x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
წეროვანთან მომხდარი ავარიისას დაშავებულების ნაწილი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში ამ წუთებში გადაჰყავთ

image

წეროვანთან მომხდარი ავარიისას დაშავებულების ნაწილი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში ამ წუთებში გადაჰყავთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს.

დაშავებულთა ნაწილი კი, როგორც უწყებაში აცხადებენ, მცხეთის სამედიცინო ცენტრში და მცხეთაში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.

„პაციენტების საავადმყოფოებში გადაყვანა დასრულებული არ არის. მსხვერპლი არ არის“, - განაცხადეს უწყებაში.

წეროვანში სამგზავრო მიკროავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად, პირველადი ინფორმაციით, 16 ადამიანია დაშავებული. ტრაილერის მძღოლი, რომელიც საქართველოში თურქული ნომრებით მოძრაობდა, დაკავებულია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ტრაილერი და მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

1
26
შეფასება არ არის
ავტორი:ნიუსგოგონა
ნიუსგოგონა
26
  
2018, 25 ივნისი, 18:07
2 ადამიანი დაიღუპა მეტი რაღა უნდა მომხდარიყო
0 1 1