x
ძირითადი ფაქტები ფსიქიკურ დარღვევებზე
ფსიქიკური

იცით თუ არა, რომ ფსიქიკური დარღვევები უვითარდება ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე

რა ტიპის ფსიქიკური დარღვევები არსებობს?

არსებობს მრავალი სახის ფსიქიკური დარღვევა (ფსიქიკური აშლილობა), რომლებიც სხვადასხვანაირად იჩენს თავს. ზოგადად, ამ დარღვევების მქონე ადამიანებს - აზრების, იდეების, ემოციების, ქცევითი რეაქციებისა და სხვებთან ურთიერთობის არანორმალური გამოხატვა ახასიათებთ.


ფსიქიკურ აშლილობას მიეკუთვნება დეპრესია, ბიპოლარული აფექტური დარღვევები, შიზოფრენია და სხვა ფსიქოზები, ასევე დემენცია, გონებრივი ჩამორჩენილობა და განვითარების სხვა დარღვევები, მათ შორის აუტიზმი.

მენტალური დარღვევების, მათ შორის დეპრესიის, პრევენციისთვის არსებობს ეფექტური სტრატეგიები.

გახსოვდეთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეფექტური მართვა თემზე დაფუძნებული სერვისებითაა შესაძლებელი


რა უნდა ვიცოდეთ დეპრესიაზე

დეპრესია - მთელ მსოფლიოში გავრცელებული ფსიქიკური დარღვევაა. იგი ერთ-ერთი ძირითადი დაავადებაა, რომელსაც შეზღუდულ შესაძლებლობამდე მივყავართ. მსოფლიოში დეპრესიით დაახლოებით 350 მილიონი ადამიანია დაავადებული. აღსანიშნავია, რომ ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, უფრო ხშირად აღენიშნებათ დეპრესიული მდგომარეობა.

დეპრესიას ახასიათებს ხასიათის დათრგუნვა, ინტერესისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა, დანაშაულის შეგრძნება, ძილისა და მადის დარღვევა, ადვილად დაღლა და კონცენტრაციის ცუდი უნარი; განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში დეპრესიამ შესაძლებელია სუიციდი (თვითმკვლელობა) გამოიწვიოს.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეპრესია ემორჩილება ნარატიულ თერაპიას, კერძოდ, კოგნიტურ(ინტელექტუალურ)-ქცევით და ფსიქოთერაპიას. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა წარმატებით გამოიყენება დეპრესიის საშუალო და მძიმე ფორმების დროს; თუმცა, მსუბუქი ფორმების შემთხვევებში მათი გამოყენება არ ხდება. ანტიდეპრესანტები არ გამოიყენება დეპრესიით დაავადებულ ბავშვებში, მოზარდებში კი გამოიყენება დიდი სიფრთხილით.

დეპრესიის მართვა უნდა მოიცავდეს ფსიქოსოციალურ ასპექტებს სტრესის ფაქტორების იდენტიფიცირების ჩათვლით - როგორიც არის ფინანსური პრობლემები, სირთულეები სამსახურში, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა; ასევე მნიშვნელოვანია მხარდაჭერის წყაროს, მაგ, ოჯახის წევრებისა და ახლობლების გამოვლენა. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელსა და საზოგადოებაში ჩართულობის შენარჩუნება და განახლება.


რას ნიშნავს ბიპოლარული აფექტური დარღვევები?

ამ სახის ფსიქიკური აშლილობით მსოფლიოში, 60 მილიონი ადამიანია დაავადებული. იგი ნორმალური ცხოვრების პერიოდებთან ერთად, მანიაკალური და დეპრესიული ეპიზოდების მონაცვლეობით ხასიათდება.

მანიაკალური ეპიზოდები მოიცავს გაღიზიანებულ ან აგზნებულ განწყობას. მისთვის დამახასიათებელია მომატებული აქტივობა, გადაჭარბებული მეტყველება, მაღალი თვითშეფასება, ძილის მოთხოვნილების დაქვეითება. პაციენტებს, მანიაკალური შეტევებით დეპრესიული ეპიზოდების გარეშე, ასევე „ბიპოლარული აშლილობის“ დიაგნოზს უსვამენ.

სტაბილიზაციისათვის. მკურნალობის მნიშვნელოვან ელემენტს ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა წარმოადგენს. ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა უზრუნველყოფს ოჯახებში თბილი, მზრუნველი და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ჯანსაღ ფსიქო-სოციალურ განვითარებას.


