x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 ნიშანი იმისა, რომ თვენმა სულმა განიცადა რეინკარნაცია მინიმუმ ერთხელ!
image
დღესდღეობიით ყველას არ სჯერა რეინკარნაციის, თუმცა მრავალი ანტიკური რელიგია აღიარებს მას. რეინკარნაცია არის იმის რწმენა, რომ როდესაც თქვენ გარდაიცვლებით, სული ტოვებს სხეულს და გადადის სხვა სხეულში, რომელიც შეიძლება იყოს ადამიანის ან თუნდაც ცხოველის. არსებობს მრავალი თეორია იმისა, თუ რატომ რეინკარნირდება სული, ერთ–ერთი მიზეზი კი არის ის, რომ თქვენ სიკვდილამდე დაგრჩათ რაიმე დაუმთავრებელი საქმე შესასრულებელი და თქვენი სული იმდენჯერ გადავა სხვის სხეულში, რამდენჯერაც საჭირო იქნება საქმის დასასრულებლად. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ნიშანს იმისა, რომ თქვენმა სულმა განიცადა რეინკარნაცია მინიმუმ ერთხელ.


1. ხშირი დეჟა-ვუს განცდა.


ერთ-ერთი ნიშანი, რომ თქვენ წარსულში განიცადეთ რეინკარნაცია, გახლავთ დეჟა-ვუს გახშირებული შეგრძნება. დეჟა-ვუ - ეს არის გრძნობა, როდესაც გგონიათ, რომ კონკრეტულ მომენტში გადაგხდენიათ მსგავსი სიტუაცია, სადაც ხართ. ეს მართლაც უცნაური შეგრძნებაა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ იმას უკავშირდება, რომ წარსულში, სხვის სხეულში გადაგხდენიათ ასეთი სიტუაცია.

2. ხშირი სიზმრები და კოშმარები.


თუ ოდესმე დაინტერესებულხართ სიზმრების არსით, გეცოდინებათ, რომ სიზმრები ყოველთვის ცდილობენ რაიმე მინიშნებების მოცემას. მრავალ ადამიანს სჯერა, რომ სიზმრები გეხმარება ცნობიერ (ფხიზელ) ცხოვრებაში სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში. თუმცა შესაძლოა გახშრებულ სიზმრებს არანაირი კავშირი არ ჰქონდეს თქვენს ცხოვრებასთან. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს წინა ცხოვრების მოგონებებთან. შემდეგში, როდესაც გაიღვიძებთ, ეცადეთ, ფურცელზე ჩაიწეროთ სიზმარში მომხდარი მოვლენები და იქნებ გაარკვიოთ კიდეც, რა პიროვნებას წარმოადგენდით წარსულ ცხოვრებაში.


3. ინტუიციის მაღალი გრძნობა.


ხალხს, რომელთაც აქვთ ინტუიციის გრძნობა, სჯერათ, რომ მათი წინათგრძნობა გამართლდება. მაგალითისთვის, თუ მობილურის ზარს გაიგონებთ, შეიძლება შეგექმნათ წინათგრძნობა, რომ ის დედათქვენი ან რომელიმე მეგობარი იყოს. მრავალ რელიგიაში სჯერათ, რომ ხალხს, ვისაც მაღალი ინტუიციის გრძნობა აქვთ, განვლილი აქვთ ბევრი სიცოცხლე.


4. უცნაური ფობიები.



თუ თქვენ გაქვთ რაიმე უცნაური ფობია და ამას არანაირი კავშირი არ აქვს წინა წლებში გადატანილ სტრესთან, შეიძლება ითქვას, რომ წინა ცხოვრების გადმონაშთთან გვაქვს საქმე. მაგალითისთვის, თუ თქვენ გაქვთ ზღვაში/მდინარეში ცურვის შიში, შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ წინა ცხოვრებაში თქვენ სწორედ წყალში დახრჩობით გარდაიცვალეთ.


