x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რა აჩუქა ნიკუშა შენგელაიასა და ეკა ჭიჭინაძეს ქორწილში ბიძინა ივანიშვილმა

imageოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ნიკუშა შენგელაიამ და ეკა ჭიჭინაძემ ქორწინება ოფიციალურად გააფორმეს. ქორწილის დეტალებსა და ზოგადად, ქართულ ტრადიციებზე ეკა ჭიჭინაძეს ვესაუბრეთ.

- პატივს ვცემ ქართულ ტრადიციებს, რომლებიც ოჯახიდან მოდის. ქვეყნისა და ერის იდენტობისთვის ტრადიციების შენარჩუნება აუცილებელია.
ჩემი აზრით, დრომოჭმული ტრადიცია არ არსებობს, არსებობს დამახინჯებული ტრადიცია, მაგალითად, თამადის, ქელეხის ტრადიცია. ქელეხს იმიტომ აკეთებდნენ, რომ ხალხი მისასამძიმრებლად სხვა სოფლებიდან ჩადიოდა, გადიოდა გრძელ გზას და პატივისცემის ნიშნად ჭირისუფლის ოჯახი სუფრას ახვედრებდა, დღესდღეობით კი ამან არასწორი ფორმა მიიღო. შევხვედრივარ საშინელ თამადასაც.

- ათეული წლის წინ ოჯახის შექმნას რამდენიმე ეტაპი უძღოდა წინ, დღეს კი ხელის თხოვნა, ნიშნობა აღარ იმართება.
- რიტუალები, რაც შენ ჩამოთვალე, ყველა ქვეყანაშია და ძალიან ლამაზია, მთავარია, იყოს გულწრფელი გრძნობა, ოჯახის ტრადიცია ჩემთვის განსაკუთრებულია, ღერძია. უბრალოდ, ეს ტრადიციები არ უნდა გაუფასურდეს, არ დამახინჯდეს. აი, ჩვენც ოცი წლის შემდეგ ჩავატარეთ ეს რიტუალი...
- თქვენს ხელის მოწერას გულისხმობთ?
- შეგვეძლო, სადმე წავსულიყავით და უბრალოდ, ხელი მოგვეწერა, მაგრამ ეს ყველაფერი გასართობად მოვიფიქრეთ. როცა ადამიანი ასაკში შედის, საჭიროა, ბიუროკრატიული საკითხები მოგვარებული ჰქონდეს.
წლების წინ ქორწილი კი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ულამაზესი რიტუალით, ჯვრისწერით შემოვიფარგლეთ და ასე დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ახლა კი, 20 წლის შემდეგ, ზუსტად ჯვრისწერის დღეს, 24 ოქტომბერს დავამთხვიეთ ხელის მოწერა, თან ამ დღეს ნიკუშას დაბადების დღეცაა და სიმბოლური იყო. საკმაოდ დიდხანს ვიცხოვრეთ ერთად და მყარი გადაწყვეტილება მივიღეთ (იცინის). ნიკუშამ ბევრი იფიქრა, კარგად დამაკვირდა და ისე მომიყვანა ცოლად, წინა ცოლების შემთხვევაში დაუკვირვებლად დგამდა ნაბიჯს, ახლა კი დამაკვირდა და აშკარად გაუმართლა, ხელიც მოვაწერეთ (იცინის).
- ამ ყველაფერს ორგანიზება ვინ გაუკეთა?
- თავიდან მე ვიყავი აქტიურად ჩართული და მინდოდა, ხელის მოწერის რიტუალისთვის გართობის სახეც მიმეცა, მერე კი ნიკუშამ ჩამომართვა სადავეები და მთელი ენთუზიაზმით ჩაერთო სამზადისში.
- სიძე-პატარძლის იმიჯზე ვინ იზრუნა?
- როდესაც რაიმე წვეულება ან უბრალოდ, განსაკუთრებული შემთხვევაა, ყოველთვის გამორჩეულად ვემზადები, ვცდილობ, ახალი იმიჯი მოვირგო, ეს სტიმულსაც მაძლევს. თავიდან თეთრი კაბის ჩაცმა მინდოდა, გამზადებულიც კი მქონდა, მაგრამ მერე შემრცხვა, ვიფიქრე, დამცინებენ-მეთქი და ბოლოს არჩევანი შავ-თეთრზე შევაჩერე.
- სტუმართა რიგებში უამრავი ცნო­ბილი სახე, პოლიტიკოსი ვნახეთ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთ­ან ერთად.
- პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს ქორწილში იყვნენ, ჩვენი მეგობრები არიან, ისინი ახლა არიან ხელისუფლებაში, თორემ ჩვენ უკვე ბევრი წელია, ვმეგობრობთ. დათო უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ოჯახთან ნათელმირონობა გვაკავშირებს, ნიკუშა მათი უმცროსი ბიჭის ნათლიაა, მაია ფანჯიკიძე კი ძალიან დიდი ხანია, ჩვენი მეგობარია, ასე რომ, ჩვენთან მეგობრული სტატუსით იყვნენ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილსა და ეკას, ჩვენ შორის პოლიტიკა არ არსებობს, სულ სხვა ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი მეგობრობა 2011 წლიდან იღებს სათავეს, პირადად მე, დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ეს ოჯახი, პოლიტიკისგან დამოუკიდებლად. გაგრძელება

0
1862
შეფასება არ არის
ავტორი:ნიუსგოგონა
ნიუსგოგონა
1862
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0