x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ვულკან სინდაკეს ამოფრქვევა იაპონიის რეგიონს განადგურებით ემუქრება
image
ვულკან სინდაკეს სავარაუდო კატასტროფულ ამოფრქვევასთან დაკავშირებით იაპონიის მთავრობაში კრიზისის შტაბი ჩამოყალიბდა. ვულკანი კუნძულ კუტინოზრაბუზე, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს

როგორც სააგენტო Kyodo- წერს, შესაძლო კატასტროფის შესახებ ინფორმაცია იაპონიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა. ექსპერტების აზრით, ვულკანის ამოფრქვევა რეგიონის ყველა მაცხოვრებელისთვის კატასტროფა იქნება.

ამ დროისთვის, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით საფრთხის დონე მეოთხე ნომერია, რაც ნიშნავს :- "ევაკუაციისთვის მომზადებას".

კრიზისის შტაბი რეგიონის ხალხს დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ვინაიდან იქნება ლავის დინება და ვულკანური ქვების ცვენა.


შეგახსენებთ, რომ კუნძულ კუტინოზრაბუზე ვულკანის ბოლო ამოფრქვევა მოხდა 2015 წლის მაისში. მას მიეცა საფრთხის მეხუთე დონე. ამასთან დაკავშირებით, ყველა მაცხოვრებელი სასწრაფოდ ევაკუირებული იყო. მათ საკუთარ სახლებში დაბრუნება მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ შეძლეს.image

0
95
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0