x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„არაფერი ესაქმებათ ბავშვებს ეკლესიაში, წირვაზე“ - მწერალი ნინო თარხნიშვილი

image

.

მწერალი ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში ჩანახატს აქვეყნებს სადაც წერს, რომ ბავშვებს ეკლესიებში არაფერი ესაქმებათ.

.

„არაფერი ესაქმებათ ბავშვებს ეკლესიაში, წირვაზე.
ზოგი რომ სკოლას აცდენს, ზოგი ბაღს, ზოგი უბრალოდ დილის ძილს.
ალბათ მასწავლებლებიც არ დაუწერენ დღეს არა-ს,
ეკლესიაში არიან ბავშვები, წირვაზე, როგორ გეკადრებათ, წმინდა საქმეა.
ეზოში უნდა დარბოდნენ ბავშვები, ქვიშაში თამაშობდნენ,
"პეპის" კითხულობდნენ, "ჰარი პოტერს".
.
29-ს უმატებდნენ 56-ს, ან ერთუცნობიანი განტოლება გამოჰყავდეთ.
არ უნდა იდგნენ ისინი 17 მაისის დილას და არც 37 მაისის დილას ტაძარში,
ჩოხა-ახალუხებით, ჩიხტი-კოპებით, ბოღჩებითა და ფაფანახებით.
მარჯვენა ფეხს რომ მარცხენას უნაცვლებენ, ცქმუტავენ, ალბათ ეფსიათ კიდეც, მაგრამ ერიდებათ, ახლა ვერ გავლენ ტუალეტში, ან სად არის ნეტა ტაძარში ტუალეტი?
.
თან სირცხვილია ხო ეკლესიის ტუალეტში შესვლა?
"ოხ, ეს ჭიამაია ვერ შევმალე ამ ჩიხტი-კოპში", -
ღელავს ამაყი დედა პატარა გოგოს ვარცხნილობაზე და თან ანიშნებს:
"შეისწორე, დედიკო, თმა შეისწორე".
პატარა გოგო უხერხულად იშმუშნება და გვერდზე მოქცეულ ჩიხტი-კოპს ხელებს აშველებს.
.
ჯიბიდან აძვრენს წითელ ფერარს პატარა ბიჭი,
მხარს კრავს გვერდით მდგომს, ჩუმად აჩვენებს,
სანამ მღვდელი მრევლს საკმეველს აკმევს, წაიტრაბახებს...
მარცხენა ფეხიდან მარჯვენა ფეხზე, მარჯვენა ფეხიდან მარცხენა ფეხზე - გადადი-გადმოდი, ასე უფრო ადვილია წირვაზე დგომა.
.
არაფერი ესაქმებათ პატარა ბავშვებს ეკლესიაში - საწოვარას რომ გამოიღებენ, ხატს აკოცებენ, შუბლს დაადებენ და მერე ისევ გაიქანებენ საწოვარას.
ბავშვების ღმერთი ტაძარში არ ცხოვრობს.
ბავშვების ღმერთი წითელ ფერარს დააქროლებს,
თავზე ჭიამაია უკეთია, ერთუცნობიანი განტოლების გამოყვანა უჭირს
და დილაობით ეკლესიაში წირვაზე არ დადის,
იმიტომ რომ ან სძინავს, ან პირველ გაკვეთილზე ზის და ან ქვიშაში იჩიჩქნება., “ - წერს თარხნიშვილი.
.
image
.
რამდენიმე დღის შემდეგ თარხნიშვილმა კვლავ სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ჩანახატის გამო მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან.
.
„ორი დღის წინ, ფბ-ზე, ჩანაწერი დავტოვე, დილის წირვაზე მისული ბავშვების შესახებ. დაღლილი ცქმუტვისა და წირვის "ხათრით" გაცდენილი სკოლის შესახებ, ჩოხა-ახალუხებისა და ამაყი მშობლების შესახებ. ჩანაწერის არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ბავშვების ადგილი არა დილის წირვაზე, არამედ უფრო სხვა, მათთვის მნიშვნელოვან ადგილებშია, მაგალითად, სკოლაში, ეზოში, წიგნებში. და არა ჩიხტი-კოპებში...
.
ეს ჩანაწერი, ცხადია, კარგი საკბილო გახდა სხვადასხვა საიტისა თუ ფეიჯისთვის. და ისეთი უბედურება ტრიალებს კომენტარებში, რომ სადმე ცოცხლად რომ გადავეყარო, ყელს გამომღადრავენ.
.
არასდროს, არასდროს, არაფერი შეიცვლება, სანამ, სულ მინიმუმ, განსხვავებული აზრის გამო, საზოგადოების ერთი ნაწილი ადამიანს ჩაქოლვით არ დაემუქრება.
და არც მინდა წარმოვიდგინო, რას გრძნობენ ის უმცირესობები, რომლებსაც ამ საზოგადოებაში უწევთ ცხოვრება.
.
სქრინებს არ დავდებ, არ მინდა, ნერვები მოვიშალო. რამდენიმე გვერდი დავარეპორტე, თუმცა, სულ ტყუილად. ახლა ლიტ.ცენზურასაც დააკანონებს პარლამენტი და მერე დავწყნარდებით “ - აღნიშნავს თარხნიშვილი.
1
204
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
204
  
2018, 20 მაისი, 21:33
ასე მგონია, განგებ იგონებენ ასეთ თემებსა თუ სტატუსებს, რომ ატყდეს ერთი ,,ალიაქოთი,,ფბ-ზე, აქაოდა. აი, განსხვავებული აზრი გამოვთქვი და ჩაქოლვით მემუქრებიანო... ადამიანო, აბა, რა გინდა, ყველამ ერთხმად გაქოს ჩრდილოკორეელებივით? განსხვავებულ აზრსა თუ საქციელს ყოველთვის ჰყავს პოზიცია და ოპოზიცია და შეეგუეთ, რაა, ბიჯოს(
0 1 1