x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
დაკითხვის ოთახი
image

თავი 1

პატარა ოთახს, რომლის კედლები ნახევრამდე ლურჯად იყო შეღებილი, მხოლოდ ჭერზე დაკიდებული მბჟუტავი ნათურის შუქი ანათებდა.შუქის სვეტი პირდაპირ ოთახის შუა ნაწილში დადგმულ რკინის მაგიდას ეცემოდა.სვეტზე კი მტვრის პატარა ნაწილაკები ქაოსურად ტრიალებდნენ.ქარბორბალასავით.

მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ ორი სკამი იდგა, ერთ ერთ სკამზე თეთრ მაისურიანი, სისხლში გასვრილი ახალგაზრდა ბიჭი ხელბორკილებით მიებათ.მის შორიახლოს კი კოსტიუმში გამოწყობილი მაღალი, განიერ მხრებიანი მამაკაცი დაიარებოდა.მას თან ხელში ფურცლები ეჭირა, შიგნით დაჟინებით ჩაჰკირკიტებდა და ძალიან დაბალი ხმით გაურკვევლად ბუტბუტებდა რაღაცას.აშკარად დანაშაულის დეტალებს ეცნობოდა.თავად სკამზე მიბმულ ახალგაზრდას წინ მდგომის თვალის შევლების თანავე დაბალ კლასელი სკოლის მოსწალვე წარმოუდგა თვალწინ, რომელსაც სახლში გაკვეთილის სწავლა ვერ მოესწრო და ახლა მეცადინეობის დაწყებამდე ყველაფერს თავგანწირვით იმეორებდა.ბიჭს სახეზე ღიმილიც კი აუთამაშდა, მიუხედავად იმისა, რომ სასაცილოდ საქმე ნამდვილად არ ჰქონია.


-გეღიმებათ კიდეც?-მოლოდნელად მკაცრი ხმით იკითხა კოსტიუმიანმა, მაგიდას მიუახლოვდა, ნახევრად სავსე ყავის ჭიქა მასზე მიაგდო და წინ მდგომ სკამზე ფრთხილად ჩამოჯდა.თითქოს დეტექტივის დიდი წონის გამო დაიჩივლაო, სკამმა მწარდ დაიჭრიალა.კოსტიუმიანი მამაკაცი ტანათ მართლაც ძალიან დიდი იყო, თუმცა მსუქანსაც ვერ ვუწოდებდით.მისი ხელის თითები, უზარმაზარი თავი და ოთხკუთხედი სახე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ვიღაცამ მთელი სხეული ბუშტივით გაუბერაო.სკამზე მიბმულს ერთი წამით შეეშინდა კიდეც წინ მჯდომის, თუმცა შიშის გარეგნულად გამოხატვისგან როგორღაც თავი შეიკავა.

-კარგით, თქვენი თქმით მსხვერპლს გუშინ, დაახლოებით საღამოს 10 საათზე შეხვდით საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის ბარში.ასეა??-მეხის გავარდნასავით მრისხანე ხმით დასვა თავისი პირველი კითხვა კოსტიუმიანმა.

-დიახ.ასეა.

-გოგონა ადრეც გყავდათ ნანხი, თუ ეს თქვენი პირველი შეხვედრა იყო?

-არ მესმის ამით რისი თქმა გინდათ.-უმწეოთ წარმოთქვა ახალგაზრდამ.მისი შედარებით წვრილი ხმა, დეტექტივის ხმასთან ჩიტის ჭიკჭიკს წააგავდა.

-მიპასუხეთ შეკითხვაზე თუ შეიძლება.-ხმაში ზედმეტი აგრესიის გარეშე უპასუხა გამომძიებელმა.

-ხომ გითხარით.პირველად შევხვდი.აქამდე ნანახი არ მყავდა.ცოტა ვისაუბრეთ და მერე ჩემს სახლში ასვლა გადავწყვიტეთ.

-რაზე საუბრობდით?

-განსაკუთრებული არაფერი ყოფილა.-კიდევ უფრო დაიდაბლა ხმა ეჭვმიტანილმა.-ჩემს თავზე რამოდენიმე სიტყვით მოვუყევი და....

-და ამის შემდეგ სახლში ამოგყვათ?-წინ მჯდომს გაოცებისგან თავისი ისედაც დიდი თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა.

-დიახ ასე იყო.

-ამის დედაც!-ირონიული ხმით შეიგინა დეტექტივმა.-მე კი მასე არასდროს მიმართლებს...კარგით.მსხვერპლმა თავის თავზე რამე მაინც მოგიყვათ?

