x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134426
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
სელენა გომესმა ახალი ტატუ გაიკეთა

სელენა მარია გომესმა სასტუმრო ''შერატონი'' დატოვა, ლოს-ანჯელესში.

imageimageმან მეგობრებთან ერთად, სპონტანურად გადაწყვიტა მორიგი მინიმალისტური ტატუს გაკეთება ⎼ მარჯვენა მკლავზე ციფრი ''4'' (საუკეთესო მეგობრების ოთხეული) და ნეკნის ქვეშ ციფრი ''1''. ახალი ტატუს სიმბოლურ მნიშვნელობას სელენა თავად გვაცნობს:imageimage

''ჩემს საუკეთესო მეგობარს 26 წელი შეუსრულდა. რატომ ციფრი 4? ეს გოგონები ჩემს გვერდით წლებია იდგნენ და იდგებიან მთელი ჩემი ცხოვრება. მიყვარხართ გოგონებო! თქვენ შთამაგონებთ გავხდე უკეთესი, უფრო ძლიერი, ღვთისნიერი.. ერთად გიჟური ისტორია შევქმენით და 50 წლის იუბილესაც ერთად აღვნიშნავთ! #Raquelle Stevens - არ იღელვო ძვირფასო, ეს უბრალო წერტილია!''

''ჩემო N1-ო, კორტნი ბერი, გასაოცარი ქალი ხარ. ცხოვრების მძიმე წუთებს ისე მარტივად უმკლავდები, ვერაფერს ვიტყვი.. პატარ ამბავს შთამაგონებელ რამედ აქცევ ხოლმე. ისეთი მხიარული და მტკიცე ხარ, ყველაფერი გემეტება..♡ მოსიყვარულე და, ბრწყინვალე მეგობარი და მშვენიერი შვილი. სრულყოფილების განმარტება ხარ! #1''

imageსაყვარელი ადამიანი შენთან მუდმივადაა, ისევე როგორც ტატუ.

სელენა მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს, განსაკუთრებით მძიმე წუთებში.. ''მეგობრების მხარდაჭერა მაძლიერებს! წარმატება არაფერია, თუ მას სხვა არ გაიზიარებს.''

imageგასული წლის აპრილში, სელენამ და სერიალ ''13 მიზეზის'' (ერთ-ერთი პროდიუსერია გომესი) ქასთის წევრებმა გაიკეთეს სიმბოლური ტატუ; (სუიციდის პრევენციის სიმბოლო - ''შენი ისტორია არ დასრულებულა'')

''თვითმკვლელობის ნაბიჯი არავინ უნდა გადადგას... ეს არაა გამოსავალი! თქვენი შფოთვის თუ დეპრესიის განკურნება შესაძლებელია. თერაპია, მკურნალობის ცენტრები - მრავალი გზა არსებობს, რომლებიც დაგეხმარებათ. არაფერია იმაში სასირცხვილო, რომ დახმარება გჭირდებათ. საჭირო ორგანიზაციას ამ ვებ-გვერდზეც ნახავთ.''

''სინათლე, სივრცე, გატაცება - ეს უფალია. რწმენის წყალობით, არაფრის და არავის მეშინია.'' - ასეთია წარწერა აქვს სელენას ინსტაგრამზე.image

მომღერალს მარჯვენა თეძოზე აქვს ტატუ, წარწერით:"ქრისტე - ის, ვინც ძალას მმატებს!''. მომღერალი კათოლიკე ქრისტიანია. 2016 წელს, მუსიკალურ ტურნეზე (''აღორძინების ტური) არაერთხელ შეასრულა სიმღერა ''ფერისცვალება''. სამწუხაროდ, დაავადება ლუპუსის მიერ გამოწვეული პრობლემების გამო, სელენას ტურნეს შეწყვეტა მოუწია. იმავე წელს, ამერიკული მუსიკის დაჯილდოებამ მას ''წლის საუკეთესო არტისტის'' ტიტული უბოძა. 2017 წელს, მეგობარმა თირკმელი გადაუნერგა - "ენით ვერ აღვწერ, როგორი მადლიერი ვარ ჩემი უახლოესი მეგობრის, ფრანსია რაისის. მან უდიდესი საჩუქარი გამიკეთა - გაწირა საკუთარი თირკმელი ჩემთვის." ისინი ერთად თამაშობდნენ სერიალ ''ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან''-ში.

