x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
პრეზიდენტობის მსურველი 46 პირიდან 20-ს ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა
image

.

პრეზიდენტობის მსურველი 46 პირიდან 20-ს ცესკომ რეგისტრაციაზე უარი სხვადასხვა მიზეზით უთხრა, მათ შორისაა კინორეჟისორი გიორგი შენგელაია. კიდევ ორი აპლიკანტის საკითხი კვლავ განხილვის რეჟიმში რჩება.


უარი ეთქვათ კანდიდატობის მსურველებს – გია ჩხიკვაძეს, კობა ჯულაყიძეს, გიორგი გახოკიას, ნიკოლოზ ლეკიშვილს, დავით ამაშუკელს, თამაზ ბიბილურს, ბონდო ბარათაშვილს, ელისო დონაძეს, ვაჟა ჩხაიძეს, ზაქარია როჭიკაშვილს, ზაურ მეკოკიშვილს, გიორგი შენგელაიას, ბესიკ აფხაიძეს, ავთანდილ ფილაურს, იოსებ ბიბილეიშვილს, იაკობ გრიგორიევს, ნინო ჯიქიას, დენიზა სუმბაძეს, მაია ნინუას და ივანე ნუგზარაშვილს.



ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის პროცესშია ორი პირის, მიხეილ ანთაძის და ოთარ მეუნარგიას საკითხი.

.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს მონაცემებით, ყველა მათგანის კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი.


0
30
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0