კითხვას ტრადიციული, მოკლე და კონკრეტული პასუხის ნაცვლად სიჩუმე მოჰყვა.ეჭვმიტანილს თითქოს არაფერი ჰქონდა სათქმელი.

-გეკითხებით...რამე მოგიყვათ მეთქი??ის მაინც იცით რა ერქვა გარდაცვლილს?

-მე....არა...ნამდვილად ვერ გეტყვით.

-ანუ გინდათ თქვათ, რომ თქვენთვის საკუთარი სახელიც კი არ გაუმხელია?

-ამას არ ვამბობ.მითხრა უბრალოდ აღარ მახსენდება.

-გასაგებია.ალბათ ახლა თქვენც ხვდებით რამდენად საეჭვოა ეს ყველაფერი.-იდუმალი ხმით წაიჩურჩულა დეტექტივმა, ყავის ჭიქას ხელი წამოავლო და ერთი ყლუპით მთლიანად დაცალა.-თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მეორე დღეს ჩვეულებრივ იმ ქალების სახელებს პრობლემების გარეშე ვიხსენებ, ვისაც წინა დღით შევხვდი.მით უმეტეს თუ სახლში ღამეს მათთან ერთად გავატარე.

თავის გამართლების ნაცვლად ეჭვმიტანილი ისევ დადუმდა და სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდით ღრმა ფიქრებშიც წავიდა.მის წინ მჯდომს ეს რა საკვირველია არ გამოპარვია, იგი ყველაფერს მიცემდა იმისათვის, რომ ახლა ეჭვმიტანილის ტვინში შეეღწია და იქედან ძალით ამოეგლიჯა დანაშაულის ის მცირე დეტალები, რომლებიც საქმის გამოძიებას დაეხმარებოდნენ.თითქოს დამნაშავის ვინაობა ცხადზე უფრო ცხადი იყო და იგი ახლა მის ცხვირ წინ იჯდა.დეტექტივის ნება, რომ ყოფილიყო ამ მოძალადე ლაწირაკს ხელს წამოავლებდა და დაუყოვნებლივ უვადო პატიმრობას მისცემდა, თუმცა კარგად იცოდა, რომ კანონი ამის ნებას არ დართავდა.საჭირო იყო რაიმე მტკიცებულების მოძებნა მაინც.

-გასაგებია.შემდეგ რა მოხდა.-განსაკუთრებული ენთუზიამზმის გარეშე დასვა კითხვა ფიქრებიდან გამორკვეულმა დეტექტივმა.

-რაც პოლიციელებს ადრე ვუთხარი.-მხრები აიჩეჩა ეჭვმიტანილმა.-სახლში ავედით, შემდეგ როგორც ხდება ხოლმე ცოტა დავლიეთ.სასმელი რომ გამოილია ქვემოთ, საყიდლად ჩავედი....

-სად ჩახვედით?-დაინტერესდა დეტექტივი.

-როგორ თუ სად.-გაიკვირვა ეჭვმიტანილმა.-მაღაზიაში.სასმლის საყიდლად.სხვაგან სად უნდა წავსულიყავი.

-მაღაზია თქვენი სახლიდან შორსაა?

-არა.ორ ნაბიჯზეა, ჩასვლას და ამოსვლას 5 წუთი თუ დაჭირდება....

-ანუ თქვენი ვერსია ასეთია-ისევ შეაწყვეტინა მოსაუბრეს დეტექტივმა, მაგიდაზე მიმოფანტული ფურცლებიდან ერთ ერთი ახლოს მიიწია და ხმამაღლა დაიწყო მონათხრობის ბოლო ნაწილის მოყოლა, ისე რომ ზემოთ არც ამოუხედავს.-სასმლის მაღაზიიდან დაახლოებით 5 წუთში ისევ უკან დაბრუნდით, სახლში შემოსვლისას მსხვერპლს თქვენი მისვლის შესახებ აცნობეთ, მაგრამ არავინ გამოგეხმაურათ.ამით დაეჭვებულმა სამზარეულოს დანა ხელში აიღეთ, სასტუმრო ოთახში შეხვედით და დივანზე სასტიკად ნაწამები გვამი დაგხვდათ.ხომ არაფერი მეშლება?და თავად გვამი როგორ მდგომარეობაში იყო?

