x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ჟანრი სიუჟეტი
სეპარატისტებმა შვილის მომლოდინე ჯამბულ გერლიანი დაჭრილი, გრძნობადაკარგული, ტყვედ აიყვანეს
4
სეპარატისტებმა შვილის მომლოდინე ჯამბულ გერლიანი დაჭრილი, გრძნობადაკარგული, ტყვედ აიყვანეს
სისხლით დაფარულ სხეულიდან ჯვარი და "მხედრიონელის" მედალიონი ჩამოგლიჯეს, გონზე მოიყვანეს; ჯვარი და მედალიონი მოიკითხა ვაჟკაცმა. "საქართველოს შეაგინე და გაცოცხლებთო", - უთხრეს. გერლიანმა თვალი მოავლო სამოქალაქო ტყვეებს, დასისხლიანებულ, ნაგვემ ქართველებს და "საქართველოს გაუმარჯოსო", ომახიანად შესძახა. აწამეს ვაჟკაცი, მერე გრძნობაზე მოიყვანეს, - "საქართველოს შეაგინე და სიცოცხლეს გაჩუქებთო". სისხლი ამოაფურთხა ჯამბულმა და "საქართველოს გაუმარჯოსო"... ვერ ძლია ქართულ, ვაჟკაცურ სულს ნაწამებმა სხეულმა.
ორიგინალი სურათი
13
2-ს მოსწონს

ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
13
  
20 მაისი, 20:36
კი, ასე იყო ზუსტად. მე პატარა ვიყავი მაშინ, მაგრამ მამის, ბიძების და ბაბუას მონაყოლიდან ვიცი, ასევე მამას ძმაკაცის პოლკოვნიკ გურამ კვიტატიანის მონაყოლიდან.
აფხაზეთის ომი იყო დევგმირობის და ტრაგედიის ქრონიკა, სასწაული თავგანწირვა აჩვენეს ქართველებმა, ამავე დროს საშინელი ღალატიც ყოფილა.
20 მაისი, 18:14
ერთ მცირე ისტორიას მოგიყვები. ჩემს სოხუმელ მამიდაშვილს მეგობარი ჰყავდა ზურა გურჩიანი ზემო სვანეთიდან, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი. სოხუმში ზღვაზე გაიცნეს ერთმანეთი, სულ 1,5 წელში ჩაეტია მათი მეგობრობა.
როგორც კი ომი დაიწყო სტუდენტები სახლებში გაუშვეს, ჩემი მამიდაშვილი, როგორც სოხუმელი მაშინვე ჩაერთო ომში, ზურა კი მშობლებს გამოეპარა, წერილი დაუტოვა, ახლა მეგობართან, რომ არ დავდგე მერე თვალებში ვერ შევხედავო.
23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის II ასეულში იბრძოდა ორივე, კამანზე კონფედერატების, აფხაზების და რუსული დანაყოფის შეტევისას წინა დღეს ჩემი მამიდაშვილი დაიღუპა, ვერავინ გაბედა შესვლა ზურა შევიდა და მარტომ გამოასვენა.
მეორე დღეს კი ზურაც დაიღუპა.
სეპარატისტებმა შვილის მომლოდინე ჯამბულ გერლიანი დაჭრილი, გრძნობადაკარგული, ტყვედ აიყვანეს. სისხლით დაფარულ სხეულიდან ჯვარი და "მხედრიონელის" მედალიონი ჩამოგლიჯეს, გონზე მოიყვანეს; ჯვარი და მედალიონი მოიკითხა ვაჟკაცმა. "საქართველოს შეაგინე და გაცოცხლებთო", - უთხრეს.
გერლიანმა თვალი მოავლო სამოქალაქო ტყვეებს, დასისხლიანებულ, ნაგვემ ქართველებს და "საქართველოს გაუმარჯოსო", ომახიანად შესძახა. აწამეს ვაჟკაცი, მერე გრძნობაზე მოიყვანეს, - "საქართველოს შეაგინე და სიცოცხლეს გაჩუქებთო".
სისხლი ამოაფურთხა ჯამბულმა და "საქართველოს გაუმარჯოსო"... ვერ ძლია ქართულ, ვაჟკაცურ სულს ნაწამებმა სხეულმა.
ცულით ასხიპეს ბიჭი, ისევ არ მოეშვნენ, უსევ ყეფვით მოითხოვდნენ მისგან საქართველოს შეგინებას.
ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად "საქართველოს გაუმარჯოსო", ამოიხრიალა ჯამბულმა. ასობით კილომეტრს იქეთ ჯერ არდაბადებულ შვილსაც გააგონა დედის მუცელში ლოცვის სადარი სიტყვები: "საქართველის გაუმარჯოს, შვილო!"... ტყვეობიდან გამოსყიდულმა სამოქალაქო პირებმა პირგამეხებულებმა მოგვიყვნენ ჯამბულის გმირობის ამბავი. ყველაზე ხანდაზმულმა კი - პირქუში, მოქუფრული დღე იყო იმ დღესო. იმ ვაჟკაცი ბიჭის ბოლო სიტყვებზე ნათელი გადმოეფინაო ციდან და სახეზე დაუბრძანდაო წამებულს", - ოხვრას ამოაყოლა.
ასე იღუპებოდნენ საქართველოს მეომარი ბიჭები აფხაზეთში, იქ, სადაც მაშინ საქართველოს გულისცემაზე გადიოდა თითოეული წამი თუ წუთი.
0 1 4
ჩეჩნები
ჩვენება: 33
ავტორი: ზურმუხტისთვალება