x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
ნოდარ ჩაჩუა: „მარიხუანას გარდა არაფერი ამოუღიათ, თუმცა ჩემი ქმედება დასჯადი არ აღმოჩნდა“
image

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა სოციალურ ქსელში მისი დაკავების დეტალებზე განმარტებას აკეთებს.


„პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც ამ თითქმის 48 საათის განმავლობაში ჩემზე იფიქრა და იდარდა. კარგად გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა :)) მადლობა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის წყალობითაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სანქციები გაუქმდა, ანუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ აღმოჩნდა. თითქმის 4 საათიანი ჩხრეკის შედეგად ჩემი საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებს მარიხუანას გარდა არაფერი ამოუღიათ. ამის მიუხედავად, ჩემმა კოლეგებმა, სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დამაკავეს და ასევე, რომ დიდი სასჯელი მემუქრებოდა. ამ ინფორმაციას კი შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებდა.


ასევე, ამოღებულია ჩემი პირადი იარაღი, რომელიც არის გაფორმებული, რეგისტრირებული და მე მაქვს მისი შენახვის კანონიერი უფლება. ჩამიტარდა ნარკოლოგიური შემოწმება და დამიდგინა მხოლოდ მარიხუანას მოხმარება. ასევე, სავარაუდოდ ნივთიერ მტკიცებულებებს ჩაუტარდა ექსპერტიზა. თუკი ვინმეს, ვინც უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს და ეჭვი ეპარება იმ ყველაფერში რასაც მე ვამბობ, ამაზე უკვე ჩემ ადვოკატებთან გავივლი კონსულტაციას და სამართლებრივ მსვლელობას მივცემ. პ.ს ვისაც ჩემი ვალი გქონდათ და გეგონათ შეგრჩათ, არ გამოვიდა ეგ ამბავი.: მადლობა ჩემს საყვარელ მეგობარს Teo Khubulava და ჩემს თანამშრომლებსაც, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში დიდი გამოწვევების წინაშე იდგნენ, “ - წერს ჟურნალისტი.



„მოამბის“ ჟურნალისტის დაკავების თაობაზე ინფორმაცია გუშინ გავრცეელდა. ჩაჩუას დაკავების ფაქტს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ადასტურებდა.


image

1
173
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
173
  
2018, 28 მაისი, 22:00
აზრი? ნარკომანი ხარ მაინც და იმიჯ შელახული ჟურნალისტი...
0 1 1