x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა წავიკითხოთ ზაფხულში? ”ბიბლუსი” მოსწავლეებისთვის მხატვრული ლიტერატურის კომპლექტებს გირჩევთ

ზაფხული მოვიდა და ყველა დასასვენებლად ემზადება. ჰამაკი, სიგრილე, გამაგრილებელი სასმელი და წიგნი - ეს კი ზაფხულში დასვენებისთვის საჭირო ატრიბუტებია. ცხელ დღეებში ზღვის სანაპიროზე მზესთან ერთად წიგნებთან მიფიცხებას არაფერი ჯობს. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, პროდუქტიულად გამოიყენონ ზაფხულის ვრცელი არდადეგები.

image

თუმცა აქვე ჩნდება ერთი მეტად მნიშვნელოვანი კითხვა - რა წავიკითხო? ბოლო პერიოდში ქართულ ენაზე უამრავი მსოფლიო ბესტსელერი ითარგმნება, ხელახლა გამოიცემა კლასიკაც. შესაბამისად, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. წიგნის ყველაზე დიდ მაღაზიათა ქსელში ”ბიბლუსი” უამრავი წიგნია და ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ადამიანი შეძლებს საკუთარი ინტერესების შესაბამისი ლიტერატურის არჩევას. თუმცა „ბიბლუსმა“ გადაწყვიტა, დაგეხმაროთ შერჩევის პროცესში და ამიტომაც კომპანია გირჩევთ მოსწავლეებისთვის საინტერესო ლიტერატურას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, სერიიდან „მოსწავლის არჩევანი“. სპეციალურად შექმნილია საზაფხულო კომპლექტები, რომელშიც გაერთიანებულია ის წიგნები, რომლებიც მოზარდს შეაყვარებს კითხვას და ამ პროცესს ბევრად საინტერესოს გახდის. ეს არის ლიტერატურა, რომლის შერჩევაში და სხვადასხვა კლასის მოსწავლეთათვის დაჯგუფებაში სკოლის მასწავლებლები და ფსიქოლოგები მონაწილეობდნენ. ცნობილ საზღვარგარეთელ მწერლებთან ერთად წიგნებში ქართველ კლასიკოს და თანამედროვე ავტორებსაც შეხვდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მრავალფეროვანი წიგნების კომპლექტების შეძენა ახლა დიდი ფასდაკლებით არის შესაძლებელი, როგორც „ბიბლუსის" ფილიალებში, ასევე ვებ-გვერდზე. კომპლექტების სანახავად და შესარჩევად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/2yEnPYC

image


შეგახსენებთ, რომ ზაფხულის პერიოდში თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენება საინტერესო ლიტერატურის კითხვით შეგიძლიათ. კომპანია „ბიბლუსი“ კი გირჩევთ, მიეფიცხოთ წიგნებს და არ გაუშვათ ხელიდან შანსი, მცირე ასაკიდანვე შეაყვაროთ ბავშვებსაც კითხვა. „ბიბლუსი“ პერიოდულად კვლავ შემოგთავაზებთ რჩევებს ზაფხულში საკითხავ ლიტერატურასთან დაკავშირებით.



0
12
შეფასება არ არის
ავტორი:ნიუსგოგონა
ნიუსგოგონა
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0