დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს 1 სექტემბერი 2012, 02:53:56
AUTO PLAY
როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოყვანილი იქნა მხოლოდ ერთი დაჭრილი, რომელიც სავარუდოდ სამხედრო პირია, რადგან მას გადმოყვანისას სამხედროს ფორმა ეცვა. მისი მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილი მოთავსებულია კლინიკის მე5 სართულზე. დაჭრილი სავარაუდოდ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაშავდა. მედიის წარმომადგენლებისთვის ამ დროისთვის შეუძლებელია კლინიკაში შესვლა. კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ისევ რჩებიან დაცვის პოლიციის თანამშრომლები. შეგახსენებთ, რომ ღუდუშაურის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ვერტმფრენი ცოტა ხნის წინ დაეშვა.
0
|
|