სხვა როგორ გადავრჩეთ ექსტრემალურ პირობებში- ცსს-ს აგენტის რჩევები 2018, 4 მაისი, 22:29 კლინტ ემერსონი 20 წლის განმავლობაში მსახურობდა აგენტად. მას შემდეგ, რაც სამსახურს ჩამოშორდა, წიგნი დაწერა, რომელშიც ადამიანებს ამ ხნის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას და გადარჩენისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და ცოდნას უზიარებს.
ეს 8 რჩევა ნებისმიერ ადამიანს გამოადგება ექსტრემალურ პირობებში
1.როგორ გადავრჩეთ თოვლში თუ ტყეში გზა აგებნათ და თოვლში, სიცივეში გაყინვის საფრთხე გემუქრებათ, მოძებნეთ მარადმწვანე ხე, რომელსაც ტოტები ქვემოთ აქვს ჩამოშვებული. მის გარშემო თოვლის მიწაყრილი გააკეთეთ. თოვლის ორმოს კედლები რაც შეიძლება კარგად დატკეპნეთ და ტოტებით გაამაგრეთ. ხის მარადმწვანე ტოტები კი მიწაზე დააფინეთ, რომ სხეულის სითბო შეინარჩუნოთ. რაც უფრო ღრმა იქნება ორმო, მით უკეთესი. 2. ყველაზე უსაფრთხო ადგილი თვითმფრინავში ნებისმიერი ტრანსპორტის არჩევისას აგენტები ისეთ ადგილებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელთანაც გასასვლელი ახლოსაა. თვითმფრინავის შემთხვევაში ეს მისი კუდია. კვლევების თანახმად, თუ ბიზნეს-კლასით მგზავრობთ-გადარჩენის შანსი-49%-ია. მგზავრებს, რომლებსაც შუა ნაწილი უკავიათ, გადარჩენის 56% შანსი აქვთ. მათთვის კი, ვინც თვითმფრინავის კუდში იმყოფება, გადარჩენის შანსი თითქმის 70%-ია. 3. როგორ გამოვაღწიოთ საბარგულიდან ფილმებშიც გინახავთ ალბათ, როცა ადამიანს იტაცებენ, მას მანქანის საბარგულში კეტავენ. რეალურად, საბარგულიდნ თავის დაღწევის რამდენიმე გზა არსებობს. თანამედროვე ავტომობილებს ავარიული ბერკეტი აქვთ, რომელიც საბარგულის შიგნითაა და საბარგულს აღებს. თუ ავტომობილი მოძველებული მოდელია და ასეთი ბერკეტი არ აქვს, მაშინ საკეტის ენა უნდა გახსნათ. შესაძლებელია მანქანის სალონში გაღწევაც მოახერხოთ გადასაკეცი სავარძლის მხრიდან. სხვა შემთხვევებში შეგიძლიათ დომკრატი გამოიყენოთ საბაგულის ასახდელად. როგორც წესი, მას ხშირად საბარგულში ინახავენ, ან ფარი გამოტეხოთ შიგნიდან და ნიშანი მისცეთ სხვა მძღოლებს. 4. როგორ გავაღოთ კარი ექსტრემალურ სიტუაციებში შესაძლოა კარის შემტვრევა მოგვიხდეს, საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის გადასარცენად. თუმცა, ფილმებში ნანახ სცენებს ნუ დაუჯერებთ და ნუ ეცდებით კარის მხრით ან გამოქანებით დაჯახებით გაღებას. ასე მხოლოდ რამეს მოიტეხავთ. დარტყმა ქუსლით უნდა განახორციელოთ საკეტის ზონაში, დარტყმისთვის მთელი სხეული უნდა გამოიყენოთ, მეორე ფეხს კარგად უნდა ეყრდნობოდეთ. ზუსტი და ძლიერი დარტყმა საკეტს გატეხავს. 5.თავდაცვის იარაღი გაზეთისგან სახიფათო სიტუაციაში, ჩვეულებრივი გაზეთისგან ან ჟურანლისგან შეგიძლიათ თავდაცვის იარაღი დაამზადოთ. რაც შეიძლება მჭიდროდ დაახვიეთ გაზეთი და შემდეგ შუაზე გადაკეცეთ, როგორც სურათზეა. ზედა და ქვედა ნაწილები კი წებოვანი ლენტით შეკარით. 5.როგორ გადავრჩეთ წყალში, ხელფეხშეკრული არსებობს ტექნიკა, რომლის საშუალებითაც არ ჩაიძირებით. არც ღრმა აუზში და არც მღელვარე ზღვაში, თუნდაც ხელფეხშეკრული იყოთ. ყველაზე მთავარია-სუნთქვის კონტროლი. პანიკას ნუ მიეცემით, და სუნთქვა დაირეგულირეთ. ჩასუნთქვა ღრმა უნდა იყოს, ამოსუნთქვა კი სწრაფი. თუ სიღრმე დიდი არ არის-ჩაეშვით ფსკერზე, ტერფებით უბიძგეთ და ნახტომით ამოდით ზედაპირზე. ასე ხტუნვით შეგიძლიათ ნაპირამდე გააღწიოთ. თუ წყლის ზედაპირზე მუცლით მოექეცით, ამოისუნთქეთ, მოიხარეთ და შემდეგ ბიძგით გაიშალეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ. მღელვარე ზღვაში სრულად გადატრიალება საშუალებას მოგცემთ ჰაერის მარაგი აიღოთ და ნაპირისკენ განაგრძოთ ცურვა. 7.თავდამსხმელის განიარაღება თუ უკნიდან იარაღი მოგადეს და წინსვლა გიბრძანეს, ასწიეთ ხელები, შეანელეთ სვლა, ისე, რომ იარაღს მჭიდროდ შეეხოთ ზურგით. მკვეთრად შემობრუნდით, თავდამსხმელის იარაღიანი ხელი იღლიის ქვეშ მოიქციეთ და მეორე ხელით დარტყმა განახორციელეთ. 8.როგორ მოვიქცეთ აფეთქების დროს აფეთქების დროს ნებისმიერ რამეს უნდა შევეფაროთ, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ ეს თავშესაფარი ბუნებრივი მასალისგან იქნება გაკეთებული. კარგი ვარიანტია ქვის ღობე ან ხე. თუ თავშესაფარი არაა, დაწექით სახით ქვემოთ, გადააჯვარედინეთ ფეხები, ხელისგულები ყურებთან დაიწყეთ და პირი გააღეთ, რომ აფეთქების და ხმოვანმა ტალღებმა სმენა და ორგანოები არ დაგიზიანონ. ფეხები ამ დროს აფეთქების ადგილისკენ უნდა იყოს მიმართული. 183 შეფასება არ არის
|