x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
Echowaves-ისთვის მზადება ანაკლიაში დასასრულს უახლოვდება
image

ფესტივალ Echowaves-ის დაწყებამდე 8 დღე რჩება. გუშინ, 14 აგვისტოს, შუადღის 4 საათიდან ფესტივალის ბილეთების ფასი გაიზარდა. მულტიფასი 170 ლარი გახდა, დღიური ბილეთები კი 75.


ფესტივალი 23 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე გაიხსნება. პირველი შემსრულებელი Juan Atkins და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ორკესტრი იქნება და ისინი მთავარ სცენაზე-Wave Stage-ზე დაუკრავენ.


ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება და მის ორგანიზებაში სერბული EXIT ფესტივალიც არის ჩართული.


10 აგვისტოს ანაკლიაში ფესტვალის მედიატური გაიმართა. ორგანიზატორებმა ტურიზმის დეპრტამენტის წრმომდგენლებთან ერთად ჟურნალისტებს მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინეს და პროექტის დეტალებზე ისაუბრეს.

ამ ეტაპზე ფესტივალის ტერიტორიაზე სცენების და კვების ობიექტების კონსტრუქციების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რაც კვირის ბოლომდე დასრულდება.


დღეისათვის სრულად აწყობილია Eye Stage-ის კონსტრუქცია. ამჟამად კი მუშაობა განათებისა და დეკორაციის აწყობაზე მიმდინარეობს.


Wave Stage-ის კონსტრუქციის მოწყობა უახლოეს დღეებში დასრულდება. დეკორაცია და განათების სისტემებიც კვირის ბოლომდე დამონტაჟდება.


Taiyo Stage -ის მშენებლობა უკვე დასრულებულია და გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება Khidi stage-ს, მისი კონსტრუქციაც კვირის ბოლომდე იქნება მზად.


ფესტივალის ორგანიზატორებმა გახმოვანების სისტემა ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიისგან შეიძინეს. აპარატურას საქართველოში რამდენიმე დღეში ელოდებიან, რის შემდეგაც უკვე მისი სცენებზე დამონტაჟება დაიწყება.


ორგანიზატორები ცდილობენ ყველა დეტალი წესრიგში იყოს და ანაკლიაში ჩასულ მსმენელს საუკეთესო მუსიკა დაგარემო შესთავაზონ.


„ეს მართლაც განსკუთრებული პროექტია. საერთაშორისო ბრენდთან, EXIT-თან ერთად პირველად კეთდება ფესტივალი საქართველოში. იმედი მაქვს, ის სამომავლოდაც გაგრძელდება და აქ კიდევ ბევრ სტუმარს ჩამოიყვანს. ჩვენი სურვილია, საუკეთესო ფესტივალი შევთავაზოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებს.“ -ამბობს ფესტივალის სლოვენიელი ორგანიზატორი, Anaklia Entertainment Group -ის აღმასრულებელი დირექტორი ბრანე კოსტადინოვი


image


ფესტივალის პროგრამის მენეჯერი, საშა ჯურჯევიჩი Echowaves-ის, საერთაშორისო მნიშვნელობაზე საუბრობს და მას ქვეყნებს შორის დამაკავშირებელ სივრცედ მოიაზრებს:


„ეს ფესტივალი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა ქართული ელექტრონული სცენისთვის. ეს იქნება ერთგვარი ხიდი საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის, რადგან ხელს შეუწყობს არტისტების გაცვლას და მათი გამოცდილების გაზიარებას. ანაკლიაში მსმენელს არაერთი ექსკლუზიური შოუ ელოდება. მაგალითად საშუალება ექნებათ მოუსმინონ ბენ ქლოქისა და მარსელ დეტმანის B2B სეტს, რაც საკმაოდ იშვიათია."


1
44
7-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
44
  
2018, 15 აგვისტო, 15:36
ღამითაც კი მუშაობენ, კარგადაა ორგანიზებული....
0 1 1