x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბეირუთში გარდაცვლილი ქუჩის მაწანწალა მილიონერი აღმოჩნდა
image

52 წლის ფატიმა ოტმანი მრავალი წლის განმავლობაში ქუჩის მაწანწალა იყო, მათხოვრობდა და ცხოვრობდა ნაქირავებ ავტომობილში.სწორედ მის საცხოვრებელში, ანუ ავტომობილში აღმოაჩინეს ქალის გვამი, წინასწარი მონაცემებით იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.

მანქანაში მაწანწალა ქალს 3.3 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა განდანახული, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მის ანგარიშზე 1.1 მილიონი დოლარი ინახებოდა, (1, 7 მილიარდი ადგილობრივი ვალუტით)იუწყება An-Nahar-ი

image


გარდაცვლილი ქალის გვამი ნათესავებს გადასცეს, რომლებიც ჩრდილოეთ ლიბანში ცხოვრობენ, ამჟამად სოციალურ ქსელში მიდის ბჭობა საიდან დააგროვა ამ ქალმა ამდენი ფული.

ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, მათ ძალიან ეწყინათ ფატიმას გარდაცვალების ამბავი, ისინი ყოველდღიურად ხედავდნენ ქალს ქუჩაში.

image

გამოკითხულმა მეზობლებმა განაცხადეს, რომ ვერც წარმოიდგენდნენ თუ ფატიმა ასეთი მდიდარი იყო, ის ხომ სულ ერთი ხალათში იყო გამოწყობილი, საკვებს და შემწობას გამვლელებისგან იღებდა და ეძინა სადაც მოუწევდა, როგორც გაირკვა, იგი ქალაქ ალ-ზახაბიდან არის (ჩრდილოეთ ლიბანი), ნათესავები ჩამოვიდნენ ბეირუთში გვამის ამოსაცნობად, მათთვისაც სიურპრიზი იყო ფატიმას სიმდიდრე.


როდის გამოჩნდა ბეირუთის ქუჩებში ფატიმა ზუსტად არავის ახსოვს, თუმცა ცნობილია, რომ იგი ლიბანის სამოქალაქო ომის(1975-1990) დროს შრაპნელით დაიჭრა, რა დროსაც ფეხის ტერფები და ხელის მტევანი დაკარგა, ამის შემდეგ ქვეყნის დედაქალაქში ჩამოვიდა და მათხოვრობა დაიწყო.

imageფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ფატიმას გარდაცვალების შემდეგ, სადაც ინვალიდ ქალს ჯარისკაცი წყალს ასმევს.

1
689
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
689
  
2018, 23 მაისი, 10:53
დაერხა ამ საცოდავს სიგარეტით არი სურათზე. გუგულამ ალბათ დაუმესიჟა ჯარიმის შესახებ და თან გააფრთხილა წონა მოიყვანოს წესრიგში თორე მეორე მესიჯიც მოგივაოოოო
0 1 1