x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134505
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
** ჩუმად იყავი ** ( საშინელებათა ისტორია )

image

შუა ღამეა.ვიღაცის განწირული ყვირილი მაღვიძებს.სასწრაფოდ წამოვხტი ოთახიდან და დავინახე დედაჩემი, რომელიც ძირს ეგდო და სისხლისგან იცლებოდა.ხოლო კაცი ნიღაბში მე მიყურებდა.ტუჩებთან თითი მიიდო და მანიშნა ჩუმად იყავიო.შიშისგან ხმას ვერ ვიღებდი.მან მალევე დატოვა სახლი.ვერ მივხვდი რა უნდოდა.როგორც კი წავიდა დედას მივვარდი.ის მძიმედ სუნთქავდა.
-დედა, გთხოვ ნუ დამტოვებ გთხოვ!!!
-ლეა, მე მუდამ შენს გულში ვიქნები.
ეს მითხრა და განუტევა. იმ დღიდან მარტო დავრჩი.დედისერთა ვიყავი, მამა სამი წლის წინ დამეღუპა, დედაც მომიკლეს და დავრჩი ობოლი, რომელსაც მხოლოდ ერთი ნათესავი ჰყავდა, ისიც მონასტერში:დედა მარიეტა.მას არ ვიცნობდი და ზოგადად მონაზვნები მაღიზიანებდნენ.ჩემი ბედი შემდეგნაირად გადაწყდა:ჩემი მეურვე მონაზონი ნათესავი გახდა, რომელიც ბავშვთა სახლის მეპატრონე იყო.
***
დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გავემგზავრე სოფელში, სადაც ჩემი ერთადერთი ნათესავი ცხოვრობდა.დედა მარიეტა მამიდაჩემი იყო, რომლის შესახებაც არაფერი მსმენოდა, გარდა იმისა, რომ ოდესღაც ფსიქიური აშლილობა ჰქონია და ეკლესიას ამიტომ მიაბარეს.ამბობდნენ რომ ეკლესიამ და ღვთის რწმენამ უშველა.თუმცა ამის მეტი არაფერი ვიცოდი მასზე.
დილის 09:00 უკვე ბავშვთა სახლის წინ ვიყავიი.დედა მარიეტა ჭიშკართან მელოდა.როცა მას მივუახლოვდი ჩემი წარმოდგენები შეიცვალა.ველოდი ბებერ მონაზონს, ანჩხლი სახითა და მკაცრი იერით, სანაცვლოდ კი მშვენიერი ქალბატონი დამხვდა, ლამაზი სახითა და თბილი მზერით, თუმცა მისი ზედმეტად თბილი მზერა საეჭვო იყო.მის თვალებში იკითხებოდა ის, რის დამალვასაც სახე ცდილობდა.
-ლეა საყვარელო! როგორ გაზრდილხარ! მოდი მამიდას ჩაეხუტე!
მეც მივედი სხვა რა გზა მქონდა.
ჩავეხუტე თუ არა უცნაური შეგრძნება დამეუფლა, შემცივდა და გული ამტკივდა, თითქოს რაღაც ძლიერი და ბოროტი შემეხო.შიშმა ამიტანა.თუმცა ვეცადე ა შემტყობოდა.როცა მამიდას მკლავებს მოვშორდი, მომეჩვენა რომ მისი თვალები გაშავდა.უცნაური იყო, მაგრამ დაღლილობას დავაბრალე.
მამიდამ ბავშვები გამაცნო.ყველანი ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ, სუსტები, თვალებჩაცვენილები იყვნენ და შეშინებულებს ჰგავდნენ.არ მომწონდა ეს ყველაფერი.როცა მე მივედი საუზმეს მიირთმევდნენ.თუმცა ძალიან ცოტას.ერთ-ერთმა ბავშვმა დამატება ითხოვა, ამის გამგონე მამიდაჩემი მივარდა ამ ბავშვს და ყური იმდენად ძლიერ აუწია, რომ ბავშვმა ტირილი დაიწყო.
-რასაც ჭამ იმით დაკმაყოფილდი!
შევშინდი, აღარ მინდოდა იქ გაჩერება.მეშინოდა.
მალე ჩემსკენ შემობრუნდა და მკითხა
-ისაუზმებ საყვარელო?
-არა გმადლობთ.
მშიოდა, მაგრამ მერჩივნა მეშიმშილა.
ბავშვთა სახლთან ახლოს იყო მონასტერი.საუზმის შემდეგ მამიდა იქ წავიდა.ბავშვები კი მარტო დაგვტოვა.ერთ-ერთი მათგანი მოვიდა ჩემთან.
-ის მონსტრია, უფრთხილდი!
-ის მამიდაჩემია, არაა მონსტრი!
-ის შენც ისე გაწამებ, როგორც ჩვენი მეგობრები აწამა!
-რას გულისხმობ?
-მას ყოველ პარასკევ დღეს მიჰყავს ჩვენგან ერთ-ერთი და შემდეგ მხოლოდ თვითონ ბრუნდება.გვეუბნება ვითომ გააშვილა, მაგრამმ სინამდვილეში მათ მსხვერპლად წირავს.მერწმუნე ასეა.
-სუსულეებს მიყვები.იცოდე მამიდას ვეტყვი!
არ მომწონდა ასე რომ მელაპარაკებოდა.ვღიზიანდებოდი.
როცა მამიდა მოვიდა მართლა ვუთხარი, ის, რაც იმ სულელმა ბავშვმა მითხრა.არ ველოდი თუ მამიდა ასე მკაცრად დასჯიდა.საწყალი სულ გაამათრახა, შემდეგ კი მთელი დღე აშიმშილა.
ღამე ვერ ვიძინებდი.უცნაური ხმები მესმოდა.თან იმ ბავშვის მონაყოლი მაშინებდა, რადგან მეორე დღეს პარასკევი იყო.

