარა ბავშვების ფოტოები

"ბავშვები რომ გაიზრდებიან, რა ტიპის ინფორმაციის ნახვა მოუნდებათ საკუთარ თავზე წარსულში?" - იკითხა ვიქტორია ნეშმა, ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის დირექტორმა. მართლაც, იქნებ ბავშვებს არ უნდათ, რომ მათი ფოტოები მთელმა ინტერნეტ-სივრცემ აიტაცოს.

image








4. რომელ სკოლაში დადის თქვენი შვილი

NSPCC-ის ცნობით, ბოლო წლებში სექსუალური შევიწროების რიცხვი გაიზარდა.

"2013/2014 წლებში დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სკოლებში ბავშვების სექსუალური შევიწროების 36 429 შემთხვევა დააფიქსირა. ბოლო წლებში კი ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციამ კიდევ უფრო მეტი ასეთი შემთხვევა აღრიცხა".

უბრალოდ, წინასწარ დაფიქრდით ამაზე. ნუ გაუმარტივებთ მოძალადეს ან მტაცებელს თქვენი შვილის პოვნას!

image








5. ადგილმდებარეობის ჩვენება

2015 წელს TechCrunch-მა აღრიცხა, რომ 500 მილიონ Facebook-მომხმარებელს ჩართული ჰქონდა ადგილმდებარეობის ჩვენება სმარტფონში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ადგილმდებარეობა სახიფათო ადამიანებისთვისაც ხილული იყო.

image








6. თქვენი მენეჯერი ან აღმასრულებელი დირექტორი

თუ თქვენს სამსახურის უფროსს მეგობრებიდან წაშლით, შეიძლება თავი უფრო კომფორტულად და თავისუფლადაც იგრძნოთ სოციალურ ქსელში.

image








7. არ მონიშნოთ თქვენი ადგილმდებარეობა

სულაც არ არის კარგი, ყოველთვის ყველამ იცოდეს, სად იმყოფებით. ხოლო თუ სახლში "დაჩექინდებით", ეს იმას ნიშნავს, რომ სახლის მისამართს აძლევთ მთელ Facebook-საზოგადოებას.

image








8. სად და როდის მიდიხართ შვებულებაში

ამის საჯაროდ დაწერა ბინის ქურდების მოპატიჟებას ჰგავს. This Is Money-ის მიხედვით, იმ ადამიანების უმეტესობას, ვისი სახლიც შვებულებაში ყოფნისას გაქურდეს, გამგზავრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჰქონდა გამოქვეყნებული.

image








9. საკრედიტო ბარათის ინფორმაცია

ალბათ, ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, რომ საკრედიტო ბარათის დეტალები არასდროს უნდა განათავსოთ სოციალურ ქსელში.

image








10. სამგზავრო ბილეთის სურათი

სამგზავრო ბილეთის სურათით შესაძლებელია თქვენზე იმ პირადი ინფორმაციის შეგროვება, რაც ავიაკომპანიას გადაეცით.

image

პირადი ინფორმაცია თქვენთვის შეინახეთ. თუ რაღაცას ქუჩაში, უცხო ხალხის გარემოცვაში არ იყვირებდით, მაშინ ეს არც სოციალურ მედიაში უნდა გააკეთოთ.image









ასევე დაგაინტერესებთ:


1. ნუ მისცემთ სოციალურ მედიას თქვენით მანიპულირების უფლებას! - გაითვალისწინეთ ეს 10 რჩევა

image

2. გსურთ, გაიგოთ, ვინ ეწვია თქვენს Facebook-გვერდს? - ეს უკვე შესაძლებელია!

image


3. 20 კომპიუტერული ხრიკი, რომელიც დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას

image


0
3735
10-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
3735
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0