x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დედა ტერეზას ცნობილი და დამაფიქრებელი გამონათქვამები
1. თუ თქვენ გულითადი და გულღია ხართ, ადამიამებმა შეიძლება მოგატყუოთ. ამისდა მიუხედავად, იყავით გულითადები და გულღიები.

2. გაუნაწილეთ ადამიანებს ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ და ეს არ იქნება არასდროს საკმარისი, მაგრამ ამისდა მიუხედავად, გაუნაწილეთ მათ ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ.

3. ის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში აშენებდით, შეიძლება ერთ ღამეში დაანგრიოს ვინმემ. ამისდა მიუხედავად, აშენეთ!

4. თუკი თქვენ წარმატებული ხართ, თქვენ გაგიჩნდებათ, როგორც ჭეშმარიტი, ასევე ყალბი მეგობრები. ამისდა მიუხედავად იყავით წარმატებულები!


5. თუ ერთ ადამიანზე გაბრაზდებით, სხვას ნუ დასჯით. ყოველი ადამიანი განსხვავებულია, სიყვარულის და ნდობის შესაძლებლობას ნუ დაკარგავთ.

6. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა ძალიან პატარა იქნებოდა, ამ წვეთების გარეშე.image

7. ცხოვრება ხანმოკლეა იმისათ ის, რომ რამე გაწუხებდეთ. ასე რომ გიყვარდეთ და გჯეროდეთ ერთმანეთის.

8. რაც უფრო მეტ სიყვარულს, სილამაზეს და სიკეთეს აღმოაჩენთ თქვენ თავში, მით უფრო მეტს დაინახავთ მთელს სამყაროში.

9. დიდი საქმეების კეთება არაა საჭირო, აკეთეთ პატარა საქმე ოღონდ დიდი სიყვარულით.

10. გაუღიმეთ ერთმანეთს, ეს ადამიანების სიყვარულის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

11. თუ ასობით ადამიანს ვერ დააპურებ, ერთი ადამიანი მაინც დააპურე.

12. ღმერთი იმიტომ გვიგზავნის განსაცდელს, რომ დავძლიოთ და უფრო გავძლიერდეთ.

13. ბედნიერების გასაღები არ არსებობს. კარი ყოველთის ღიაა.

14. დათესეთ სიკეთე და სიყვარული ყველგან, პირველ რიგში კი თქვენ საკუთარ სახლში.

15. ყველაფერი რასაც აკეთებთ სიყვაეულით აკეთეთ, ან საერთოდ არ გააკეთოთ.

16. სადაც არ უნდა წახვიდე, ეცადე რომ სიყვარული მიიტანო... აჩუქე სიყვარული შენ ბავშვებს და მეუღლეს, შენს ახლო მეზობელს... არავის მისცე ნება ისე დაგშორდეს, რომ უფრო კარგად და ბედნიერად არ გრძნობდეს თავს... იყავი ღვთის სიკეთის ცოცხალი გამოხატულება: სიკეთე შენს სახეზე, სიკეთე შენს თვალებში, სიკეთე შენ ღიმილში.

17. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ პატიება შურისძიებაზე უფრო ძლიერია. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას, ეს ჩვენ ბუნებაშია, მაგრამ ის რასაც განრისხების დროს ჩავდივართ, სამუდამოდ ტოვებს ჩვენში კვალს... შეჩერდი და დაფიქრდი. იფიქრე, ვიდრე რამეს გააკეთენდე... იყავი მომთმენი...აპატიე და დაივიწყე, გიყვარდეს ერთი და ყველა... თუ ადამიანების განსჯაში კარგავ დროს, ხშირად დრო აღარ გრჩება, რომ გიყვარდეს ისინი. image

18. როდესაც გულწრფელად უღიმი ვინმეს, ეს გულწრფელი სიყვარულის გამოხატულება და საჩუქარია.

19. ზუსტად არ ვიცი როგორი იქნება სამოთხე, თუმცა ვიცი ის, რომ როდესაც იმქვეყნად წავალთ და ჩვენი განსჯის დრო დადგება ღმერთი არ გვკითხავს, თუ რამდენი კარგი საქმე გავაკეთეთ ამქვეყნად, იგი გვკითხავს, თუ რამდენი სიყვარული ჩავაქსოვეთ იმაში, რასაც ვაკეთებდით.

20. ყველაზე საშინელი სიღარიბე მარტოობაა და გრძნობა იმისა, რომ არავის უყვარხარ.

0
305
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0