x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე ჭკვიანი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - თქვენ ხართ სიაში?
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში, ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა, ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი სფეროა.


მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას- "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.


გვჯერა თუ არა, დაბადების რიცხვი და წელი არსებით გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათსა და ბედზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბევრად დამოკიდებულია გარემოსა და აღზრდაზე, თუმცა, ასტროლოგები ამბობენ, რომ ვარსკვლავები მომავლის ყველაზე ერთგული და საიმედო მაცნეები არიან.



image



ამბობენ, თავდაჯერებული და ჭკვიანი ქალების წინაშე, მამაკაცები, ქედს ყოველთვის იხრიან და მეორე ნახევრებად, სწორედ ასეთ ქალებს არჩევენ. მოდით, გადავხედოთ სტატიას და ვნახოთ, ასტროლოგების მიხედვით, რომელი სამი ზოდიაქო ქალია ყველაზე ჭკვიანი და მიზანდასახული?



1. ვერძი.image


ვერძები ბავშვობიდან აოცებენ გარშემომყოფებს თავიანთი გამჭრიახი გონებით. ადვილად შეუძლიათ მეგობრების წრეში ნდობის მოპოვება. უკვე გაზრდილი ვერძი, ადვილად ახერხებს გახდეს ხელმძღვანელი და მიიღოს ამ საქმიანობიდან მაქსიმალური სიამოვნება. ხშირად ავიწყდება, რომ მის პარტნიორ მამაკაცს ეს არ მოწონს, თუმცა მიუხედავად ამისა, ქალ ვერძს, ეს სულაც არ ადარდებს.


ქალი ვერძი ძალიან ამტანია, ადვილად ეჭიდება ურთულეს და მამაკაცის შესასრულებელ მძიმე საქმიანობას. ხშირად არის აგრესიული, თუმცა მალე გადაუვლის ხოლმე გაბრაზება. გულუბრყვილოა, რის გამოც უწევს ხოლმე ღრუბლებიდან ძირს დაშვება. ვერძს ეშინია იმის, რომ მოუწევს საზოგადოებრივი აზრით წასვლა და ყველანაირად ცდილობს ეს ფაქტორი აიცილოს თავიდან.






2. მორიელი.image



ქალი მორიელი, იგივეა, რაც კაცი ქვედაბოლოში. ამ ნიშნით დაბადებულმა გოგონებმა, ბავშვობიდანვე იციან, რომ სხვებს არ გვანან. მარტივად უყურებენ ცხოვრებას, დარწმუნებულია, რომ ყველაზე ურთულესი და მაღალი საფეხურის მიუხედავად, ცხოვრება შედგება წვრილმანებისგან.


მორიელ ქალს აქვს საოცარი ინტუიცია და შეუძლია წაიკითხოს ნებისმიერი პიროვნება. იგი ადვილად ამჟღავნებს მანიპულატორებს, სკამერებს და სხვა არაკეთილმოსურნეებს. ხასიათში აქვს შურისძიება, ამიტომ უმჯობესია თუ არ გააბრაზებთ.






3. თხის რქა.image



თხის რქა ბავშვობიდან მშვიდი, ყურადღებიანი და სერიოზულია. ბავშვობიდანვე არ იზიდავს ბავშვური გართობები. ზრდასრულობაში, თხის რქა სულაც არ ცდილობს ნაცნობების შეძენას, ადვილი არ არის მისი მეგობრების წრეში მოხვედრა. ადვილად პოულობენ საერთო ენას მამაკაცებთან.


პროფესიულ წარმატებებს, მხოლოდ მოწიფულ ასაკში აღწევენ. კონფლიქტურ სიტუაციებშიც ვერ ნახავთ მათ მიერ გამომჟღავნებულ ემოციებს. ძალიან ჯიუტია და ადვილად შეუძლია ძალიან მშვიდი ადამიანიც კი მდგომარეობიდან გამოიყვანოს.



იხილეთ აგრეთვე:



ზოდიაქოს ნიშნები უარყოფითი ენერგეტიკით - გაიგე, ხარ თუ არა სიაშიimage





3 საუკეთესო ქალი (ზოდიაქო), რომელთა ცოლად შერთვა ნამდვილად ღირსimage





ორი ყველაზე შეუთავსებელი ზოდიაქოს ნიშანიimage





კარმული ჰოროსკოპის მიხედვით ვინ იყავით წინა ცხოვრებაში?image





ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნებიimage





ნახეთ რას გიწინასწარმეტყველებთ კარმა (მისი დამთხვევა გაგაოგნებთ)image




1
4841
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4841
  
2018, 22 ივლისი, 13:46
რა საოცარი მოვლენაა ეს მორიელები. :)))
0 1 1