x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჯადოქრობის 11 წესი
image


ამერიკელი მწერლის, ტერი გუდკაინის ფენტეზის ჟანრის წიგნების სერია "ჭეშმარიტების მახვილი", რომელიც მოიცავს თერთმეტ + 1 ("წინაპართა ვალი" - პრიკველი, წინარეისტორია სერიისა) სერიას.

წიგნები მსოფლიოს 20 სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი. ამ წიგნების მიხედვით 2008 წელს გადაიღეს სერიალი "ლეგენდა მაძიებელზე"

წიგნების ძირითადი სერია:



ჯადოქრის პირველი წესი (1994)

ცრემლთა ქვა (1995)

მრევლის მცველები (1996)

ქარების ტაძარი (1997)

ცეცხლის სული (1999)

დაცემულთა რწმენა (2000)

შემოქმედის სვეტები (2002)

შიშველი იმპერია (2003)

ცეცხლოვანი ჯაჭვი (2005)

მოჩვენება (2006)

აღმსარებელი (2007)


წიგნების სერიებში გადმოცემულია ჯადოქრობის წესები;


ჯადოქრობის პირველი წესი: "ადამიანები სულელები არიან და მათ შეუძლიათ ტყუილის დაჯერება, რადგან სურთ, რომ იგი სიმართლე იყოს, ან იმიტომ, რომ ეშინიათ სიმართლის ცოდნის."


ჯადოქრობის მეორე წესი: "უდიდესი ზიანი შეიძლება საუკეთესო ზრახვებმა წარმოშოს."


ჯადოქრობის მესამე წესი: "ვნება აკონტროლებს გონებას, უკეთესობისკენ ან უარესობისკენ."


ჯადოქრობის მეოთხე წესი: "გულწრფელ პატიებაში მაგიაა... განკურნების მაგია. როგორც პატიებაში, რომელსაც შენ ჩუქნი სხვას, ასევე პატიებაში, რომლითაც გასაჩუქრებენ."


ჯადოქრობის მეხუთე წესი: "ყურადღება მიაქციე იმას, თუ რას აკეთებს ადამიანი და არა იმას, რას ამბობს, რადგან ქმედებაში ვლინდება ჭეშმარიტება."


ჯადოქრობის მეექვსე წესი: "ერთადერთი ბატონი, რომელსაც შეიძლება დაემორჩილო, ეს არის შენი გონება."


ჯადოქრობის მეშვიდე წესი: "ცხოვრება მომავალია და არა - წარსული."


ჯადოქრობის მერვე წესი: "Talga Vassternich - იყავი გამარჯვების ღირსი."


ჯადოქრობის მეცხრე წესი: "რეალობის საწინააღმდეგო არ შეიძლება არსებობდეს. არც ნაწილობრივ, არც მთლიანად."


ჯადოქრობის მეათე წესი: "სიმართლის განზრახ უარყოფა საკუთარი თავის ღალატია."


ჯადოქრობის მეთერთმეტე წესი: "ბოლო წესი - ეს შენ თვითონ ხარ, ეს შენი ცხოვრებაა, ეს შენი არჩევანია ცხოვრებაში. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და თითოეული აკეთებს თავის არჩევანს ცხოვრებაში, ამიტომაც არსებობს ყველასთვის თავისი - სწორედ ეს მეთერთმეტე წესი."


6
335
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
335
  
2019, 16 იანვარი, 19:53
მე "პროფესორი" ვარ
2019, 16 იანვარი, 15:21
შენ ვინ ხარ?
2018, 22 სექტემბერი, 20:47
როდესაც ვუყურებ ყველა იმათ ვინც ამბობს რომ ეზოთერიკითაა დაინტერესებული მრცხვენია მეც ვიყო მათ რიგებში, ამიტომ ეზოტერიკასთან არავითარი შეხება არ მაქვს.
2018, 22 სექტემბერი, 20:31
ეზოთერიკით ხარ დაინტერესებული?
0 1 6