x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134658
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
9 ფაქტი ქალის ორგანიზმზე:როგორ გავიმკვრივოთ მკერდი და როდის გავიკეთოთ ეპილაცია
image

ქალის ორგანიზმი რთული მოწყობილობაა. ბევრ ქალს წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რა უნიკალურ ბიოლოგიურ თვისებებს ფლობს მისი სხეული. მაგალითად, კბილის ექიმთან ან ეპილაციაზე უმჯობესია მენსტრუალური ციკლის ბოლო კვირას მიხვიდეთ, მკერდის სიმკვრივე კი მიღებული წყლის რაოდენობაზეა დამოკიდებული.


1. ვარჯიშით ზედმეტმა გატაცებამ შესაძლოა მენსტრუალური ციკლის მოშლა გამოიწვიოს

imageდამტკიცებულია, რომ ვარჯიში მენსტრუალურ ტკივილებს ასუსტებს, თუმცა ვარჯიშით ზედმეტად გატაცებამ შესაძლოა საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს: ჰორმონალური დისბალანსი შექმნას და მენსტრუაციის დარღვევის მიზეზი გახდეს. ეს არ ნიშნავს, რომ უარი თქვათ სპორტდარბაზზე, უბრალოდ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.



2. მკერდით შესაძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა

imageქალის ჯანმრთელობა მის მკერდზეც აისახება, მაშინაც კი, როცა არაფერი არ გტკივათ. მაგალითად, ძუძუდან გამონადენი შესაძლოა ჰორმონალურ დარღვევებზე ან საკვერცხეების მუშაობის მოშლაზე მიუთითებდეს. მსგავს შემთხვევებში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. თუ მკერდის ქავილი გაწუხებთ, ან ძუძუს ქვეშ კანი გაღიზიანებულია, დიდი შანსია, რომ ბიუსტჰალტერზე გაქვთ ალერგია, ან იმ სარეცხის ფხვნილზე, რომელშიც მას რეცხავთ.


3. წონა ჯანმრთელობის მაჩვენებელი არაა

imageის ფაქტი, რომ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი გაქვთ, არ გაძლევთ იმის საბაბს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთდეთ. პირიქით, სრული აღნაგობის ადამიანებს შესაძლოა უფრო ჯანმრთელი შინაგანი ორგანოები ჰქონდეთ, ვიდრე გამხდრებს.


4.მკერდი შესაძლოა წყლის ნაკლებობის შემთხვევაში ჩამოეკიდოს

imageორგანიზმში წყლის დეფიციტი კანზეც აისახება, ის მშრალი და მოშვებული ხდება. სწორედ ამიტომ, დაიცავით წყლის ბალანსი, რომ მკერდმა ფორმა არ დაკარგოს.


5. ღვიძლის მდგომარეობა ტუჩების ფერზე აისახება

imageთუ თქვენმა ტუჩებმა მკვეთრად დაკარგეს ფერი, გაფერმკრთალდნენ ან პირიქით, ნაჯერი მუქი ფერის გახდნენ, ეს ღვიძლის დაავადებაზე მიანიშნებს. დროს ნუ დაკარგავთ და ექიმს მიმართეთ.


6. საჭმელი შეიძლება შაკიკის მიზეზი გახდეს

imageთავის ტკივილი არა მარტო სტრესმა, არამედ რაციონმაც შეიძლება გამოიწვიოს. არსებობს ცნება “გურმანის შაკიკი", ამ დროს ზოგიერთი პროდუქტი ( მაგ:ფორთოხლის წვენი, შოკოლადი, ყველი, კაკალი, შებოლილი ნაწარმი) ძლიერი თავის ტკივილის მიზეზი ხდება.


7. არსებობს მხოლოდ 6 დღე, როცა დაორსულება შეიძლება

imageსპერმატოზოიდები ქალის ორგანიზმში 5 დღემდე რჩებიან აქტიურ მდგომარეობაში. ამიტომ, თქვენ შეიძლება დაფეხმძიმდეთ, თუ სქესობრივი აქტი ოვულაციის პირველ დღეს ან მომდევნო 5 დღეს დაემთხვევა.


8. მუცელზე ცხიმის დაგროვებას უძილობა იწვევს

imageმაშინაც კი, თუ ყოველდღე სპორტდარბაზში ვარჯიშობთ, შესაძლოა მუცელზე ცხიმი მაინც ვერ მოიშოროთ. ამის მიზეზი მარტივია-თქვენ სრულფასოვანი ძილი გაკლიათ. როცა ქალი გამოძინებას ვერ ახერხებს, ორგანიზმი ენერგიის ნაკლებობას განიცდის და ენერგიის წყაროს წარმომშობი ცხიმის ფენა სწორედ მუცელში ლაგდება. თუ ბრტყელი და ლამაზი მუცელი გინდათ გქონდეთ, 8-9 საათზე ნაკლები არ უნდა იძინოთ.


9.მენსტრუალური ციკლის გარკვეულ პერიოდში, ორგანიზმი უფრო ტკივილამტანია

imageმენსტრუალური ციკლის ბოლო კვირაში ქალის ორგანიზმი ტკივილს უფრო კარგად იტანს. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ციკლის 23-ე დღიდან 28-ე დღემდე ჰორმონ ესტროგენის დონე იკლებს, შესაბამისად, ქვეითდება მგრძნობელობაც. ამიტომ, თუ სტომატოლოგთან ვიზიტს აპირებთ, ეს პერიოდი შეარჩიეთ.



0
160
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0