რა ნიშნებით ამოიცნობა შიზოფრენია და სხვა ფსიქოზები?

შიზოფრენიით მსოფლიოში 21 მილიონი ადამიანია დაავადებული.

ფსიქოზები, მათ შორის შიზოფრენია, ხასიათდება განსხვავებული აზროვნებით, ემოციებით, მეტყველებით, საქციელით; ასევე სამყაროსა და საკუთარი თავის არასწორად აღქმით. ყველაზე გავრცელებულ ფსიქოზურ სიმპტომებს მიეკუთვნება ჰალუცინაციები - მხედველობითი და სმენითი, ასევე ბოდვები .


ემართებათ თუ არა შიზოფრენია მოზარდებს?

როგორც წესი, შიზოფრენია მოზარდობის გვიან, ან ზრდასრულობის ადრეულ ასაკში ვლინდება. ფსიქოსოციალური მხარდაჭერის პარალელურად, არსებობს შიზოფრენიის ეფექტური მედიკამენტოზური მკურნალობა. ყოველდღიური მომსახურება და ზრუნვა, საცხოვრებლითა და სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა შესაძლებელია მძიმე ფსიქოზებით, მათ შორის შიზოფრენიით დაავადებული ადამიანებისათვის გამოჯანმრთელების საფუძველი გახდეს, რადგან მათ ხშირად აქვთ სამუშაო ადგილისა და საცხოვრებლის პრობლემა.


რა არის დემენცია?

დემენციით მსოფლიოში 47.5 მილიონი ადამიანია დაავადებული. როგორც წესი, აღნიშნული სინდრომი ქრონიკული ან პროგრესირებადია და ახასიათებს კოგნიტიური ფუნქციის (აზროვნების უნარი) დეგრადირება გაცილებით მეტად, ვიდრე ეს მოხუცებულობის ასაკშია მოსალოდნელი. ხდება მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების, ორიენტაციის, ანგარიშის, სწავლისა და მსჯელობის უნარის დაქვეითება.

დემენციის განვითარებას ხელს უწყობს ისეთი დაავადებები და ტრავმები, რომლებიც ტვინის დაზიანებას იწვევენ, მაგალითად, ალცჰეიმერის დაავადება და ინსულტი.

ამჟამად არ არსებობს თერაპიული მეთოდი, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა დემენციისაგან განკურნება ან მისი პროგრესირების შეჩერება. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია დემენციით დაავადებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათზე მზრუნველთა და ოჯახების მხარდაჭერა.


რა არის აუტიზმი?

აუტიზმის დამახასიათებელ სიმპტომო-კომპლექსს წარმოადგენს: სოციალური ქცევის, საკომუნიკაციო და მეტყველების ფუნქციების დარღვევა, ინტერესების შეზღუდვა, განმეორებითი ქმედებები. აღნიშნული სიმპტომები უნიკალურია თითოეული ადამიანისათვის. განვითარების დარღვევები, რომელსაც ხშირად სხვადასხვა დონის გონებრივი ჩამორჩენილობა ახლავს თან, ძირითადად ჩვილობის ან ადრეულ ასაკში ვლინდება.

განვითარების დარღვევების მქონე პირთა ზრუნვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ჩართვა. შშმ პირებს (ბავშვებსა და ზრდასრულებს), ასევე მათზე მზრუნველსა და მხარდამჭერს რეგულარულად უნდა ჰქონდეთ ჯანმრთელობის მომსახურების მიღების საშუალება. ზოგადად, აღნიშნული დარღვევების მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხში უდიდესი როლი საზოგადოებას ენიჭება.


ჯანდაცვის სისტემების მხარდაჭერა

დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობა 76-85%-ში საერთოდ არ ხდება. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში კი, ანალოგიურ მდგომარეობაში 35%-დან 50%-მდე პაციენტი იმყოფება.

პრობლემას შეთავაზებული ზრუნვის დაბალი ხარისხიც აღრმავებს.

ჯანდაცვის სტრუქტურის პარალელურად, მეტად მნიშვნელოვანია გარშემომყოფების მიერ ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა დახმარება და მხარდაჭერა. ამ სახის პაციენტებს ხშირად ესაჭიროებათ მათ მოთხოვნილებაზე ადაპტირებულ სასწავლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, მხარდაჭერა საცხოვრებლისა და სამუშაოს მოძიებაში, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.ფსიქიკური

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ვაკა
ვაკა
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0