-გვამი...-ცოტა შეყოყმანდა ეჭვმიტანილი.-გვამი...საშინელ მდგომარეობაში იყო, როგორც თქვენ თქვით.ასეთი რამ...ჩემს ცხოვრებაში არასდროს მინახავს.დივანზე ცოცხალი ადამიანივით იჯდა.ვიღაცას მისთვის თავი მოეჭრა და ფეხებთან დაეგდო.საწყალს თვალები ისევ გახელილი ჰქონდა და ნელ-ნელა სისხლით ევსებოდა...სახეზე შემზარავი გამომეტყველება ედო.პირი ღია ქონდა.ეტყობა თავდასხმის მომენტში მკვლელი დაინახა და ყვირილი დაიწყო.ამ სანახაობისთვის თვალი რომ ამერიდებინა ყურადღება მის ხელებზე გადავიტანე, და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ მას....იმ ვიღაცამ ფრჩხილები სათითაოდ დააცალა.თუმცა დაცლილი ფრჩხილები ახლომახლო ვერ ვიპოვე, შეიძლება მერე პოლიციელებმა ნახეს გვამის დათვალიერებისას, მაგას უკვე ვეღარ გეტყვით.ამ დროისთვის მე ეჭვმიტანილის იარლიყი მიმაკრეს და განყოფილებაში გადამიყვანეს.

-ესეიგი ხუთი წუთით გარეთ გახვედით, მაშინვე შემობრუნდით და ადგილზე გვამი დაგვხდათ.იმასაც ამბობთ რომ სიკვდილის წინ არლბათ ყვიროდაო, მაგრამ თუ ასე იყო რატომ ვერ გაიგონეთ ეს ყვირილი?თქვენი აზრით სახლში თქვენი გასვლის შემდეგ ვიღაც შევიდა, სულ რაღაც 5 წუთში ადამიანს თავი მოაჭრა, ყველა ფრჩხილი სათითაოდ დააძრო და თქვენს მოსვლამდე გაუჩინარდა ისე რომ არავის არაფერი დაუნახავს და გაუგონია?მით უმეტეს, რომ მსხვერპლის თავის მოჭრაზე მკვლელს როგორც დავადგინეთ დიდი ხანი უწვალია.ნუთუ გგონიათ რომ ასეთ სისულელეს დაგიჯერებთ?

-მე არაფერი დამიშავებია!!!-ხმაში ბრაზი შეერია ეჭვმიტანილს, შემდეგ ცოტა ხანი ისევ დაფიქრდა და რამოდენიმე წუთის შემდეგ ისეთი სახე მიიღო, თითქოს უდიდესი აღმოჩენა გააკეთაო.

-აბა ვინ, თუ არა თქვენ???

-შეიძლება არ დამიჯეროთ-დაიწყო ეჭვმიტანილმა, ამჯერად იგი სრულ უიმედობას შეეპყრო.-მაგრამ მგონი ვიცი ეს ვინც გააკეთა.ეს რამოდენიმე დღეა ვიღაც უკან დამყვება.ვიღაც შავკაპიშონიანი ტიპი.უკვე რამოდენიმე ადგილზე ვნახე სადაც ვიყავი.სახე არ დამინახავს, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ეს მან გააკეთა.აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის იქნებოდა.

ახალგაზრდა რა საკვირველია არ მოელოდა იმას, რომ დეტექტივი მას ასე ადვილად დაუჯერებდა, თუმცა რაც მოხდა მის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.წინ მდგომმა მოისმინა თუ არა ეს ბრალდება თავი გააქნია და სიცილი აუტყდა.ბიჭმა ამ ხნის განმავლობაში მომცინარი დეტექტივი პირველად დაინახა, თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ ჯობდა არც ენახა.ეჭვმიტანილმა სწორედ ახლა შენიშნა, რომ დამკითხველს წინა კბილები აკლდა და მის ნაცვლად ვერცხლის პროთეზები ჰქონდა ჩასმული.ხოლო ამ უზარმაზარი სახისა და დამახიჯებული კბილების ყურება არც თუ ისე სასიამოვნო სანახაობას წარმოადგენდა.ბოლოს, როცა დეტექტივმა სული მოითქვა, რაღაც ჩაილაპარაკა, ზუსტად რა, ამის გარკვევა შეუძლებელი იყო, მაგრამ ახალგაზრდამ მასში მხოლოდ ერთი სიტყვა“სისულელე“გაარჩია.როცა სული უკვე ბოლომდე მოითქვა, დეტექტივმა ისევ თავისი საფირმო მკაცრი სახე მიიღო, ყავის ჭიქას ხელი დაავლო და კარისკენ წავიდა, თან ამჯერად უკვე გარკვევით, ეჭვმიტანილს მიაძახა:“გირჩევ რაიმე უფრო ჭკვიანური მოიფიქრო შვილო!!“

