x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
რუსეთში პოლიციაში დამსმენს ფულს გადაუხდიან
image

ძალაში შევიდა შსს-ს ბრძანება გასამრჯელოს მიღების შესახებ, რომელსაც მიიღებენ ის მოქალაქეები, რომლებიც სამართალდამცავებს დაეხმარებიან დანაშაულთან ბრძოლაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, თანხამ შეიძლება 10 მილიონ რუბლამდეც მიაღწიოს(148 000$).


თუ აქამდე პოლიციისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთის ფულადი ჯილდო ცალკეულ შემთხვევებში ინიშნებოდა, რუსეთის შსს-ს ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ ყველა ის, ვინც სამართალდამცავებს დაეხმარება დანაშაულის გამოვლენაში ან დამნაშავის დაკავებაში, გასამრჯელოს გარეშე არ დარჩება.


ინფორმატორმა შესაძლოა მიიღოს საკმაოდ მსხვილი თანხაც, რომელიც განისაზღვრება დანაშაულის კატეგორიით, ამასთანავე ფულადი ჯილდოს ოდენობას-მინიმუმი 50 000 ათასიდან ნახევარ მილიონ რუბლამდე გაცემა შეუძლია შსს-ს რეგიონალურ სამმართველოებს .3 მილიონამდე რუბლს და უფრო ზემოთ უკვე ცენტრალური უწყება გასცემს.



ფული ინფორმატორს საბანკო ანგარიშზე დაერიცხება, თუ ხელზე უნდა მიღება, მაშინ სპეციალური ხელწერილი უნდა დაწეროს.


რუსეთის ძალოვან უწყებებს მიაჩნიათ, რომ ახალი მეთოდის დანერგვა ეფექტური იქნება როგორც დანაშაულის გახსნის საქმეში, ასევე მოქალაქეების აქტიურად ჩართვაში დაეხმარონ პოლიციას.


თუმცა ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ახალი კანონის მიღების შემდეგ მოიმატებს ცრუ ინფორმაციები, რის გარკვევაშიც რიგით პოლიციელებს მოუწევთ სირბილი.


1
66
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
66
  
2018, 22 აგვისტო, 13:04
ესღა ეკლდათ სრული ბედნიერებისთვის)
0 1 1