x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
,,მის ადგილას მე უნდა ვიყო!"-პრინცის ყოფილი შეყვარებულის სახემ ინტერნეტმომხმარებლები გაამხიარულა

image
შაბათს, 19მაისს, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი შედგა. ქორწილში პრინცი ჰარის 3 ყოფილი მეგობარი გოგონაც გახლდათ მიწვეული.მათ შორის იყო ჩელსი დეივი.

ქორწილის შემდეგ პრინცის ექს-შეყვარებულის ფოტოები გავრცელდა. ინტერნეტმომხმარებლებმაც არ დააყოვნეს და მალე სახუმარო კოლაჟები და მხიარული ჩანაწერებით აივსო ინტერნეტი. ჩელსი ქორწილი ფოტოებში ერთერთ მთავარ პერსონაჟად იქცა.

imageტვიტერის მომხმარებლებმა ჰეშთეგი “მის ადგილას მე უნდა ვიყო" აიტაცეს და ერთმანეთს ოხუნჯობაში ეჯიბრებოდნენ:“როცა შენი ყოფილი ქორწინდება და შენ ქორწილში ხარ", “მგონი რაღაც აწუხებს"“, შესაძლოა იმედი აქვს, რომ მორე კამილა გახდებაimageპრიცნი ჰარი და ჩელსი ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს, მათი რომანი 2004 წელს დაიწყო და 2010 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. ჩელსი პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის ქორწილსაც ესწრებოდა, რის შემდეგაც განაცხადა:“ასეთი ცხოვრება საჩემო არაა."

მიუხედავად ექს-შეყვარებულის ქორწილზე დაფიქსირებული უცნაური გამომეტყველებისა, უნდა ითქვას, რომ ჩელსის ბედნიერი პირადი ცხოვრება აქვს, ის უკვე 5 წელია დიდი ბრიტანეთის კულტურის ყოფილი მინისტრის ვაჟს, მეთიუ მაილსს ხვდება.

0
580
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
580
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0