სატელიტი ASTRA 5B 22 აგვისტო 2014, 17:32:34
AUTO PLAY
ASTRA 5B ძალზე დიდი ზომის თანამგზავრია, მისი წონა 6 ტონას შეადგენს. ის მეოთხეა ჩვენი თანამგზავრების სერიიდან, რომლებიც ბოლო პერიოდში კომპანია Astrium-მა შექმნა. ამასთან იგი პლატფორმა Eurostar-ზე რიგით მერვე თანამგზავრია. ამგვარად, იგი კარგად შესწავლილი, ტექნიკურად გამართული და უაღრესად საიმედო კოსმოსური აპარატია. ASTRA 5B - ჩვენი უახლესი თანამგზავრია, რომელიც დაკვეთით შეიქმნა კომპანია Astrium-ში. იგი ორბიტალურ პოზიციას აღმოსავლეთ გრძედის 31.5 გრადუსზე დაიკავებს. აპარატზე განთავსებულია Ku -დიაპაზონის 40 და Ка-დიაპაზონის 6 ტრანსპონდერი. ამ თანამგზავრის ძირითადი ფუნქცია აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში DTH მაუწყებლობის განვითარებაა. ASTRA 5B კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს DTH-ს ბაზარზე გასასვლელად და აღმოსავლეთ ევროპაში პლატფორმებისა და სამაუწყებლო ბიზნესის განსავითარებლად. თანამგზავრი უზრუნველყოფს ციფრული სიგნალის მიწოდებას საკაბელო და საეთერო ციფრულ ქსელებში. ASTRA 5B ასევე განკუთვნილია ფართოზოლოვანი მომსახურების გასაწევად როგორც Ка-დიაპაზონში, რომელშიც ჩვენი 6 ტრანსპონდერი მუშაობს, ასევე Ku-დიაპაზონშიც (40 ტრანსპონდერი). ASTRA 5B-ს კიდევ ერთი საინტერესო მისია აკისრია - თანამგზავრი სანავიგაციო დაფარვის ევროპული გეოსტაციონარული სამსახურის EGNOS-ის სასარგებლო ტვირთს ეზიდება (ეს EGNOS-ის მეორე სასარგებლო ტვირთია ჩვენს თანამგზავრებზე). ეს დამატებითი აღჭურვილობა აამაღლებს სანავიგაციო სისტემა GPS-ის მუშაობის სიზუსტეს, მისი მონაცემებით სარგებლობას თვითმფრინავების ეკიპაჟებიც შეძლებენ. EGNOS-ი იძლევა ადგილმდებარეობის ძალზე ზუსტ კოორდინატებს თვალყურის დევნებისა და სხვა მსგავსი ამოცანებისათვის. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი სანავიგაციო სისტემების განვითარების საქმეში და ევროპული თანამგზავრული სისტემა Galileo-ს სამომავლო საფუძველი. წერტილი აღმოსავლეთ გრძედის 31.5 გრადუსზე - ეს დიდი პოტენციალის მქონე მნიშვნელოვანი პოზიციაა ჩვენთვის. ერთ დროს ჩვენ დავიწყეთ წერტილის განვითარება 19.2 გრადუსზე, შემდეგ გადავედით 28.2-ზე, ვაგრძელებთ აღმოსავლეთ გრძედის 5 გრადუსის განვითარებას. 31.5 - ეს არის საერთო სურათის შემდგომი დეტალი, ერთიანი ტექნიკური გადაწყვეტის ნაწილი. წარმატებული გაშვების გამო ჩვენ მეტად მოხარულები ვართ და ენთუზიაზმითა და რწმენით ველით ASTRA 5B-ს მომდევნო 15-წლიან წარმატებულ მუშაობას.
1
|
|