შუა ღამე იქნებოდა.ახალი ჩაძინებული ვიყავი, როცა სიცივე ვიგრძენი.იმდენად მციოდა რომ გამეღვიძა.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მეხებოდა.თვალები გავახილე და მთვარის შუქზე შავი სილუეტი დავინახე.მამიდა მარიეტა იყო.
-მამიდა?
იგი ნელა შემობრუნდა და შემაძრწუნებელი სახით გამიღიმა, მის თვალებში იკითხებოდა, რომ კარგი არაფერი მელოდა.
-ლეა შენთან საუბარი მსურს.
-ამ შუაღამეს?
მამიდას სახეზე განრისხება შეეტყო.შემეშინდა და იმწამსვე წამოვდექი.
-კარგი.
-ჩემს ოთახში გავიდეთ.
მამიდამ ხელი ჩამკიდა.ისევ ის გრძნობა დამეუფლა, რაც მაშინ ჩახუტებისას.სიცივე ვიგრძენი, გული ამტკივდა.ვცდილობდი მამიდა ვერ მიმხვდარიყო, რომ მეშინოდა, თუმცა მის სახეზე ნათლად სჩანდა, მან ეს უკვე იცოდა და მეტიც ახარებდა.
მან რაღაც ოთახში შემიყვანა.იქ ბნელოდა, მხოლოდ ერთი პატარა სანთელი ენთო, რომელიც ოდნავ ანათებდა ოთახის ნაწილს.
-გისმენ მამიდა.
-რა სულსწრაფი ხარ ლეა, მამაშენივით.
მამას ხსენებაზე სევდამ შემიპყრო.ის ისე მენატრებოდა.
-ლეა უკვე ვიცი, რომ შენ არ ხარ ჩვეულებრივი.შენ არ ჰგავხარ იმ ბავშვებს, რომლებიც შენამდე ყოფილან ამ ოთახში.ბევრად ძლიერი ხარ.
-რას გულისხმობ მამიდა?
-შენ ამ სამყაროს არ ეკუთვნი, ეს ჩემგან გერგო.მე გაჩუქე შენ ეს ძალა.მე ვარ დედაშენი და არა ის არსება, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში არ მაძლევდა უფლებას მენახე.
-შენ მამიდაჩემი არ ხარ?
-ჰო ვარ.მე არ ვარ შენი ბიოლოგიური დედა, თუმცა მე მოგეცი ჩემი ძალა.შენ ჩემი გახდი.ჩემი შვილი ხარ.
-არაფრის მოსმენა აღარ მინდა.ტყუილებს მახვევ თავს, გიჟი ხარ!
ოთახიდან გასვლა დავაპირე, როცა ძლიერმა და ცივა ქარმა დაუბერა და კარი ჩაირაზა.
ეს მამიდამ გააკეთა.მისკენ შევბრუნდი, მის დანახვაზე ლამის გონება დავკარგე.მისი მშვენიერი თვალები შავ, დემონურ, არაამქვეყნიურ თვალებად იქცნენ.ხოლო თითებზე ბრჩხილების ნაცვლად კლანჭები ჰქონდა.
მეშინოდა, ვტიროდი.შველას ვითხოვდი.
-ჩემი არ უნდა გეშინოდეს ლეა! შენ ის ხარ ვისაც ვეძებდი.არასდროს გავნებ ჩემო პატარავ.
ის მე მომიახლოვდა.რაღაც ძნალა მაკავებდა, რომ არ გავქცეულიყავი.ის მომიახლოვდა.საჩვენებელი თითი წარბებს შორის დამადო.უეცრად გავითიშე.როცა თვალები გავახილე სულ სხვა სამყაროში ვიყავი.ირგვლივ თოვლი იყო.ციოდა, ცაში წითელი ხაზები ელავდნენ.ჩურჩული მესმოდა.მამიდა მარიეტას ხმას ჰგავდა.
-არ იყვირო! ჩუმად იყავი!
