x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134745
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509082
ჭუბერის თემის რწმუნებული - 10 თემი და ჭუბერის მთელი ხეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ჭუბერის ხეობა თითქმის მთლიანად არის მოწყვეტილი გარესამყაროს, - ამის შესახებ ჭუბერის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, ნინო ვიბლიანმა განაცხადა, რომელიც ამჟამად ჭუბერის თემის ცენტრში იმყოფება.
image


მისივე თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან როცა მთა მოწყდა, ყველა მოსახლე გააფრთხილეს და მათ საცხოვრებელი სახლები დატოვეს.

„10 თემი, ჭუბერის მთელი ხეობა არის მოწყვეტილი გარესამყაროს, ჩვენი ინფორმაციით, ხუთი ხიდია წაღებული. მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მოვახდინეთ. წაღებულია მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები. ახლა მე ვიმყოფები სოფელ ჭუბერის ცენტრში, სადაც მდინარე გზის სავალ ნაწილზე მოედინება. ველოდებით მაშველებს, რომლებსაც სიტუაციის შესახებ ვაცნობეთ და ჩვენსკენ მოდიან“, - განაცხადა ვიბლიანმა.

მისივე თქმით, მთის ჩამოშლა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოსულმა ნალექმა განაპირობა და ნენსკრაჰესის მშენებლობა ამასთან არაფერ შუაშია.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირ კავშირში ეს ყველაფერი ჰესის მშენებლობასთან არ არის. გუშინ იყო წვიმა და მოწყდა მთის გარკვეული მასა, რომელმაც ჩახერგა მდინარე, რომელიც შემდეგ ერთბაშად წამოვიდა“, - განაცხადა ვიბლიანმა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე წლის დონემ მცირედით დაიკლო, თუმცა ის კვლავ გზის სავალ ნაწილზე მიედინება და არა კალაპოტში.

შეგახსენებთ, რომ ჭუბერში, მთა შამოიშალა, რის შედეგადაც მდინარე ნენსკრა ადიდდა.

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0