x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილი ქართველები, რომლებიც ყაჩაღობის, ქურდობის ან თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ
image

ყა­ჩა­ღო­ბის, ქურ­დო­ბი­სა და თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი თით­ქმის ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი გამ­ხდა­რა. მათ შო­რის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც.

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ია ფა­რუ­ლა­ვა 8 წლის იყო, როცა მის სახ­ლში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი შე­ვიდ­ნენ. მძარ­ცვე­ლებს ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ სახ­ლში დიდი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა ინა­ხე­ბო­და, ფა­რუ­ლა­ვე­ბის და­ყა­ჩა­ღე­ბა ამი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტეს. მსა­ხი­ობ­ზე 8 წლის ასაკ­ში გა­და­ტა­ნილ­მა სტრეს­მა მძი­მედ იმოქ­მე­და და ის ში­შით ქუ­ჩა­ში ვე­ღარ გა­დი­ო­და.

- რო­დის მოხ­და თქვენს ოჯახ­ში ყა­ჩა­ღო­ბა?


- დიდი ტრავ­მა იყო ჩემ­თვის ეს ფაქ­ტი, 1976 წელს მოხ­და ყა­ჩა­ღო­ბა ჩვენ­თან, პა­ტა­რა ბავ­შვი ვი­ყა­ვი. დედა სამ­კურ­ნა­ლოდ წა­სუ­ლი იყო რუ­სეთ­ში, მამა მო­ქან­და­კე გახ­ლდათ და ყო­ველ­დღე სა­ხე­ლოს­ნო­ში მი­დი­ო­და, სახ­ლში სა­ღა­მოს ბრუნ­დე­ბო­და. სახ­ლში გვქონ­და სა­ინ­ტე­რე­სო ხა­ტე­ბის და ხან­ჯლე­ბის კო­ლექ­ცია. უცხო­ე­ლე­ბი რომ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ჩვენ­თან მოჰ­ყავ­დათ რო­გორც მუ­ზე­უმ­ში. ეზო­ში ვთა­მა­შობ­დი და სახ­ლში ავე­დი, ბე­ბი­ას­თან, მინ­დო­და გა­მო­მერ­თვა 20 კა­პი­კი ნა­ყი­ნის­თვის. კარს ჯერ არა­ვინ მი­ღებ­და, შემ­დეგ უცხო ადა­მი­ან­მა გა­მი­ღო და შე­მათ­რია სახ­ლში. ოთახ­ში ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი იყო ფარ­დე­ბი და იდგა ორი უცხო მა­მა­კა­ცი, სა­ხე­ზე ნიღ­ბე­ბი კალ­გოტ­კე­ბი ჰქონ­დათ ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი, ხელ­ში ია­რა­ღე­ბი ეჭი­რათ. ბე­ბი­ა­ჩე­მი კი ცუ­დად იყო და იწვა. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. ხა­ტებს ალა­გებ­დნენ. ვეხ­ვე­წე­ბო­დი ბე­ბი­ა­ჩე­მი არ მოკ­ლათ-თქო და მამ­შვი­დებ­დნენ არ მოვ­კლავ­თო. იყო ასე­თი ეპი­ზო­დი ერთ-ერთი მძარ­ცვე­ლი წყალს ას­ხამ­და ბე­ბი­ა­ჩემს, მერე შეს­თა­ვა­ზა ქალ­ბა­ტო­ნო, იქ­ნებ წყა­ლი და­ლი­ო­თო, ქარ­თლე­ლი ქალი იყო ბე­ბი­ა­ჩე­მი და უთხრა, მოგ­კლავ, ხე­ლე­ბი ჩა­ყა­ვი წყალ­ში და მა­გას დავ­ლე­ვო. მძარ­ცვე­ლე­ბი მო­ვა­ტყუე, მამა ბრუნ­დე­ბა სახ­ლში და და­გი­ჭერთ-თქო. მოხ­და სა­ოც­რე­ბა და მამა, რო­მე­ლიც არას­დროს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა სახ­ლში დღი­სით, დაბ­რუნ­და ერთი ხა­ტის გამო რეს­ტავ­რა­ტორ­თან ერ­თად. ორი ქურ­დი უკვე გა­სუ­ლი იყო სახ­ლი­დან, და­ვი­ნა­ხე თუ არა მამა, ვუ­თხა­რი ქურ­დე­ბი არი­ან-თქო. ხელ­ში ეჭი­რა ბევ­რი გა­სა­ღე­ბე­ბის შეკ­ვრა და სახ­ლში ვინც იყო დარ­ჩე­ნი­ლი, მას ეს­რო­ლა, ხან­ჯლე­ბი კე­დელ­ზე გვქონ­და და­კი­დე­ბუ­ლი და ხან­ჯა­ლი მო­მე­ცი­თო, უთხრა ბე­ბი­ა­ჩემს და ბე­ბი­ა­ჩემ­მა ჰკი­თხა, რო­მე­ლიო, მა­მამ ერთი მძარ­ცვე­ლი და­ი­ჭი­რა.გაგრძელება

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0