5. კონკრეტულ ადამიანებთან სულიერი კავშირის გრძნობა.


არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი, რომელთანაც სულიერ კავშირს გრძნობ, იყოს ოჯახის წევრი. ის შეიძლება იყოს მეგობარი, ან თუნდაც ქუჩაში გამვლელი, რომლის დანახვისთანავეც გრძნობ, რომ მას დიდი ადგილი უკავია თქვენში სულიერად. რეინკარნაციის თეორია ირწმუნება, რომ ჩვენ გაგვაჩნია მრავალი სულიერი პარტნიორი; ხალხი, რომელთა სულებიც ჩვენთან ერთად მოგზაურობს სხვადასხვა დროსა და სხეულში. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულებს შეუძლიათ ერთანეთის ცნობა, რაც, როგორც მოგახენეთ, რეინკარნაციის ერთ-ერთ მთავარი ნიშანია.


6. განსხვავებული კულტურული ნიშნების გამოვლენა.


როდესაც განსხავებული კულტურისადმი გაქვთ მიდრეკილება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არანაირი გენეტიკური კავშირი არ გაქვთ მასთან, შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენი სული წარსულ ცხოვრებაში სწორედ ამ კულტურის შემადგენელი ნაწილი იყო. მაგალითისთვის, თქვენ შეიძლება წარმოადგენდეთ კავკასიურ კულტურას, მაგრამ ეგვიპტეში სტუმრობისას იგრძნოთ, რომ თქვენ ამ ტიპის ხალხს და კულტურას ეკუთვნით. ამის შედეგად შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ თქვენ სულს სწორედ ეგვიპტური წარმომავლობა აქვს.


7. წარსული ფაქტების გახსენება, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს თქვენთან.


ასეთი მოვლენა საკმაოდ იშვიათია, ვინაიდან ზოგადად, რეინკარნაციის შემდგომ ახალ სხეულში არ ხდება კონკრეტული ფაქტების გადმოცემა, თუმცა არსებობს არაერთი ფაქტი იმის შესახებ, რომ ადამიანს გახსენებია ისეთი ფაქტები წარსულში მცხოვრები სხვა პიროვნების შესახებ, რომელთან კავშირიც არ აქვს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჯეიმს ლინინგერი, რომელსაც ბავშვობიდანვე ტანჯავდა კოშმარები მეორე მსოფლიო ომის მოგონებების შესახებ. მან მშობლებს დაწვრილებით უამბო 1945 წლის საომარი ოპერაციების შესახებ, თან ისიც დაამატა, რომ იგი მფრინავი იყო და იაპონელებმა მოკლეს. ინფორმაცის გადამოწმების შედეგად მისი ყველა ნაამბობი მართლაც დამტკიცდა; აღმოჩნდა, რომ იგი სულიერად დაკავშირებული იყო მფრინავ ჯეიმს ჰიუსტონთან. 2010 წელს კი მან გამოსცა წიგნი სახელად "გადარჩენილი სული", სადაც სწორედ მეორე მსოფლიო ომის მოვლენებია აღწერილი.


8. უცნაური ხმები, რომელიც მხოლოდ თქვენ გესმით


თუ ოთახში მხოლოდ თქვენ გესმით უცნაური ხმები და დაზუსტებით იცით, რომ არ ხართ პარანოიით დაავადებული, არსებობს შანსი, რომ თქვენს სულს არაერთხელ განუცდია რეინკარნაცია; ხმები კი წარსული ცხოვრების გამოძახილები შეიძლება იყოს.


და ბოლოს, სტატია მინდა დავასრულო ერთ-ერთი ინდიელთა ტომის ბელადის Chief Seattle-ის სიტყვებით: არ არსებობს სიკვდილი, არსებობს მხოლოდ სხვა სამყაროში გადასვლა.


0
607
2-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ხიზანიშვილი
ირაკლი ხიზანიშვილი
607
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0