x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ვალერი მელაძე-"სამშობლოში ვარ"-მომღერალი საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს
image

რუსეთში მოღვაწე მომღერალმა ვალერი მელაძემ გააკეთა განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ.მან უკვე ოფიციალურად მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.თუმცა მოქალაქეობა ორმაგი იქნება.


როგორც ცნობილია საქართველოში კანონის მიხედვით დაშვებულია ორმაგი მოქალაქეობა, მელაძემ, რომელიც ბათუმში დაიბადა 15 აგვისტოს მიმართა განცხადებით შესაბამის უწყებას საქართველოს მოქალაქობის აღდგენის მოთხოვნით.

image


ამრიგად ვალერი მელაძე ამიერიდან ორი ქვეყნის მოქალაქე იქნება:-საქართველოს და რუსეთის.

მომღერალი ამ დღეებში ბათუმს ესტუმრა, მელაძემ ბუბა კიკაბიძის საიუბილეო კონცერტში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ ღამის კლუბ "სოჰოს" ესტუმრა, სადაც მოულოდნელად სცენაზე ავიდა და სოფო ხალვაშთან ერთად "თბილისო" შეასრულა.



მშობლიურ ქალაქში ვიზიტს მელაძე აქტიურად აშუქებდა საკუთარ Instagram-ის გვერდზე:




"სამშობლოში ვარ"-აღნიშნა მოკლე ვიდეორგოლში მომღერალმა.






0
687
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
687
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0