სხვა "ბიბლუსი" აპრილის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების 10–ეულს აქვეყნებს 2018, 1 მაისი, 10:30 საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში აპრილის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპ ათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 56 ფილიალში. მხატვრული ლიტერატურის ათეულის საპატიო პირველ ადგილს ქართველი მწერლის თემურ ბაბლუანის წიგნი „მზე, მთვარე და პურის ყანა“ იკავებს. მეორე ადგილს კვლავ არ თმობს თანამედროვე თურქი მწერლის ელიფ შაფაქის ცნობილი რომანი - "სიყვარულის 40 წესი". უკვე რამდენიმე თვეა, რაც აღნიშნული წიგნი ყველაზე გაყიდვად სამეულში ხვდება. მესამე პოზიციას კი ქართველი მწერლის თათული ღვინიანიძის სადებიუტო რომანი „აღიარება ხელისგულზე“ იკავებს, რომელიც 2017 წელს გახდა დიდი ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული და მალე მოიპოვა განსაკუთრბეული პოპულარობა ქართველ მკითხველში. რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპ ათეულში დიდი წილი კვლავ შემეცნებით წიგნებზე მოდის. "ბიბლუსი" ყოველთვიურად შემოგთავაზებათ ტოპ ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში. ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა 5. ჰოლი სმეილის „გიკი გოგო -ყველაფერი რაც ბრწყინავს“ 7. დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ 9. სოფიკო არდიას „გროსმაისტერი“ ტოპ 10 საბავშვო წიგნი
118 5-ს მოსწონს
|