თავი 2

ყავით ბოლომდე სავსე ჭიქა დეტექტივს კმაყოფილი სახით მიჰქონდა დასაკითხი ოთახისაკენ.მას ახარებდა ის ფაქტი, რომ საქმე თითქმის უკვე გახსნა.იმ უაზრო ბრალდებების შემდეგ სიმართლის დამტკიცება მისთვის განსაკუთრებულ სირთულეს აღარ წარმოადგენდა, მხოლოდ რამოდენიმე“მომაკვდინებელ“კითხვას დაუსვამდა სავარაუდო დამნაშავეს, მის ისტორიას გულისყურით მოუსმენდა და შემდეგ ყველაფრის კარგად გაანალიზებით, მონაყოლში არალოგიკურ მომენტებს იპოვნიდა.საქმეს ისიც აიოლებდა, რომ დღეს განყოფილებაში ტექნიკური შეფერხება იყო.ასე, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიძლებოდა ძალადობის ხერხისთვის მიმართვაც, ამას კი დასაკითხ ოთახში მყოფების გარდა სხვა ვერავინ გაიგებდა.

სწორედ ამ სასიამოვნო ფიქრებით მიაბიჯებდა დეტექტივი წინ და ცხელ ყავას ნელ ნელა ხრუპავდა, რომ ორ წუთში ისევ ჭიქის შესავსებად უკან დაბრუნება არ დაჭირვებოდა.რამოდენიმე მიხვევ მოხვევისა და ბნელი კორიდორის გავლის შემდეგ დასაკითხი ოთახიც გამოჩნდა.დეტექტივი მოემზადა.ფილტვებში განყოფილების ბინძური და აყროლებული ჰაერი შეუშვა, ღრმად ამოიხვნეშა და კარი ისე გააღო რომ“ოპონენტისთვის“თავისი უპირატესობა ისე დაემტკიცებინა როგორც ეს საჭირო იყო, თუმცა რაც დაკითხვების ოთახში აღმოჩნდა, უკვე წინანდელ“ოპონენტს“ნაკლებად გავდა.გაოცებისგან დეტექტივს თვალები კინაღამ ბუდეებიდან გადმოცვივდა.ყავის ჭიქა იატაკზე დავარდა და ცხელი სითხე მოქნილად გასრიალდა იმ მხარეს, სადაც ახლა დასახიჩრებული გვამი იმყოფებოდა.მას თავი ჰქონდა მოჭრილი, რომელიც მკვლელს მაგიდის შუაგულში დაედო.მიცვალებულს სახეზე ისეთი საზარელი გამომეტყველება შერჩენოდა, რომლის დანახვამაც უკვე კარგა ხნის წინ მკვლელობებში უმაღლეს დონეზე გათვითცნობიერებულ დეტექტივსაც კი მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა.მაგრამ ამ საზიზღარ სანახაობას მან მზერა მალევე აარიდა და უნებურად მსხვერპლის ხელებს შეხედა.ორივე ხელი გარდაცვლილს მუხლებზე ჰქონდა დაწყობილი, თითებზე კი ფრჩხილები სათითაოდ დაეძროთ....

თავი 3

პატარა, ნახევრამდე ლურჯად შეღებილ კაბინეტში, რომელსაც მხოლოდ ჭერზე დაკიდებული ნათურის მბჟუტავი შუქი ანათებდა, შუა ადგილზე რკინის მაგიდა იყო მოთავსებული, რომლებსაც გვერდებზე ორი სკამი ჰქონდათ შემოწყობილი.ერთ ერთზე კოსტიუმიანი, მაღალი, ფართო მხრებიანი კაცი ხელბორკილებით მიებათ.იგი ეჭვმიტანილი იყო.ეჭვმიტანილის შორიახლოს სუსტი, ასევე კოსტიუმში გამოწყობილი დაბალი მამაკაცი ბოლთას სცემდა.აშკარად რაღაც ამოუცნობზე ფიქრობდა.მოულოდნელად იგი სკამზე მჯდომისკენ შემობრუნდა, სახე თითქმის სავარაუდო დამნაშავის სახესთან მიიტანა და ირონიურლი ინტონაციით ჰკითხა:“და თქვენ გგონიათ, რომ ასეთ სისულელეს დაგიჯერებთ?“

1
80
შეფასება არ არის
ავტორი:ონისე კაჩალინი
ონისე კაჩალინი
80
  
2018, 23 ივლისი, 10:02
სასმლის მაღაზია--კაცსა მწერლობაზეი პრეტენზიაი აქვს და ასეთ იდიოტობებსა სწერამს..ნწუ,ნწუ,ნწუ....
0 1 1