x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მკვლელი მცენარეები
image

მტაცებლური მცენარების არსებობა- ფანატების გამოგონება არ არის. მსოფლიოში უამრავი მცენარეა, რომელიც მტაცებლობით ირჩენს თავს. ასეთ მცენარეებში არ არის საკმარისი ფოტოსინთეზი, რათა შეინარჩუნონ სიცოცხლე, ამიტომ გახდნენ ისინი მტაცებლები. დაახლოებით 450 სხვადასხვა მცენარე არსებობს, რომელთაც ურჩევნიათ პატარა მწერები მიირთვან საუზმემე.

სარაცენია


სარაცინიის დაახლოებით 19 სახეობა არსებობს.

ის იზრდება და ნადირობს ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში სამხრეთ ნაწილში და ძირითადად მწერებით იკვებება. სარაცინი თავის მსხვერპლს არ იჭერს, ისევე როგორც სხვა მტაცებლური მცენარეები. თუ მსხვერპლი მცენარის ყვავილის შიგნით მოხვდა, თავს იქიდან ვერ გააღწევს. არსებობს შემთხვევები, როდესაც ყვავილის შიგნით პატარა ბაყაყების ნაშთები აღმოაჩინეს. ეს ყვავილი საკმაოდ ლამაზია ამითომ ასეთი მტაცებელი ყვავილი შეიძლება სახლშიც გაზარდო.


ბუზებისჭამია ვენერინა (Dionaea Muscipula)

ბუზებისჭამია ვენერინა ყველაზე ცნობილი მწერიჭამია შხამიანი მცენარეა. ის ძირითადად ბუზებითა და ობობებით იკვებება. ეს არის პატარა ზომის მცენარე, რომელსაც სულ 7-8 ფოთოლი გააჩნია. მცენარის ფოთოლი გაყოფილია ორ ნაწილად და ბოლოვდება წებოვანი გამონაყოფით დაფარული ნემსებით. ფოთლის ეს ნაწილები ახორციელებენ სწრაფ მოძრაობას, როცა მათ მწერი ან ბუზი შეეხება. ისინი იხურებიან 0, 1 წამის განმავლობაში და თავის შიგნით წარმოქმნიან მცენარის ეგრეთწოდებულ “კუჭს”, სადაც ხდება მწერის გადამუშავება.

ნეპენტესი

ნეპენტესი ტროპიკული შხამიანი მცენარეა, რომელსაც მწერების დასაჭერად დოქის მაგვარი ყვავილები აქვს. ეს მცენარე ფართოდაა გავრცელებული ჩინეთში, იაპონიაში, მალაიზიაში, ფილიპინებში, მაგადასკარზე. მას მეორენაირად “მაიმუნის ფიალასაც” უწოდებენ, რადგან ხშირად უნახავთ, თუ როგორ სვამენ მაიმუნები ამ “დოქიდან” წყალს.

მწერების სატყუარა ყვავილი შეიცავს სითხეს, რომელსაც აქვს წებოვანი სტრუქტურა. სწორედ მასში იხრჩობიან მწერები. ნეპენტესის ზოგიერთი ჯიშის ყვავილი იმხელა იზრდება, რომ შეუძლია თაგვის ან ვირთხის დაჭერაც კი.


დროზერა

დროზერა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მტაცებელი მცენარეა. მისი 200-მდე სხვადასხვა სახეობა არსებობს. ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. დროზერა მწერებს იჭერს წებოვანი გამონაყოფით დაფარული ნემსების საშუალებით. როცა მწერი ერთ რომელიმე ასეთ ნემსს ეხება, მაშინათვე იწყებს მოძრაობას დროზერას სხვა ნემსებიც, რათა მსხვერპლი ხაფანგში მოაქციონ. მწერების გადამუშავების შედეგად მიღებული მასით კი ხდება მცენარის გამოკვება და ზრდა.


0
298
4-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0