''მახსოვს, სელენასგან ესემესი მივიღე: ''მეშინია, შეიძლება მოვკვდე!'' - ჩემთვის შემზარავი იყო ამის წაკითხვა. სელე ჩემი ბავშვობის მეგობარია. თირკმლის გადანერგვა არ იყო მარტივი.. ოპერაციის შემდგომ, ბუნებრივია, რეციპიენტი ჩემზე სწრაფად გამოკეთდა. შემდეგ ორივეს ხანმოკლე დეპრესია გვქონდა.'' - თქვა ფრანსიამ.

გასულ წელს, Billboard-მა ს. გომესი წლის ქალად დაასახელა! ნომინაციაში გამარჯვება სელეს ფრანსიამ ახარა ''...ერთად ვიზიარებდით წარმატებასა და მარცხს. ვიცი, რომ თირკმელს ჩემთვის ისიც დაუფიქრებლად გაიღებდა, ამიტომ ვუწოდებ დას.'' სელენამ ცრემლები ვერ შეიკავა - ''ამ ჯილდოს მე კი არა, ფრანსია იმსახურებს, მან გადამარჩინა! იღბლიანი ვარ..''imageimageსელენას ზურგის მარჯვენა მხარეს ამშვენებს არაბული წარწერა أحب نفسك أولا ''პირველ რიგში, შენი თავი შეიყვარე!'' მას ასევე აქვს მუსიკალური ნოტის ტატუ: ''დედაჩემმა სელენა ცნობილი ტეხასელი მომღერლის - სელენა პერეზის საპატივცემულოდ დამარქვა. მუსიკა ჩემზე აშკარად დიდ გავლენას ახდენს. ამ მუსიკალურ ნოტთან დედაჩემიც დგას, ეს ტატუ ძვირფასია.''image

2017 წლის ოქტომბერს, აბელ ტესფაისთან დაშორების შემდეგ, (პაპარაცებთან ჯასტინმა თქვა, რომ სელენა აბელს ახალი მუსიკისთვის იყენებს, თავად The Weeknd-ის შემოქმედებას, კი ნაგავი უწოდა) სელენამ მეგობრობა ''პირველ სიყვარულთან'', მომღერალ ჯასტინ ბიბერთან დაიწყო, შემდეგ კი წყვილის სახით გამოჩნდნენ. ''შეგვიძლია კვლავ ვიმეგობროთ?'' - ჯასტინმა ახალი სიმღერა მისი შთაგონებით დაწერა. ამის გამო, გომესი დედამისმა გააკრიტიკა.

imageჯასტინი და სელენა 14 თებერვალს ♡

დიდი ალბათობით, სელენამ სიმღერა ''დაბრუნება შენთან'' ჯასტინს მიუძღვნა. წყვილი ერთად მხოლოდ ხუთი თვე იყო, შემდეგ ჯასტინი ყოფილ შეყვარებულს - მოდელ ჰეილი ბალდვინს დაუბრუნდა (სასაცილოა, აბელიც ყოფილ შეყვარებულს - მოდელ ბელა ჰადიდს ხვდება) და მალევე ხელიც სთხოვა, ნახევარმილიონ დოლარად შეფასებული ბეჭდით. სელენა ამჟამად მეგობრებთან ერთად ისვენებს.
საინტერესოა, რატომ ატარებს ჯასტინი დღემდე სელენა გომესის ტატუს? :*

imageდაკავშირებული სურათისელენას ინსტაგრამზე მიმდევრების რეკორდული რაოდენობა ჰყავს - 141 მილიონი.

0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:ელეონორა გიორგაძე
ელეონორა გიორგაძე
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0