სხვა სამართალდამცველებმა „ბასიანის“ ტერიტორია დატოვეს, მათ კლუბის ადმინისტრაციამ ფინანსური დოკუმენტაციის ამოღების უფლება არ მისცა 2018, 22 ივნისი, 16:25 სამართალდამცველებმა კლუბ „ბასიანის“ ტერიტორია დატოვეს. შსს-ს წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. თავის მხრივ, როგორც კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ტატო გეთიამ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები გამართული იურიდიული დოკუმენტაციით დაბრუნდებიან, კლუბის ადმინისტრაცია მზად არის, მათთან ითანამშრომლოს და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია მიაწოდონ. 10 შეფასება არ არის
|