x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
„ პლასტმასის ერთმანეთში არეულ მარცვლებს ვაცალკევებდი უხელთათმანოდ და ხელი გაშავებული მქონდა"

imageუკვე რამდენიმე კვირაა ერთ-ერთ ქარხანაში ვმუშაობ, სადაც პლასტმასის დეტალებს ვამზადებთ აუდის მანქანებისთვის. ეს კვირა კიდე ღამის ცვლაში მომიწია მუშაობა. ჩვენი განაყოფის უფროსი კიდე მოდის ცვლის დაწყებამდე და რობოტებს გადახედვას და თუ მოსამართია მომართავს და შემდეგ მიდის. თან თავისი ბავშვები დაყავს ხოლმე. ბიჭი ხუთი-ექვსი წლის იქნება და გოგო შვიდი-რვა წლის. წასვლის წინ ყველას დაგვივლიან და ხელის ჩამორთმევით გვემშვიდობებიან. წუხელ მარტო ბიჭი იყო. მოვიდა და Tschüß-ო (ნახვამდისო ) მეც ნახვამდის მეთქი, მაგრამ ხელი არ ჩამოვართვი. პლასტმასის ერთმანეთში არეულ მარცვლებს ვაცალკევებდი უხელთათმანოდ და ხელი გაშავებული მქონდა. მამამისმა შეამჩნია და მთხოვა ხელი ჩამოართვი ხოლმეო. მე დასვრილი ხელი დავანახე. არა, მან უნდა ისწავლოს ადამიანებისადმი პატივისცემა და თავაზიანობაო. მომეწონა ძალიან ეს მიდგომა. მთელი ღამე წინ მქონდა და ბევრი რამე გამახსენდა ჩემი ბავშვობიდან. სკოლაში ერთი მასწავლებელი გვაშინებდა, თუ არ ისწავლით ურიკის დამტარებელი იქნებით ბაზარშიო. ზოგ ჩვენგანს კიდე ტრაკტორისტს ეძახდა და ა.შ. მერე ისიც გამახსენდა, რომ ჩემი თაობიდან ბევრი ნიჭიერი ადამიანი დაიკარგა. სპორტსმენი, მოცეკვავე, მათემატიკოსი, ფილოლოგი. .. იმიტომ, რომ არ იყო დრო და საშუალება. ტყვიები იყო ჭრილობებიდან ამოსაღები და მოსაშუშებელი. იცით რომელი ტყვიები? ჩემი მასწავლებლის ნასწავლმა და ინტელიგენტმა თაობამ, რომ ერთმანეთს ესროლა. ბოლოს ის პარლამეტარიც გამახსენდა რამდენიმე თვის წინ, რომ ბრძნადიმეტყველა.image

0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0