x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
როგორ ხდება მეტყველების დარღვევის დიაგნოსტირება
image

მეტყველების დარღვევის დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავეხმაროთ ბავშვს, გააუმჯობესოს თავისი მეტყველების უნარები ან გაუმკლავდეს ამ დარღვევას. მართალია, ბევრი ბავშვი უბრალოდ გვიან იწყებს ლაპარაკს და მოგვიანებით თვითონვე ახერხებს, რომ დაიწყოს ნორმალურად მეტყველება და დაეწიოს თანატოლებს განვითარებაში, თუმცა ექსპერტები გვაძლევენ რეკომენდაციას, რომ უმჯობესია პრობლემაზე მუშაობის დროულად დაწყება იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს აღნეშნება ჩამორჩენა მეტყველებაში.

არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ბაშვს აქვს რეცეპტული მეტყველების დარღვევა. რეცეპტული მეტყველება ეხება სხვათა მეტყველების გაგების უნარს.

  • 15 თვის ასაკში არ უყურებს იმ ადამიანებსა და საგნებს, რომლებსაც ახსენებს მშობელი ან მზრუნველი.
  • 18 თვის ასაკში არ ასრულებს მარტივ მითითებებს, როგორიცაა: „აიღე ეს სათამაშო“.
  • 24 თვის ასაკში არ შეუძლია, რომ ხელით მიუთითოს დასახელებულ ნახატზე ან სხეულის ნაწილზე.
  • 30 თვის ასაკში კითხვებს არ პასუხობს ხმამაღლა, თავის დაქნევით ან გაქნევით და არ სვამს შეკითხვებს.
  • 36 თვის ასაკში არ შეუძლია 2–საფეხურიანი მითითებების შესრულება და არ ესმის მოქმედების აღნიშნველი სიტყვები (სირბილი, ხტუნაობა...).
(2 მითითება ერთდროულად, მაგ., ადექი და დაითვალე 7–მდე, გააქნიე თავი და თქვი “გამარჯობა“...)


ხოლო ექსპრესიული მეტყველება ფულისხმობს საკუთარი აზრის გამოთქმას. ექსპრესიული მეტყველების დარღვევის ნიშნები:

  • 15 თვის ასაკში არ იყენებენ სამ სიტყვას.
  • 18 თვის ასაკში არ ამბობს დედას, მამას ან სხვა სახელებს.
  • 24 თვის ასაკში არ იყენებს სულ ცოტა 25 სიტყვას.
  • 30 თვის ასაკში არ იყენებენ 2–სიტყვიან ფრაზებს, რომლებიც შეიცავს არსებით სახელსა და ზმნას.
  • 26 თვის ასაკში არ აქვს დაახლოებით 200–სიტყვიანი ლექსიკონი, პასუხის მაგივრად ზუსტად იმეორებს სხვების მიერ დასმულ შეკითხვებს, არ იყენებს დასრულებულ წინადადებებს.
  • 48 თვის ასაკში სიტყვებს არასწორად იყენებს და კონკრეტული სიტყვის მაგივრად იყენებს მის მსგავს ან მასთან დაკავშირებულ სიტყვას.
image

პრობლემის შეფასების პირველი ნაბიჯი არის მოსმენის პრობლემის შეფასება. სმენის პრობლემები მეტყველების დარღვევების გავრცლებული მიზეზია. თუ არ არსებობს სმენის პრობლემები, მაგრამ ბავშვის მეტყველების განვითარება მაინც ჩანს, რომ შეფერხებულად მიმდინარეობს, მაშინ საჭიროა ბავშვის შეფასება ლოგოპედის მიერ.

როგორც წესი, მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვები ჩამორჩებიან სწავლაში თავიანთ თანატოლებს. ისინი შესაძლოა სირთულეებს განიცდიან კითხვისას, წერისას, უჭირთ სხვათა გაგება და საკუთარი აზრის გამოხატვა, არასწორად იგებენ სოციალურ ნორმებს, თავს არიდებდნენ სკოლაში სიარულს და არ შეუძლიათ მსჯელობა.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი აღმოაჩენს მოსწავლის სირთულეებს ენის სწავლასა და მეტყველებაში, ბავშვის მშობლებთან შეთანხმებით, აუცილებელია მოსწავლე გაიგზავნოს დიაგნოსტიკაზე მეტყველების თერაპევტთან (ლოგოპედთან), რათა გაირკვეს მოსწავლის მეტყველების დარღვევის ტიპი და შემდეგ მასწავლებელთან ერთად დაისახოს მოსწავლის მეტყველების გაუმჯობესების სტრატეგიები.

ჩვეულებრივ, ლოგოპედის შეფასება მოიცავს ბავშვის შეფასებას, როგროც რეცეპტულ მეტყველებაში, ასევე, ექსპრესიულ მეტყველებაში. როცა ექსპრესიული მეტყველების განვითარება მნიშნველოვნად ჩამორჩება რეცეპტული მეტყველების განვითარებას, ეს შეიძლება ექსპრესიული მეტყველების პრობლემის ნიშანი იყოს.

აღსანიშნავია, რომ აუცილებელია ბავშვის შემოწმება მათ მშობლიურ ენაში, რადგანაც თუ ბავშვი მოწმდება მეორე სალაპარაკო ენაში, მას შეიძლება ჰქონდეს კომუნიკაციის პრობლმები ამ ენაში და ასეთ შემთხვევაში, ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვს აქვს მეტყველების შეფერხება, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის. ლოგოპედი ასევე ინტერვიუს ატარებს მშობლებთანაც იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღოს ბავშვის მეტყველებაზე სხვადასხვა სიტუაციებში. ამით მას შეუძლია ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ როგორ აფერხებს ბავშვის სუსტი კომუნიკაციის უნარები მის შესაძლებლობას, რომ გააკეთოს ის, რასაც მისი ასაკის ბავშვები აკეთბენ. მაგ., ითამაშოს კონკრეტული თამაში.

მას შემდეგ, რაც მეტყველების თერაპევტი დასვამს დიაგნოზს, ის იწყებს მკურნალობის ეფექტური მეთოდების შერჩევას. შეფასების დროს თერაპევტმა შეიძლება გამოიყენოს განსხვავებული ტაქტიკები, რათა გაიგოს, თუ როგორ რეაგირებს ბავშვი მკურნალობაზე.

ენისა და მეტყველების თერაპია დამოკიდებულია დარღვევის სპეციფიკაზე და მის სირთულეზე. ასევე, ბავშვის მზაობაზე, ოჯახის ჩართულობაზე, ბავშვის კომუნიკაციის უნარზე. მაშინ, როდესაც ბგერების გამოსწორება ზოგ ბავშვთან შეიძლება ერთი თვეშიც დასრულდეს, ზოგიერთი თერაპია თვეები ან წლებიც გრძელდება.

0
88
1-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ლაღიძე
ნატო ლაღიძე
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0