ზუსტად იგივე მითხრა იმ კაცმაც, ვინც დედა მოკლა.
უეცრად იგი ჩემს წინ აღმოჩნდა.მიყურებდა, მაგრამ ნიღაბი აღარ ფარავდა მის სახეს.მისი თვალები სევდით იყო სავსე და შეწყალებას მთხოვდა.ბრაზმა შემიპყრო.თვალწინ დედა წამომიდგა, რომელიც სისხლისგან იცლებოდა.თავს ვეღარ ვაკავებდი.სიბოროტემ შთანთქა ჩემში ყველაფერი კარგი.ამ კაცს მივუახლოვდი.გაქცევა არ შეეძლო, მას მე ვაკავებდი.შენდობას მთხოვდა.ყელში წავავლე ხელი და მაღლა ავიტაცე.იგი ხმას არ იღებდა, რაც უფრო მაღიზიანებდა გავუღიმე, დაბლა დავსვი შემდეგ კი მარცხენა ხელით გული ამოვგლიჯე.რამდენიმე წამში ძირს დაეცა უგონოდ და უგულოდ.მე მეცინებოდა.თავს კარგად ვგრძნობდი, რადგან დედის მკვლელიდმ დავსაჯე.მაგრამ ეს სიხარული დროებითი იყო.მალე მოვეგე გონს.მივხვდი, რომ ბოროტება ჩემს მართვას ცდილობდა.თვალები დავხუჭე და როცა გავახილე კვლავ იმ ოთახში აღმოვჩნდი, სადაც მამიდამ შემიყვანა.
მამიდა ჩემს წინ იდგა.მიღიმოდა.
-რატომ მთხოვე ჩუმად ყოფნა?
-ეს შენთვის არ მითხოვია.ეს იმ მიწიერს ვუბრძანე, არ მინდოდა გცოდნოდა, რომ მას არ მოუკლავს დედაშენი.მაგრამ რადგან ახლა უკვე შენც ისეთივე ხარ, როგორც მე დროა იცოდე.იმ ადამიანს არ მოუკლავს დედაშენი.ის სრულიად სუფთა იყო.
ბრაზი მომერია.ჩემში ველური არსება იღვიძებდა.კონტროლი არც მსურდა.
-ეს შენ ჩაიდინე?!
-ჰო ლეა.
-რატომ?!
-ის ქალი ხელს გიშლიდა, ზედმეტად ადამიანურს გხდიდა!
-ჰაჰჰ...იცი? მართალი ხარ მამიდა!
მამიდას ბოროტული თვალები გაუბრწყინდა.გაუხარდა ჩემი პასუხი, იფიქრა, რომ მის ჭკუაზე მართვას შეძლებდა, თუმცა ამაოდ.
-მოდი მამიდა, ჩაგეხუტო.
მამიდას მივუახლოვდი.ჩავეხუტე.მთელი ჩემი არაამქვეყნიური ძალა გამოვიყენე.მესმოდა მისი კვნესა.მთხოვდა გავჩერებულიყავი.ჩემი მკლავებიდან მოვიცილე.დემონური თვალებიდან შავი სისხლი სდიოდა.
ის მუხლებზე დაეცა.მეც ჩავიმუხლე და ყურში ჩავჩურჩულე
-ჩუმად იყავი!
შემდეგ კი ერთი ხელის მოქნევით მისი თავი მოსწყდა სხეულს და ოთახის კუთხეში გაგორდა.
მამიდას სხეული რამდენიმე წამში ფერფლად იქცა და სრულიად გაქრა.

***
წლები გავიდა.ვცდილობ ვაკონტროლო ბოროტება, რომელიც ჩემში ცხოვრობს, მაგრამ დღითიდღე უფრო რთული ხდება.მაიძულებს ადამიანები დავხოცო.არ მსურს უდანაშაულო ხალხს ვავნო, ამიტომაც მოკვლის სურვილს დამნაშავეების დასჯით ვიკლავ.

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ონისე კაჩალინი
ონისე კაჩალინი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0