დედა როგორ ხარ, ძალიან მომენატრე... ხუნხუა, სინგი, ტუნგი, ლიო, სეენდი, დაოლი, კიმი და ოჯახის სხვა წევრებიც მენატრებიან. რომ ჩამოვალ, ისეთ ნასკებს და საცვლებს ჩამოვუტან, ათჯერ შეუძლიათ ჩაიცვან და არ დაიხევა... ეხლა ღამის 11 საათია. ჩემს მეზობლად მოხუცი კაცი გარდაიცვალა, ქელეხია და მთვრალი ჭირისუფლები მღერიან. მაინც არ მაძინებენ და გადავწყვიტე წერილი მოგწერო...
|
|