x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
2019 წელს გერმანია მზის ბატარეაზე მომუშავე ავტომობილს სერიულად გამოუშვებს

image

ოთხწლიანი შრომის შემდეგ, მზის პანელზე მომუშავე ელექტრომობილი Sono Sion მომავალ წელს სერიულად გამოვა.

330 მზის პანელი განთავსებულია ავტომობილის სახურავზე, "კაპოტზე", უკანა ნაწილსა და კარებზე, ავტომობილი დაფარულია პოლიკარბონატის ფენით, რომელიც მდგრადია ნაკაწრების მიმართ. ავტომობილის პარამეტრებია:სიგრძე-4110 მმ, სიგანე-1790 მმ და სიმაღლე-1680მმ, Sono Sion-ში ხუთი ადამიანი ეტევა.

image

სალონში ციფრული პანელი და სენსორული საინფორმაციო-გასართობი სისტემაა განთავსებული. ყველაზე დიდი სიახლე ისაა, რომ პანელი დაფარულია ხავსით. ხავსი მოწყობილობათა პანელზე მოქმედებს, როგორც ბუნებრივი საჰაერო ფილტრი და არეგულირებს ტენიანობას.

image

ავტომობილია აღჭურვილია 80 კვტ / 250 ნმ ელექტროძრავით, მაქსიმალური სიჩქარე 140 კმ/სთ-ში. სრულიად დამუხტული ლითიუმ-იონური აკუმლიატორით ავტომობილს შეუძლია 250 კილომეტრის დაფარვა, Sion-ის დამუხტვა შესაძლებელია სახლის პირობებში, Type 2 და CCS-ით.

image

image

Sion ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლიდან, მისი ფასი 16 000 ევროა აკუმულატორის გარეშე, ხოლო აკუმულატორი შესაძლებელია განვადებით აიღოთ ან გადაიხადოთ ნაღდი - 4000 ევრო.

0
194
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0